განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1---18 (№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---- ზუ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თო-----ე და-----ს ძე ღვ-------ე - დაბადებული 1--- წლის 1- ი--–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქუთაისი დე---- ქუჩა N-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, ძო----–---–-ს ქუჩა N-
ადვოკატი - ავ--------– ბუ--------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
თო-----ე ღვ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 26 იანვარს დაახლოებით 21:00 საათზე ქ.ქუთაისში ახ--–-----------ის გამზირი პირველი შესახვევი N-----ში თავის საცხოვრებელ სახლში თო-----ე ღვ-------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დედას - ნა-----–ი ღვ-------ეს, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ნა-----–ი ღვ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ხელის კვრით წააქცია აბაზანის იატაკზე, რა დროსაც ნა-----–ი ღვ-------ემ თავისა და ზურგის არეში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმე ვა---– გა-----ას გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ ნა-----–ი ღვ-------ის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და სხვ.) ერთობლიობა თო-----ე ღვ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ თო-----ე ღვ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ თო-----ე ღვ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თო-----ე ღვ-------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თო-----ე ღვ-------ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა, საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული თო-----ე ღვ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ოდენობით.
2. მსჯავრდებულ თო-----ე ღვ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. ვინაიდან, მსჯავრდებული თო-----ე ღვ-------ე სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო 2018 წლის 26 იანვრიდან 2018 წლის 23 მარტამდე, საქ. სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, თო-----ე ღვ-------ე მთლიანად გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი