გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.04.2018
საქმის ნომერი
040210017002144491
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

040210017002144491

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

2 აპრილი, 2--- წელი ქ. ცაგერი

შესავალი ნაწილი

ც------- რაიონული სასამართლო

მოსამართლე როინ კახიძე

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

მოსარჩელე - ც------- მ----–----–-------- მ----- (გ--------) ს/კ 2---------

წარმომადგენელი - ი----- ბ--------–----,მოპასუხე - შპს ,,პ--------’ ს/კ 2---------

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სარჩელის მომზადების და განხილვის დროს ც------- მ----–----–-------- გ--------- შეეცვალა სახელი ც------- მ----–----–-------- მ-----დ.

 

1.სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. სარჩელში განმარტებულია, რომ 2--- წლის 25 ნ--------- შპს. ,,პ------------- დადებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება, ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტს წარმომადგენს ქ. ც-----–- ს----------–- კ-----–----- მშენებლობის სამუშაოების განხორციელება. რომლის ღირებულება შეადგენს 2 714 143 ლარს. ობიექტის ჩაბარების ვადაა 2016 წლის 25 დეკემბერი. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2--- წლის 25 აპრილი. შპს ,,პ--------’’ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, შესაბამისად დაირღვა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 11,4 პუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მოთხოვნები, შპს პ--------’’ ვერ ჩააბარა ობიექტი 2016 წლის 25 დეკემბერს და ხელშეკრულების მე-10-ე მუხლის 10,2 პუნქტის საფუძველზე ერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ხელშეკრულება შეწყდა 2--- წლის 12 ოქტომბერს, რა დროისთვის ჯარიმის ოდენობა შეადგენს 675 820 ლარს.

2--- წლის 15 მარტს გადაწყვეტილებით სასამართლომ, შპს ,,პ--------’’ სარჩელის საფუძველზე, მხარეებს დაავალა ცვლილების შეტანა ხელშეკრულების მე-10 მუხლში, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე, მაგრამ ცვლილებას შპს. ,,პ--------’’ ხელი არ მოაწერა, სასამართლო გადაწყვეტილება დარჩა აღსრულების გარეშე, შესაბამისად პირგასამტეხლო შპს. ,,პ--------“ უნდა დაეკისროს 0,1% ოდენობით (ხელშეკრულებიდან გამომდინარე).

 

1.2. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები;

სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლები

2. მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, საბოლოოდ საჯარო გამოქვეყნების გზით ჩაბარდა სარჩელი.

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 2--- წლის 25 ნ--------- მხარეებს შორის დადებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქ. ც-----–- ს----------–- კ-----–----- მშენებლობა. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება შეადგენს 2, 714 143 ლარს. ხელშეკრულების 10,2 პუნქტით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0,1%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2--- წლის 25 ნოემბერის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება,3.1.2 ც------- რაიონული სასამართლოს 2--- წლის 1 მ------ს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 2--- წლის 25 ნ--------- გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების 10,2 მუხლში პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 0,1%-სა განისაზღვრა 0,01%-ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ც------- რაიონული სასამართლოს 2--- წლის 1 მ------ გადაწყვეტილება

სარჩელი.

 

3.1.3.შეთანხმების პროექტის აქტს - N--- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შპს. ,,პ--------“ ხელი არ მოაწერა, რადგან თვლიდა, რომ შეცვლილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა გავცელებულიყო ხელშეკრულების მთელ პერიოდზე და არა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ პერიოდზე,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ხელშეკრულების პროექტი, 2--- წლის 1 ს----------- შპს. ,,პ--------“ პასუხი, მოსარჩელის ახსნა განმარტება,ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5.კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

-ც------- რაიონული სასამართლოს 2--- წლის 1 მ------ს გადაწყვეტილება.

 

6.სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანამხმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანამხმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ზემოთაღნიშნული ნორმათა განმარტების საფუძველზე ც------- რაიონული სასამართლოს 2--- წლის 1 მ------ს გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა 0,1% დან 0,01 პროცენტამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-106 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით თანახმად ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ფაქტებს თუ სხვა საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ მტკიცებას აღარ საჭიროებს.

 

2--- წლის 1 მ------ს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ,,პ--------’’ სარჩელი მოპასუხე ც------- მუნიცილალიტეტის გ--------- მიმართ, სასამართლომ ცვლილება შეიტანა 2--- წლის 25 ნ--------- გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების 10,2 მუხლში პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 0,1%-სა განისაზღვრა 0,01%-ი.

 

სარჩელით დგინდება რომ მხარეები არიან ერთი და იგივე და მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრებას შესახებ ეფუძნება 2--- წლის 25 ნ--------- გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებაში 10,2 მუხლში მუთითებულ პირგასამტეხლოს ოდენობას 0,1%, რაც უკვე სასამართლოს მიერ შეცვლილია და უდაოდ არის ცნობილი, შესაბამისად მოსარჩელის მხრიდან სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლებზე მითითება ამ შემთხვევაში უსაფუძვლოა.

მოსარჩელის მხრიდან მსჯელობას იმასთან დაკავშირებით რომ, 2--- წლის 1 მ------ს გადაწყვეტილებით 2--- წლის 25 ნ--------- გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებაში 10,2 მუხლში პირგასამტეხლოს ოდენობაში შესული ცვლილება არ განხორციელდა შპს. პ--------’’ ბრალით, რადგან მათი ხელი არ მოაწერეს შეცვლილ ხელშეკრულების პროექტს და ამის გამო მოითხოვს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს 0,1 % და არა სასამართლოს მიერ დადგენილ 0,01%. სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო; 2--- წლის 1 მ------ს გადაწყვეტილებით სასამართლომ შეიტანა ცვლილება ხელშეკრულებაში და შეცვალა პირგასამტეხლოს ოდენობა 0,1 %-დან 0.01%-მდე, სასამართლოს არ დაუვალდებია მხარეები შეედგინათ ახალი ხელშეკრულება აღნიშნულ საკითხზე. ასევე შპს. ,,პ--------“ უარი არ უთქვამთ ხელშეკრულების ცვლილებაზე, მას სურდა შეცვლილი პირგასამტეხლო 0,01% გავცელებულიყო ხელშეკრულების მთელ პერიოდზე და არა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ პერიოდზე, შესაბამისად სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა რომ შპს. ,,პ--------“ ვალდებულება არ გააჩნდა ხელშეკრულებაში აესახა ცვლილება ის არ იყო წინააღმდეგი ცვლილები აესახა ხელშეკრულებაში, (ის არ დაეთანხმა საჯარიმო სანქციების ოდენობას) შესაბამისად მოსარჩელის მსჯელობა საფუძველს მოკლებულია.

ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შპს. ,,პ--------’’ ც------- მ----–----–-------- მ------ დასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2--- წლის 1 მარტს ც------- რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი 0.01% პირგასამტეხლოს ოდენობა 67 582 ლარი.

7.საპროცესო ხარჯები:

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული გაღებული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილდა, შესაბამისად შპს. ,,პ--------’’ უნდა დაეკისროს, დაკისრებული თანხის 3% სახელმწიფო ბაჟი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. შპს. ,,პ--------“ ც------- მ----–----–-------- მ------ სასარგებლოდ დაეკისროს 67 582 ლარი;

3. შპს ,,პ--------’’ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 2027,46 (ორიათას ოცდაშვილი ლარის და 46 თეთრი) ლარის ოდენობით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ც------- რაიონული სასამართლოს მეშვეობით ქ. ცაგერი ასათიანის ქ. 14);

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ც------- რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე

როინ კახიძე