განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
200100118002318320
დავის ტიპი
273
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100118002318320

N1/56-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

02 აპრილი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ი--------------ე

ბრალდებული: ლ---- ნ------–-–---–ი

მამის სახელი: ი------

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი წ--------–ი

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი წ--------–ი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილი - „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ„ საქართველოს კანონის N2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2017 წლის შემოდგომაზე, ლ---- ნ------–-–---–მა თელავის რაიონის სოფელ წ-------–ის ბოლოს, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა ბიძის - გ-------------–--ის სახლში.

2. 2018 წლის 08 იანვარს, თელავის რაიონის სოფელ წ--------–ში მდებარე გ-------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, შსს თ--–---------------–--------------–--ს თანამშრომლებმა ამოიღეს მომწვანო ფერის მცენარეული მასა, რაც ქიმიური ექსპერტიზის N14/სქ დასკვნით, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“ საერთო წონით 14,67 გრამს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ს----------–---–ის, გ-------------–---–ის, ბ------------–---–ის, გ-------------–--ის, დ------------–---–ის და ნ-------–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ჩხრეკის ოქმით, ნიმუშის აღების ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- ნ------–-–---–მა ჩაიდინა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ„ საქართველოს კანონის N2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5. სასამართლოს ბრალდებულ ლ---- ნ------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.

6. ლ---- ნ------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებოის მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

8. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ლ---- ნ------–-–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისს და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

9. სასამართლომ სასჯელის დანიშნისას, გაიზიარა ბრალდებულის სურვილი, რომ იგი თანახმაა გამოყენებული იყოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ასევე იხელმძღავნელა 2018 წლის 02 აპრილის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და მიაჩნია, რომ კანონით გათვალისწინებული მინიმუმზე ნაკლები ოდენობით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 10 საათი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით, საქართველოს კანონით „არასრულწლოვანთა მართალმსაჯულების კოდექსის“ 76-ე მუხლით ,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

10. ლ---- ნ------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით, საქართველოს კანონით „არასრულწლოვანთა მართალმსაჯულების კოდექსის“ 76-ე მუხლის საფუძველზე, დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 10(ათი) საათი.

11. ლ---- ნ------–-–---–ს ''ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 05(ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

12. ლ---- ნ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა გაუქმდეს.

13. ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი პისტოლეტი მჭიდით, ორი ცალი აირგამფქრვეველი, იარაღის ჩასადები ყუთი, ორი ცალი მასრა და ერთი ცალი მასრის ნიმუში, რაც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

14. გამომშრალი „მარიხუანა“ 14,07 გრამი და „კანაფის“ მცენარის თესლები, 0,09 გრამი, რაც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

15. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

16. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური