განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002355998
№1/68-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 აპრილი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის
ბრალდებულ - იო--- ნა–--–-–---–ის
ადვოკატ - თა---- ჭუ---–---–ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: იო--- ნა–--–-–---–ი
მამის სახელი: ზა--–-
დაბადებული: 0--------- წელს
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი ახ--–-------–-
ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი ახ--–-------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: იო--- ნა–--–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში, იო--- ნა–--–-–---–მა, მამას, ზა--– ნა–--–-–---–ს, სახისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
იო--- ნა–--–-–---–ი 2018 წლის 19 თებერვალს 06:00 საათზე დააკავეს და 2018 წლის 20 თებერვალს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში, იო--- ნა–--–-–---–მა, მამას, ზა--– ნა–--–-–---–ს, სახისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ ზა--– ნა–--–-–---–ის, არ---– ჩუ-----ის, თე----- ჩუ-----ის, ზუ---- ას-----–---–ის, თავად ბრალდებულ იო--- ნა–--–-–---–ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ იო--- ნა–--–-–---–მა მამას, ზა--– ნა–--–-–---–ს, სახისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ იო--- ნა–--–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ იო--- ნა–--–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
იო--- ნა–--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება. ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
იო--- ნა–--–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ იო--- ნა–--–-–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
იო--- ნა–--–-–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით.
აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით რუ-------- ნა–--–-–---–ის (პირადი N4----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში, საკადასტრო კოდი №5----------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 1367.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: ფართით N1-192 კვ. მ, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 21518(ოცდაერთი ათას ხუთას თვრამეტი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით დაედო ყადაღა.
იო--- ნა–--–-–---–ი პატიმრობიდან გათავისუფლდა 2018 წლის 20 თებერვალს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
იო--- ნა–--–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს. რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით რუ-------- ნა–--–-–---–ის (პირადი N4----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში, საკადასტრო კოდი №5----------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 1367.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: ფართით N1-192 კვ. მ, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 21518 (ოცდაერთი ათას ხუთას თვრამეტი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
მსჯავრდებულ იო--- ნა–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 19 თებერვლის 06:00 საათიდან 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი