განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
340100118002355977
დავის ტიპი
126 1
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340100118002355977

საქმე №1/70-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 აპრილი, 2018 წ. ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის, ბრალდებულ თე-–--- ქ-------ს, ადვოკატ მ--- უტ--–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: თე-–--- ქ-------

მამის სახელი: მ-------

დაბადებული: 1--- წლის 2-----------ს

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლა-------ის რაიონი სოფელი კა---–ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

კვალიფიკაცია: თე-–--- ქ------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ლა-------ის რაიონის სოფელ კა---–ში, თე-–--- ქ------მა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს მკერდის არეში ხელი დაარტყა შ----------------ოვს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

თე-–--- ქ------ს 2018 წლის 31 იანვარს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ლა-------ის რაიონის სოფელ კა---–ში, თე-–--- ქ------მა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს შ----------------ოვს მკერდის არეში ხელი დაარტყა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ცემა ან ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - ნი----ი მ-----------ის, ქა----- ნო----------ის ჩვენებებით, დაზარალებულ შ----------------ოვის გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულ თე-–--- ქ-------ს გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თე-–--- ქ------მა სცემა დაზარალებული შ----------------ოვი, რის შედეგადაც შ----------------ოვმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში, როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა.

 

ძალადობრივი ქმედება შეიძლება სხვა ფიზიკური პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმით გამოიხატოს, რაც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. მათ შორის შეგვიძლია განვიხილოთ თე-–--- ქ-------ს მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება - ხელის დარტყმა.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თე-–--- ქ------მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა შეფასება ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თე-–--- ქ------მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა თე-–--- ქ-------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს თე-–--- ქ-------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით ცნობილ იქნეს დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

თე-–--- ქ-------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

თე-–--- ქ-------ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას აქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თე-–--- ქ------თან მიმართებაში აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას სასჯელის სახით ჯარიმა დაენიშნოს.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

თე-–--- ქ------ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თე-–--- ქ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი