გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.03.2018
საქმის ნომერი
090210017002170245
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
16.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №(2/92-17) 0902-0017002-70245

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 მარტი 2018 წელი ქ. ამბროლაური

შესავალი ნაწილი

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან არჩვაძე

მოსარჩელე ნ-----–- მ-------–---–-

წარმომადგენელი დ----- ჩ-----

მოპასუხეები მ------ ხ--–---,ჭ------ ხ-----------

წარმომადგენელი რ--------- ხ----–--–---

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობათა ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და თანამესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს თ-------------–---- მიერ 0-.1-.1--6 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა ½ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეთა მამკვიდრებელმა , აწ გარდაცვლილმა მ---- დომენტის ასულმა მ-------–---–მა სრულად მიიღოს დედის, 1--5 წლის 17 ივნისს გარდაცვლილი ე---------- გ-------- ასული მ-------–---–-ს დანაშთი სამკვიდრო ქონება, მათ შორის, ტექნიკური აღრიცხვის არქივში, ქ----–-------–--–--------–--------- N2-–ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელ სახლთან ერთად.

 

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ა--------------------- მიერ 2-.1-.2--- წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------), რომლითაც მოპასუხეებმა სრულად და თანაბარწილად, 2006 წლის 02 მაისს გარდაცვლილი მ---- ხ-----------ს აქტივები და პასივები, მათ შორის, სადავო უძრავი ნივთი.

 

1.3 1--5 წლის 17 ივნისს გარდაცვილი ბებიის ე---------- მ-------–---–-ს მემკვიდრედ და ო---------------------–------–- მდებარე უძრავ ნივთში (საკადასტრო კოდიN8-.1-.2-.1--- მიწის დაზუსტებული ფართობი 951.00კვ.მ, შენობა – ნაგებობის საერთო ფართი 183.45 კვმ) ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ტექნიკური აღრიცხვის არქივის ჩანაწერებით, ო-----------–---------------- –ში მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან ერთად, ირიცხებოდა მოსარჩელის ბებიის (მამის მხრიდან) –1--5 წელს გარდაცვლილი ე---------- მ-------–---–-ს სახელზე, რა ქონებასაც, მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით და ვადებში დაეუფლა ფაქტობრივი ფლობით. მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 1949 წელს. მოსარჩელის მამიდამ მ---- მ-------–---–მა (ქორწინების შემდგომ გვარია ხ-----------) 0-.1-.1--6 წელს, მოსარჩელისაგან ფარულად მიღებული სამკვიდრო მოწმობით გადაიფორმა ზემოაღნიშნული სამკვიდრო ქონება. თავად მ---- ხ----------- გარდაიცვალა 02.0-.2006 წელს. მოსარჩელისათვის (ძმისშვილისათვის) არაფერი არ უთქვამს ქონების გადაფორმების შესახებ, ეს უკანასკნელი აღნიშნული გარემოების შესახებ, ინფორმირებული გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მ---- ხ-----------ს სამკვიდრო 2-.1-.2--- წლის სამკვიდრო მოწმობით მიიღეს მოპასუხეებმა, მ. ხ-----------ს შვილმა მ------ ხ--–---მ და შვილიშვილმა ჭ------ ხ-----------მ და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდნენ სადავო უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებად, რის შემდეგადაც, საჯარო რეესტრიდან გამოითხოვეს სადავო სახლთან მიმართებით, საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა უფლების დამდგენი დოკუმენტი. მოსარჩელე გახლავთ ბებიის, როგორც ანდერძისმიერი, ისე კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე. მოპასუხეები უარს აცხადებენ სადავო ქონებიდან მოსარჩელისათვის კუთვნილი ½ წილის გადაფორმებაზე.

 

2. მოპასუხების პოზიცია

 

მოპასუხეები და მათი წარმომადგენელი წარმოდგენილი შესაგებლით და ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით, სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან თვლიან, რომ სამკვიდრო მიღებული აქვთ კანონით დადგენილი წესით. გარდა ამისა მიაჩნიათ, რომ მოთხოვნა არის ხანდაზმული, რადგან მოსარჩელეს სამკვიდროს შესახებ პრეტენზია თავის დროზე არ განუცხადებია.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერების თანახმად, უძრავი ნივთი, რომელიც მდებარეობს ქა-–------–------------------------–-, მიწის ნაკვეთის ფართი 2-96 კვ.მ ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი ე---------- მ-------–---–ზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–ტექნიკური აღრიცხვის ბარათი

–საინვენტარიზაციო გეგმა

–ინფორმაცია ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

 

3.2.2 1960 წლის 18 მარტს, ე---------- მ-------–---–-ს ანდერძის თანახმად, მთელი თავისი ქონება უანდერძა თავის შვილს, მ---- მ-------–---–ს და კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობით მიიღო ქ----–-------–--–--------–-----------2 –ში მდებარე საკარმიდამო ნაკვეთი, ფართით 2-96 კვ.მ და იგი დარეგისტრირდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში ერთპიროვნულ მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–1----–-–-------------- ე---------- მ-------–---–-ს ანდერძი

–1--6 წლის 0- ოქტომბრის N---- განცხადება

–1--6 წლის 0- ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობა

–საინვენტარიზაციო გეგმა

–ცნობა –დახასიათება

 

3.2.3 მ---- მ-------–---–- გათხოვების შემდეგ, ატარებდა მეუღლის გვარს ხ-----------ს და იგი გარდაიცვალა 2----–-–-----------, მისი მემკვიდრეობა 2--- წლის 2- დეკემბერს კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობით მიიღო შვილმა – მ------ ხ--–---მ და შვილიშვილმა ჭ------ ხ-----------მ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მოპასუხეები 2----–-–----- მაისს, საჯარო რეესტრში აღირიცხნენ ო--------------------------–- მდებარე უძრავი ნივთის, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 951.00 კვ.მ შენობა – ნაგებობის საერთო ფართი 183.45 კვ.მ საკადასტრო კოდი N8-.1-.2-.1--- თანამესაკუთრეებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–მ---- ხ-----------ს გარდაცვალების მოწმობის ასლი

–2--- წლის 2- დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის ასლი

–2----–-–----- მაისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

3.2.4 ე---------- მ-------–---–ს შედგენილი ჰქონდა ორი ანდერძი – ერთი 1----–--–------არტს, რომლითაც მთელი თავისი ქონება უანდერძა შვილს (მოსარჩელის მამიდას) მ---- მ-------–---–ს, ხოლო 1--3 წლის 1- ნოემბერს შედგენილი ანდერძის თანახმად, ე---------- მ-------–---–მა მთელი თავისი ქონება უანდერძა შვილიშვილებს ნ-----–- მ-------–---–სა და მ-----–- ხ-----------ს თანაბარ წილად, თითოეულს ქონების ½ ნაწილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საქ. ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან ამონაწერი

–1----–-–-------------- ანდერძი

–1--3 წლის 1- ნოემბრის ანდერძი

 

3.2.5 მოსარჩელე 2--- წლის 3--------------- სამკვიდრო მოწმობითა და საკომლო ჩანაწერების შესახებ საარქივო ცნობით, ვარაუდობდა სადავო ქონების რეგისტრაციის შესახებ, რის შესახებაც, ნ-----–- მ-------–---–მა 2--- წლის 2----------რს, საჯარო რეესტრში წარადგინა N8----------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლის განხილვა 2----–-–----- ივნისს შეჩერდა საჯარო რეესტრის N8----------- –08 გადაწყვეტილებით, რადგან მოპასუხეებს ჰქონდათ უკვე რეგისტრირებული სადავო ნაკვეთი. 2017 წლის 06 ივნისს კი, საჯარო რეესტრმა გამოსცა N8-----------–08 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–2----–-–--------ვისტოს სამკვიდრო მოწმობა

–2----–-–---------------–-- საარქივო ცნობა

–2--- წლის 27 დეკემბრის N 8----------- საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადება

–საჯარო რეესტრის 2----–-–-------------ს N 8----------- – 03 გადაწყვეტილება

–საჯარო რეესტრის 2----–-–----- ივნისის N8----------- –08 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე-1-3-ე მუხლების სფუძველზე მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი სასამართლოს წარუდგინონ მტკიცებულებები, რითაც ადასტურებენ მათ სარჩელსა, თუ შესაგებელში მითითებულ გარემოებებს.

 

3.2.7. მოსარჩელემ ნ-----–- მ-------–---–მა სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული სარჩელი აღძრა 201--–-–--------------რს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და ფაქტობრივ-სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 1-8–ე, 1-9–ე, 130–ე,142-–ე, 1424–ე, 1450–ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის დამადასტურებელი სხვა მასალებით, წერილობითი, თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.ამავე კოდექსის 1-5-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს, მოსარჩელის პოზიციას იმის შესახებ, რომ მამკვიდრებელ მ---- ხ-----------ს დანაშთ ქონებას დაეუფლა ფაქტობრივი ფლობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-–ე და 1424–ე მუხლებით დადგენილ 6 – თვიან ვადაში, ვინაიდან მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ, სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-8-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დასახელებული კოდექსის 1-9-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესებით, ცალკეულ შემთხვევებში, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღება შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო რომ ამისთვის არსებობს სათანადო საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან დადგენილია, რომ ნ-----–- მ-------–---–-სათვის მ------ ხ--–---სა და ჭ------ ხ-----------ს მიერ, ე---------- მ-------–---–-ს სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტი ცნობილი იყო 2----–-–----- ივნისს, ნ-----–- მ-------–---–-ს მიერ, სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი არის 2-----–-–-------ოემბერს, შესაბამისად, გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით დადგენილი სამკვიდროს მიღებაზე შედავების ორთვიანი ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 1-0 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების, ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით), აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას მ------ ხ--–---სა და ჭ------ ხ-----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ½ ნაწილს (მდებარე:ო---------------------–--------, დაზუსტებული ფართობი 951.00კვ.მ, შენობა – ნაგებობის საერთო ფართი: 183.45 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N8-.1-.2-.1--- თანამესაკუთრეები: მ------ ხ--–--- და ჭ------ ხ-----------).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 1991 , 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ-----–- მ-------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3.გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------------1-------------------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა მოეხსნას მ------ ხ--–---სა და ჭ------ ხ-----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ½ ნაწილს (მდებარე: ო---------------------–--------, დაზუსტებული ფართობი 951.00კვ.მ, შენობა – ნაგებობის საერთო ფართი: 183.45 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N8-.1-.2-.1--- თანამესაკუთრეები: მ------ ხ--–--- და ჭ------ ხ-----------).

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან –14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს -20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე : გურამ გოცირიძე