გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2172981-2/671-17წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
მოსარჩელე - სტ-----ე თუ----–---–ი
წარმომადგენელი - ავ-------ლ თე-–--–---–ი
მოპასუხე - ლა-–- მე-–----ე, გ--- მე-–----ე, ლ---–ა მე-–----ე, მ---- მე-–----ე, ნ---- მე-–----ე
წარმომადგენელი - ნუ----რ სა-------–---–ი
დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და უკანონო მშენებლობის მოშლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხეებს ლა-–-, გ---, ლ---–ა, მ---- და ნ---- მე-–----ეებს აეკრაძალოთ, ქ. ა---––---–ი დე--------------ე თა-----------–-- ქუჩა N---–ი მდებარე ბინის მოსარჩელის საკუთრებაში მყოფ, შიდა საკადასტრო ნახაზის მიხედვით პირველ სართულზე მდებარე N3 და N4 ოთახების სახურავით სარგებლობა და დაევალოთ ამ ოთახების თავზე თვითნებურად მოწყობილი კარის ჩაკეტვა; დაევალოთ მოპასუხეებს აიღონ მოსარჩელის ოთახების თავზე დაყრილი ნაგავი და სამეურნეო ნარჩენები; საკუთარი სახსრებით მოშალონ ამ ოთახებზე მოწყობილი ფარდული და აღადგინონ პირვანდელი–დაბალი სახურავი, მოიყვანონ თავდაპირველ მდგომარეობაში; გახსნან სარდაფში ჩასასვლელი კარი და ხელი არ შეუშალონ მოსარჩელეს კვლავ ისარგებლოს საერთო სარდაფით. ასევე მოსარჩელის ტერიტორიიდან გაიტანონ ვენახის ტალავერი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე სტ-----ე თუ----–---–მა 2016 წლის 7-------- მოქალაქე ლა-–- მე-–----ისგან საკუთრების უფლებით შეიძინა საკუთარი ბინის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ა---––---–ი დე--------------ე თა-----------–-- ქუჩა 1--–ი. შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მთელი ბინიდან მოსარჩელის საკუთრებაში გადავიდა პირველი სართულის 1 ოთახი 13,2 კვ/მ; 2 ოთახი-18.7 კვ/მ; 3 ოთახი 6.2 კვ/მ; 4 ოთახი 3.9 კვ/მ; 5 ოთახი 13.4 კვ/მ; 6 ოთახი 8·8 კვ/მ; 7 ოთხი 5.6 კვ/მ. სულ მთლიანი ფართით 69·8 კვ/მ–ია, საიდანაც 54.1 კვ/მ საცხოვრებელი ნაწილია. ამ შენობის ქვეშ განთავსებული მიწა ლა-–- მე-–----ისა და მოსარჩელის საზიარო საკუთრებაა; გარდა აღნიშნულისა, ლა-–- მე-–----ისაგან ბინის უკან საკუთრებაში შესყიდული აქვს 36.3 კვ.მ. ეზო არასაცხოვრებელი მიწა.
ნასყიდობის შემდეგ ლა-–- მე-–----ემ თავის საკუთრებაში დაიტოვა პირველი სართულის ერთი ოთხის ნაწილი - განყოფილება 8 -5.7 კვ/მ კიბის უჯრედის სახით, რომლითაც მეორე სართულზე ადის. ლა-–- მე-–----ე საკუთრების უფლებით ფლობს მოსარჩელის ეზოს გადაღმა სხვა მიწის ნაკვეთს, როდესაც ბინის და შენობის ნასყიდობა ფორმდებოდა, მას შესთავაზა, რომ ეზოს გაგრძელებაზე მომდევნო მისი მიწის ნაკვეთთან მას მისასვლელი აღარ რჩებოდა, ამიტომ მოსარჩელისთვის მოეყიდა, ან მიწა ისე გაენაწილებინა, რომ თავის ეზოში შესასვლელი საკუთრებაში ჰქონოდა, მაგრამ ამაზე მან კატეგორიული უარი განაცხადა და უთხრა, რომ ამ მიწის გასხვისება სხვა მომიჯნავე მეზობლისათვის იყო დაპირებული, ამიტომ ამ მიწის გამო მას რაიმე პრობლემა არ ექმნებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოიტყუა; როცა ბინის ღირებულება მთლიანად მიიღო, თავისი უკანონო განზრახვაც გამოამჟღავნა და მოსარჩელეს თხოვს, რომ მის საცხოვრებელი ფართს თავზე მშენებლობა გააგრძელებინოს მის ნაკვეთამდე. ლა-–- მე-–----ემ და მისმა მეუღლემ მოსარჩელის მიერ მიცემული თანხით დაიწყეს ბინის რემონტი და გადაკეთება; თანხმობის გარეშე შეცვალეს ფასადის აივანი; დასვეს ბოძები, რომელიც იქამდე არ იყო, მოსარჩელის ოთახის თავზე უკრძალავენ წყლის ავზის დადგმას; არ აძლევენ უფლებას, ოთახის თავზე არსებული წყლის ძველი ავზის შეცვლის, გარემონტების. თვითონ კი მოსარჩელის შენობაზე უნებართვოდ მოიწყეს ეზო; თვითნებურად დაუნგრიეს სახურავი და გაიკეთეს ე.წ. „სარაია“, სადაც უამრავ ნაგავს, ნარჩენებსა და ზედმეტ ნივთებს ყრიან. მოსარჩელეს არ აძლევენ შესაძლებლობას მისი ოთახები თავის სახურავით გამოიყენოს სურვილის შესაბამისად, თვითონ კი მის შენობაზე უნებართვოთ ააშენეს ახალი სათავსო, რისთვისაც დაანგრიეს მოსარჩელის სამზარეულოს და სველი წერტილების ჭერი; ზედ მოიწყეს სავალი ბაქანი და უნებართვოდ დადიან, რის გამოც სამზარეულო გამოუსადეგარი გახდა. რამდენიმეჯერ ჩამორეცხეს კიდევაც, რადგან შლანგით წყალი გადააქვთ ეზოში მოსარჩელის ჭერის ზემოთ. არ იძლევიან უფლებას გაზიფიკაციის მილების გასატარებლად; წყლის მილსადენის და ელექტროხაზის გატარებაზე. სახლის ჭერზე ყრიან სამშენებლო მასალებს. ყველაფერს აკეთებენ, რომ სახლი ჩალის ფასად მასვე დაუთმოს და წავიდეს;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ლა-–- მე-–----ემ, გ--- მე-–----ემ, ლ---–ა მე-–----ემ, მ---- მე-–----ემ და ნ---- მე-–----ემ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეს ნამდვილად აქვს გარკვეული ტერიტორია საკუთრებაში, თუმცა მას სარგებლობაში ხელს არავინ უშლის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 ქ. ა---––---–ი, დ----------- თა-----------–-- ქუჩა N---–ი მდებარე უძრავი ქონება ს.კ. N6-----------, წარმოადგენს მოპასუხე ლა-–- მე-–----ის და მოსარჩელე სტ-----ე თუ----–---–ის თანასაკუთრებას, რომლიდანაც სტ-----ე თუ----–---–ის საკუთრებაში ირიცხება ბინა N1, ობიექტი N1 1-ლი სართულიდან ოთახი N1 საერთო ფართით 13.2 კვ.მ. N2 18.7 კვ.მ. N3 6.2 კვ.მ. N4 3.9 კვ.მ. N5 13.4 კვ.მ. N6 8.8 კვ.მ. N7 5.6 კვ.მ. საერთო ფართით 69.8 კვ.მ., ხოლო ლა-–- მე-–----ის საკუთრებად ირიცხება ობიექტი N1 1-ლი სართულიდან ოთახი N8, მე-2 სართული, ობიექტი N2 (შენობა) ობიექტი N3 (საპირფარეშო). სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. სფ. 17-18); 3.1.2 ქ. ა---––---–ი, დ----------- თა-----------–-- ქუჩა N---–ი მდებარე 36.3 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელე სტ-----ე თუ----–---–ის თანასაკუთრებას. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მოსარჩელე სტ-----ე თუ----–---–ის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი); - მოპასუხე ლა-–- მე-–----ის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი); 3.1.3 ქ. ა---––---–ი, დ----------- თა-----------–-- ქუჩა N---–ი მდებარე სადავო ქონების ეზოში მდებარე საპირფარეშო წარმოადგენს მოპასუხე ლა-–- მე-–----ის საკუთრებას სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. სფ. 17-18); - მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი); 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ქ. ა---––---–ი, დ----------- თა-----------–-- ქუჩა N---–ი მდებარე სადავო ქონების სარდაფში ჩასასვლელი კიბე მდებარეობს მოპასუხე ლა-–- მე-–----ის საკუთრებაში არსებული ოთახის ქვეშ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ადგილზე დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტომასალით (იხ. სფ. 124-132); 3.2.2. მოსარჩელე სტ-----ე თუ----–---–ის განმარტებით მოპასუხეებმა თვითნებურად დაანგრიეს სახურავი, აამაღლეს იგი, ვინაიდან თავდაპირველად სახურავი არ იყო იმ სიმაღლეზე, როგორიც დღეის მდგომარეობით არსებობს, გაიკეთეს ე.წ. „სარაია“, სადაც ნაგავს, ნარჩენებსა და ზედმეტ ნივთებს ყრიან. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაპირველი მდგომარეობით უძრავი ქონების შეძენისას საცხოვრებელი სახლის სახურავი იყო დაბალი, რომელიც შემდგომ მოპასუხეების მხრიდან ამაღლდა და მოეწყო ფარდული, ვინაიდან საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ სახურავის თავდაპირველი მდგომარეობა იყო დაბალი, ხოლო შემდგომ მოხდა მისი ამაღლება. ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის იმ მოთხოვნას, რომ მოპასუხე მხარემ გახსნას სარდაფში ჩასასვლელი კარი და ხელი არ შეეშალოს კვლავ ისარგებლოს საერთო სარდაფით, ვინაიდან როგორც ადგილზე დათვალიერების ოქმით დასტურდება სარდაფში ჩასასვლელი კარი მდებარეობს მოპასუხე ლა-–- მე-–----ის საკუთრებაში არსებული ოთახის ქვეშ. მოსარჩელე მხარის მიერ კი არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ისინი აღნიშნული სარდაფით თავისუფლად სარგებლობდნენ და მოპასუხე მხარის მიერ უკანონოდ აღეკვეთათ სარგებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ფაქტის არსებობის თაობაზე მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე, რომელიც არ არის გაჯერებული სათანადო მტკიცებულებებით. სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება 6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამვე კოდექსის მეორე ნაწილის თანახმად, კი უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა სახეზეა შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. სასამართლომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. ა---––---–ი, დ----------- თა-----------–-- ქუჩა N---–ი მდებარე უძრავი ქონება ს.კ. N6-----------, წარმოადგენს ლა-–- მე-–----ის და სტ-----ე თუ----–---–ის თანასაკუთრებას, რომლიდანაც სტ-----ე თუ----–---–ის საკუთრებაში ირიცხება ბინა N1, ობიექტი N1 1-ლი სართულიდან ოთახი N1 საერთო ფართით 13.2 კვ.მ. N2 18.7 კვ.მ. N3 6.2 კვ.მ. N4 3.9 კვ.მ. N5 13.4 კვ.მ. N6 8.8 კვ.მ. N7 5.6 კვ.მ. საერთო ფართით 69.8 კვ.მ., ხოლო ლა-–- მე-–----ის საკუთრებად ირიცხება ობიექტი N1 1-ლი სართულიდან ოთახი N8, მე-2 სართული, ობიექტი N2 (შენოა) ობიექტი N3 (საპირფარეშო). ასევე ქ. ა---––---–ი, დ----------- თა-----------–-- ქუჩა N---–ი მდებარე 36.3 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სტ-----ე თუ----–---–ის საკუთრებას. ასევე ქ. ა---––---–ი, დ----------- თა-----------–-- ქუჩა #---ში მდებარე სადავო ქონების ეზოში მდებარე საპირფარეშო წარმოადგენს მოპასუხე ლა-–- მე-–----ის საკუთრებას. მოპასუხე ლა-–- მე-–----ე საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთზე მოსახვედრად სარგებლობს შიდა საკადასტრო ნახაზის მიხედვით სტ-----ე თუ----–---–ის საკუთრებაში არსებულ სახლის პირველ სართულის N3 და N4 ოთახების თავზე მოწყობილი სხვენით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ N3 და N4 ოთახების თავზე არსებული სახურავის თავდაპირველი მდგომარეობა იყო დაბალი, ხოლო მისი ამაღლება მოხდა მოპასუხე მხარის მიერ. ასევე არ დასტურდება ის ფაქტი, რომ აღნიშნული ოთახების თავზე მოპასუხეებმა მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების შეძენის შემდეგ მოაწყეს ფარდული. მხარეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სანამ მოხდებოდა მათ მიერ აღნიშნული ბინის შეძენა, პირვანდელ მდგომარეობას წარმოადგენდა ის, რომ N3 და N4 ოთახების თავზე არსებობდა დაბალი ფარდული და მისი მოწყობა მოგვიანებით მოხდა. უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ. ა---––---–ი, დ----------- თა-----------–-- ქუჩა #---ში მდებარე 36.3 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სტ-----ე თუ----–---–ის საკუთრებას, ასევე უდავო გარემოებაა ის, რომ ეზოში არსებული საპირფარეშო წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას. ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ მოპასუხე მხარემ სტ-----ე თუ----–---–თან შეთანხმებით სახლზე ჩრდილოეთის მხრიდან მიდგმული კიბის დემონტაჟი მოახდინა, რომლის დემონტაჟის კვალი აშკარად ეტყობა, ამასთან არსებული ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ, კიბე გადმოიტანა სამხრეთის მხარეს, რომლითაც მოპასუხე დღემდე სარგებლობს, და სხვა ალტერნატიული გზა თანასაკუთრებაში არსებულ ეზოში მოსახვედრად არ არსებობს. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულს და მეორე სართულს სახლში შესასვლელი კარები აქვს ცალ-ცალკე, გვერდი-გვერდ. მოსარჩელე სტ-----ე თუ----–---–ის საკუთრებაში არსებულ სახლში კორიდორის გავლით გასასვლელი არის საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთის მხრიდან მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომლის ნაწილიც მოსარჩელე სტ-----ე თუ----–---–ის და მოპასუხე ლა-–- მე-–----ის განმარტებით წარმოადგენს სტ-----ე თუ----–---–ის საკუთრებას, ნაწილი - ლა-–- მე-–----ის საკუთრებას. სტ-----ე თუ----–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს მხარეთა საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ, ხოლო ლა-–- მე-–----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს სტ-----ე თუ----–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მისგან გამოყოფილია შემაღლებული ბეტონის მესერით, რომელსაც სამხრეთიდან ჩრდილოეთით გასდევს ლითონის მილებისაგან დამზადებული ხეივანი, მასზე მიმაგრებული ვაზი მიმართული არის ლა-–- მე-–----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს და მოსარჩელე სტ-----ე თუ----–---–ს ხელს არ უშლის. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნები სახურავის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, ვინაიდან არ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხე მხარის მიერ მოხდა სახურავის ამაღლება, ხოლო მოსარჩელე მხარემ კი სათანადო მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო დადასტურება მისი მოთხოვნის. რაც შეეხება სარდაფში ჩასასვლელი კარის გახსნას და მისით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, სასამართლო განმარტავს, რომ ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა და დადგინდა, რომ მოპასუხე ლა-–- მე-–----ის სახლის შესასვლელში მდებარე ოთახში არის მეორე სართულზე ასასვლელი კიბეები, მის ჩრდილოეთის მხრიდან მდებარეობს სათავსოს - სარდაფში ჩასასვლელი, რომელიც ვიზუალურად მოწყობილია მოპასუხე ლა-–- მე-–----ის საკუთრებაში არსებულ ოთახის ქვეშ. შესაბამისად მოსარჩელე მხარეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელი ბინის შეძენის შემდეგ მოახდინა მოპასუხემ სარდაფში ჩასასვლელი კარით სარგებლობის ხელშეშლა, და რომ აღნიშნული ჩასასვლელი კარის მდებარეობა მისთვის არ იყო ცნობილი საცხოვრებელი სახლის შეძენის დროს. 6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედ, მოპასუხეცაა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს შესაგებელში აღნიშნული გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთს წარმოდგენა სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამასთან, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მხარეს ვერ დაეკისრება მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯები. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სტ-----ე თუ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62).
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი