გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.03.2018
საქმის ნომერი
020210018002291195
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210018002291195 (2/224-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

 

30 მარტი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - ლე-----------–---–ი

წარმომადგენელი - კო------------–--ე

 

მოპასუხეები: შო--------------–---------------------–----------------------------------------------------

ა----------ს კანონიერი წარმომადგენელი - გ---------------

 

დავის საგანი - გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ლე-----------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილდეს;

 

2.მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელე ლე-----------–---–ი საკუთრებაში არსებული, ქ.-----------–----------------------------------–--–-------–------–------------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობით) და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს;

 

3.მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 120 ლარის გადახდა;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

 

5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა