გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2264551 -3/012-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
26 მარტი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახ--––---ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბე-–- მერაბიშვილი
მოსარჩელე - ზუ----ი ლო----
წარმომადგენელი - ეკ-------ნა აბ-–---
მოპასუხე - ახ--––---ს მუნიციპალიტეტის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია”
წარმომადგენელი - ე-- ივ--–-–---–ი, ალ---ი ზე-------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია”-ს განკარგულება N61 და 2017 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი N14 ზუ----ი ლ------ს ნაწილში.
1.2. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია”-ს დაე--ლოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზუ----ი ლ------ს სარგებლობაში არსებული მიწის ფართზე საკუთრების აღიარების შესახებ და გასცეს საკუთრების უფლების მოწმობა.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გ---ემოებებს:
მოსარჩელეს ახ--––---ს რ-ნ სოფელ აგ---აში 1983 წლიდან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი ფართით 567 კვ.მ., რომელიც იმთავითვე შემოსაზღვრა მავთულის ღობით, თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართში განათავსა წისქვილი და გააშენა მრავალწლიანი ნარგავები. ამ მიწის ფართს ამუშავებს სეზუნურად უკვე რამოდენიმე ათეული წელი.
2017 წლის 18 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილი იქნა წერილი 383783 ახ--––---ს გამგეობაზე განცხადება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთთან დაკავშირებით მდებარე ახალციხე სოფელი აგ---ა.
ქალაქ ახ--––---ს მუნიციპალიტეტის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიამ 2017 წლის 10 ოქტომბერს სხდომა ჩაატარა და შეადგინა ოქმი N17. 2017 წლის 10 ოქტომბერს ჩატარებული სხდომის შემდგომ გამოცემული იქნა განკარგულება N61 2017 წლის 11 ოქტომბერს, რომლითაც უარი ეთქვა მოთხოვნაზე, რომელიც წერილობით არ შეუტყობინებიათ.
მოსარჩელისთვის ცნობილი 2017 წლის 11 დეკემბერს და მაშინვე მიმართა განცხადებით ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის და გამოთხოვა საქმის მასალები, რაც ჩაბარდა 2017 წლის 20 დეკემბერს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქალაქ ახ--––---ს მუნიციპალიტეტის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, მოსარჩელეს ნამდვილად აქვს დაკავებული თვითნებურად მიწის ნაკვეთი სოფელ აგ---აში, სადაც განთავსებული აქვს შეგონა–ნაგებობა, კერძოდ წისქვილი თუმცა, სადავო გ---ემოებას წარმოადგენს ის, რომ თუ რომელი წლიდან აქვს თვითნებურად დაკავებული ფართი და რა ოდენობის.
ახ--––---ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, 2017 წლის 11 ოქტომბერს ნამდვილად მოხდა განკარგულების გამოცემა რომელიც, 2017 წლის 11 ოქტომბერსვე გაეგზავნა მოსარჩელეს კომისიის თავმჯდომარის წერილი N5061/07 სახით, თანდართული განკარგულებით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარეს წერილი გაეგზავნა 2017 წლის 11 ოქტომბერს შეუძლებელია მისთვის არ გამხდარიყო ცნობილი, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ასახული იყო N61–ე განკარგულებაში.
3. ფაქტობრივი გ---ემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გ---ემოებები.
3.1.1. 2017 წლის 15 აგვისტოს ზუ----ი ლო----მ მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ მიწაზე უფლების რეგისტრაციის, კერძოდ ახალციხე, სოფელი აგ---ა 567 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მოთხოვნით განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც განსახილვე-–-დ გადაეგზავნა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის გამგეობას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილვე-–-დ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.09.2017წ წერილი (ს.ფ.16);
- - ზუ----ი ლ------ს განცხადება (ს.ფ.18);
- ზუ----ი ლ------ს განცხადება (ს.ფ.20);
3.1.2. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ” 2017 წლის 04 ოქტომბერს ზუ----ი ლო----ს გაუგზავნა შეტყობინება სხდომის გამართვის თარიღის და ადგილის თაობაზე, რომელიც ჩაბარდა მოსარჩელეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 04.10.2017წ მიმართვა (ს.ფ 81);
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი).
3.1.3. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2018 წლის 10 ოქტომბერს სხდომაზე განიხილა ზუ----ი ლ------ს განცხადება მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებაზე და ზუ---- ლ------ს განცხადება არ დაკმაყოფილდა და უარი ეთქვა ახ--––---ს მუნიციპალიტეტისსოფელ აგ---აში მდებარე 567კვმ. ფართობის სასოფლო-სამეურნეოდანიშნულების საკარმიდამო(სახნავი) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ის გ---ემოება, რომ ზუ---- ლო----ს ახ--––---ს მუნიციპალიტეტის სოფელ აგ---აში, საკუთრებაში არსებული 60კვმ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 6-----------) მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთზე ფართობით 567კვმ. მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ 2015 წელს, საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- 2017 წლის 10 ოქტომბრის ახ--––---ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომის ოქმის N17 ამონაწერი (ს.ფ 27-28);
-2017 წლის 11 ოქტომბრის ახ--––---ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება N61 (ს.ფ 26);
3.1.4. ზუ----ი ლ------ს საკუთრებაში არსებული 60მ2 მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია წისქვილი, საკადასტრო კოდით 6-----------, მის საკუთრებაში აღიარებული იქნა „ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში აღიარების კომისიის“ მიერ, როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი 2015 წელს და ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 24 დეკემბერს გაიცა N11 საკუთრების უფლების მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-კომისიის თავჯდომარის გე-–- ნო----ს მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისადმი (სფ.98-99).
- 24.12.2015წ საკუთრების უფლების მოწმობა N11 (ს.ფ 100);
- 2016 წლის 22 მარტის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 101);
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი).
3.2.სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გ---ემოებები
3.2.1. ახ--––---ს მუნიციპალიტეტისსოფელ აგ---აში მდებარე 567კვმ. ფართობის სასოფლო-სამეურნეოდანიშნულების საკარმიდამო (სახნავი) მიწის ნაკვეთზე, რომლის საკუთრებაშიც აღიარებს ითხოვს მოსარჩელე არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ზუ---- ლ------ს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის-საკადასტრო კოდით:6-----------) მიმდებარედ, რომელიც „ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში აღიარების კომისიის“ მიერ, როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი აღიარებული იქნა ზუ----ი ლ------ს საკუთრებაში 2015 წელს და ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 24 დეკემბერს გაიცა N11 საკუთრების უფლების მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებაას:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.09.2017წ წერილი (ს.ფ.16);
- - ზუ----ი ლ------ს განცხადება (ს.ფ.18);
- ზუ----ი ლ------ს განცხადება (ს.ფ.20);
- აზომვითი ნახაზი (სფ.25).
-კომისიის თავჯდომარის გე-–- ნო----ს მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისადმი(სფ.98-99).
- 24.12.2015წ საკუთრების უფლების მოწმობა N11 (ს.ფ 100);
- 2016 წლის 22 მარტის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 101);
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზუ----ი ლ------ს სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანე-–-:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით.“
განსახილველ შემთხვე--ში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტი - ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 ოქტომბრის N17 სხდომის ოქმის და 2017 წლის 11 ოქტომბრის განკარგულება ზუ----ი ლ------ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვე--ში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირების ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების 1-ლი მუხლის მიხედვით, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გ---ეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა;
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვე--ში მიწის ნაკვეთს, მართლზომიერ მფლობელობის სტატუსი გააჩნია თუ მასზე მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ამოქმედებამდე (კანონი ამოქმედდა 2007 წელს).
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გ---ეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გ---და ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზუ----ი ლო---- ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას ახ--––---ს მუნიციპალიტეტის სოფელ აგ---აში მდებარე 567კვმ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლზეც არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ზუ---- ლ------ს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის-საკადასტრო კოდით:6-----------) მიმდებარედ, რომელიც „ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში აღიარების კომისიის“ მიერ, როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი აღიარებული იქნა ზუ----ი ლ------ს საკუთრებაში 2015 წელს და ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 24 დეკემბერს გაიცა N11 საკუთრების უფლების მოწმობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვე--ში კომისიის მიერ შესწავლილი და გამოკვლეული იქნა მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარების საკითხი, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ დაინტერესებული პირის ზუ---- ლ------ს მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ (წარდგენილი დოკუმენტაცია) არ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ, განსაზღვრულ პირობებს, რადგან ზუ----ი ლო---- ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას ახ--––---ს მუნიციპალიტეტის სოფელ აგ---აში მდებარე 567კვმ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლზეც არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ზუ---- ლ------ს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის-საკადასტრო კოდით:6-----------) მიმდებარედ, რომელიც „ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში აღიარების კომისიის“ მიერ, როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი აღიარებული იქნა ზუ----ი ლ------ს საკუთრებაში 2015 წელს და ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 24 დეკემბერს გაიცა N11 საკუთრების უფლების მოწმობა, რომელზეც ზუ---- ლო----ს საკუთრების/მართლზომიერად მფლობელობის უფლება ზუ---- ლო----ს წარმოეშვა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ 2015 წელს, რის გამოც კომისიამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვე--შიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვე--დ ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვე--, რომლის არარსებობის შემთხვე--ში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის მომზადება–გამოცემისას დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გ---ემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი. ამასთანავე არ დასტურდება, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვე--ში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვე--ს, რომლის არარსებობის შემთხვე--შიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გ---ემოებების გათვალისწინებით, ზუ----ი ლ------ს სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვე--ს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას ახ--––---ს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალებულებას ახალი აქტის გამოცემის შესახებ, აღნიშნული მოთხოვნა პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შეთხვე--ში წარმოადგენს თანმდევ შედეგს, შესაბამისად მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეც.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანე-–- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 22-23-ე, 32-33-ე, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზუ----ი ლ------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპე-–-ციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახ--––---ს რაიონული სასამართლოს (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;
მოსამართლე: გია ბერაია