განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
080100118002340567
დავის ტიპი
19 - 178 1
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1---18 (0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 მ-----ი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გი-----ი გო--------ე

სტაჟიორ-პროკურორი - გვ--–ა ტა------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვი----–- გუ------ს ძე ჩი-----------ე - დაბადებული 1--- წლის 0- მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, პირადი №6---------- ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, სუ-–--------ს მ--- ჩიხი N-

 

ადვოკატი - ფი----- ცე--–---ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

ვი----–- ჩი-----------ემ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 03 თებერვალს დაახლოებით 13:30 საათზე ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე N67-ში მდებარე მაღაზიიდან, ვი----–- ჩი-----------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა აშკარად დაუფლებოდა 2 ცალ მაჯის საათს. ვი----–- ჩი-----------ე ქმედების განხორციელებისას დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ლ--–- სვ------ს მიადგებოდა 50 ლარის ქონებრივი ზიანი

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულ ვი----–- ჩი-----------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკსი ოქმი; ვი----–- ჩი-----------ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული საათი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; დაზარალებულ ლ--–- სვ-----ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე დ----- ფრ-----ს გამოკითხვის ოქმი; მოწმე ბი------- ნა------ს გამოკითხვის ოქმი და სხვ.) ერთობლიობა ვი----–- ჩი-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, ვი----–- ჩი-----------ემ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ვი----–- ჩი-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობებს. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვი----–- ჩი-----------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვი----–- ჩი-----------ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით განსაზღვრა საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვი----–- ჩი-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ვი----–- ჩი-----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 03 თებერვლიდან 2018 წლის 06 თებერვლის ჩათვლით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1800 (ათასრვაასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდეს ვი----–- ჩი-----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გადახდილი გირაოს თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სრულად დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: V---- -ს ფირმის საათი და ყუთი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურთები CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში(ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი