განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
080100118002333393
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/170-18 (№041180118004)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ქეთევან უზნაძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ცისკარა ავთანდილის ძე ჩიჩილიძე - დაბადებული 1974 წლის 02 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №18001013491, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ალ.ხახანაშვილის №1

 

ადვოკატი - ვალერი კვანტალიანი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ცისკარა ჩიჩილიძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2013 წლიდან 2018 წლის 8 იანვრამდე დროის მონაკვეთში ცისკარა ჩიჩილიძე სისტემატიურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს- დალი ახალაძეს. კერძოდ: თანაცხოვრების პერიოდში, ქუთაისში, ალ. ხახანაშვილის ქუჩა N1-ში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის საბა ჩიჩილიძის თანდასწრებით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ცისკარა ჩიჩილიძე, სისტემატიურად, უმიზეზოდ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დალი ახალაძეს. 2017 წლის 19 ივნისს ცისკარა ჩიჩილიძის მიმართ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი მეუღლის - დალი ახალაძისა და მეუღლის დედის - ქეთევან ფერაძის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. ამასთან 2017 წლის 8 ნოემბერს ცისკარა ჩიჩილიძე გასამართლდა მეუღლის - დალი ახალაძის მიმართ ჩადენილი ფიზიკური შეურაცხყოფისა და მეუღლის დედის - ქეთევან ფერაძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. ამის შემდგომ, კვლავ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცისკარა ჩიჩილიძემ 2018 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მეუღლეს - დალი ახალაძეს და მეუღლის დედას - ქეთევან ფერაძეს, აგინებდა და მიმართავდა მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით. მას შემდგომ რაც, ქეთევან ფერაძემ არასრულწლოვანი საბა ჩიჩილიძე გაარიდა კონფლიქტს - ცისკარა ჩიჩილიძემ მეუღლეს ესროლა ფეხსაცმელი და ბოთლი. ცისკარა ჩიჩილიძის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ და ძალადობამ გამოიწვია დალი ახალაძის ტანჯვა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა(შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების: დალი ახალაძის, ცისკარა ჩიჩილიძის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ დალი ახალაძის გამოკითხვის ოქმი, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N000508618 დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა ცისკარა ჩიჩილიძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ ცისკარა ჩიჩილიძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ცისკარა ჩიჩილიძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცისკარა ჩიჩილიძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ცისკარა ჩიჩილიძის მიმართ სასჯელის სახით 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ცისკარა ჩიჩილიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

გაუქმდეს ცისკარა ჩიჩილიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა.

ცისკარა ჩიჩილიძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 02 თებერვლიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი