განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/12-2018
№ 038111217002
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 მარტი 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თეა გოგიძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ლ---- ჯუმბერის ძე თ--–-–---–-, დაბადებული 1984 წლის 18 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ხ-–----–---–------------ს ქ.N1-ში.
ადვოკატი - ქეთევან გაგოევი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე -2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
სასამართლომ დაადგინა:
1. ლ---- თ--–-–---–მა ჩაიდინა მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით ლ---- თ--–-–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2017 წლის 11 დეკემბერს დაახლოებით 09:00 საათზე ქ.ხაშურში, სოხუმის ქ.N8-ში ს------ო მ--------ძის საცხოვრებელ სახლში ლ---- თ--–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ყოფილი მეუღლის, ს------ო მ--------ძის მიმართ. მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს------ო მ--------ძეს. კერძოდ, ხელი დაარტყა სახისა და ტანის არეში, ასევე ხელი წაუჭირა ყელში, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი. მას შემდეგ რაც დაზარალებული მისგან თავის დაღწევას შეეცდა და გაიქცა მეზობლად მცხოვრებ დედის სახლში მას თან გაჰყვა ლ---- თ--–-–---–- და კვლავ სახისა და ტანის არეში ხელის დარტყმით მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. .
ე.ი. ლ---- თ--–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა ლ---- თ--–-–---–-ს მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ს------ო მ--------ძის ჩვენებას, მოწმე რუიზან მეტივიშვილის ჩვენებას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ლ---- თ--–-–---–-ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ლ---- თ--–-–---–მა ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ლ---- თ--–-–---–ს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ლ---- თ--–-–---–მა ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ---- თ--–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტური სიტუაცია ისევ არსებობს რაც თავისთავად არ გამორიცხავს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ ზრდის მცირეწლოვან შვილს.
5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ---- თ--–-–---–ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს საპატიმრო სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- თ--–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
2. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ლ---- თ--–-–---–ს დაეწყოს დაკავების დღიდან, 2017 წლის 11 დეკემბრიდან.
3. გაუქმდეს ლ---- თ--–-–---–-ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი