გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2018
საქმის ნომერი
041210018002323081
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
26.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 041210018002323081

2/30-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.03.2018 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი თამარ აბულაძე

მოსარჩელე: ლი------------ე,მოპასუხე: ალ--------------–-ძე,წარმომადგენელი: ნი-------------–-ძე,დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე ალ--------------–-ძისათვის არასრულწლოვანი შვილების, ნი-------------–---ს (დაბადებული 20---–-–--------------რს), ქეთ--------------–---ს (დაბადებული 20---–-–---------------რს) და ლი-------------–--ის (დაბადებული 20---–-–---------------ს) სასარგებლოდ ალიმენტის თანხის, თითოეულ ბავშვზე 100 ლარის, ჯამში 300 (სამასი) ლარის დაკისრება მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელე ლი------------ეს და მოპასუხე ალ--------------–-ძეს არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ სამი შვილი 2010 წლის 2 დეკემბერს დაბადებული ნი-------------–-ძე, 20---–-–---------------რს დაბადებული ქე----------------–-ძე და 201--–-–----------------ს დაბადებული ლი-------------–--ე. ლი------------ე 2017 წლის დეკემბრიდან სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს თავისი მშობლების ოჯახში, თერჯოლის რაიონის სოფელ გო-------ში. ალ--------------–-ძე არ იღებს მონაწილეობას ბავშვების აღზრდაში. ლი------------ე არის უმუშევარი, არ აქვს შემოსავალი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არის უმუშევარი, არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, თანახმაა გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 50 ლარი, სულ 150 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოსარჩელე ლი------------ეს და და მოპასუხე ალ--------------–-ძეს არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ სამი შვილი 2010 წლის 2 დეკემბერს დაბადებული ნი-------------–-ძე, 20---–-–---------------რს დაბადებული ქე----------------–-ძე და 201--–-–----------------ს დაბადებული ლი-------------–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დაბადების მოწმობა - N58--------8, სააქტო ჩანაწერი №68--------7, გაცემული სსგს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 16 მაისს ნი-------------–---ს ;

-დაბადების მოწმობა - 58--------1, სააქტო ჩანაწერი №68--------8, გაცემული სსგს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 24 აგვისტოს ქეთ--------------–---ს სახელზე.

-დაბადების მოწმობა - 58--------2, სააქტო ჩანაწერი №58--------3, გაცემული სსგს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 24 აგვისტოს ლი-------------–--ის სახელზე.

 

3.1.2. მოსარჩელე ლი------------ე და მოპასუხე ალ--------------–-ძე აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ნი-------------–-ძე, ქე----------------–-ძე და ლი-------------–--ე ცხოვრობენ დედასთან, ლი------------ესთან, ერთად, ლი------------ის მშობლების ოჯახში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სას. სხდ. ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება - (სას. სხდ. ოქმი).

 

3.1.3. მოსარჩელე ლი------------ე არ არის დასაქმებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება - (სას. სხდ. ოქმი).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე მუშაობს კერძო სამუშაოზე (საცხობში) და აქვს შემოსავალი. შეუძლია, რომ გადაიხადოს ალიმენტი თვეში თითოეულ ბავშვზე 100-100 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება - (სას. სხდ. ოქმი);

 

3.2.2. მოპასუხის განმარტებით მას სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია და შეუძლია მხოლოდ თვეში 150 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება - (სას. სხდ. ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. არასრულწლოვანი ნი------------ნ და ლი-------------–--ის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეულ ბავშვზე 100(ასი) ლარით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 1202-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები.

- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან);

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

.

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

6.2. აღნიშნულ პრინციპებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. 1197-ე მუხლი, რომლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

ხოლო ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის ეს დებულებები თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. დადგენილია და სადაო არ არის, რომ ლი------------ეს და ალ--------------–-ძეს ერთად ცხოვრების პერიოდში, შეეძინათ 3 შვილი: 2010 წლის 2 დეკემბერს დაბადებული ნი-------------–-ძე, 20---–-–---------------რს დაბადებული ქე----------------–-ძე და 201--–-–----------------ს დაბადებული ლი-------------–--ე. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე ოჯახად. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ლი------------ესთან ერთად. მოსარჩელე ლი------------ესა და ალ--------------–-ძეს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა შვილების არასრულწლოვანი ნი------------ნ და ლი-------------–--ეების მიმართ და ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

6.3. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენის მოვალეობა აკისრია ორივე მშობელს, მათ თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა შვილის აღზრდა-განვითარებაში, მათ ასევე თანაბრად აკისრიათ შვილის რჩენის მოვალეობა, რაც უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით, წინააღმდეგ შემთხევაში სარჩო ბავშვის სასარგებლოდ მშობლებს ეკისრებათ სასამართლო წესით, ალიმენტის სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლებები მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილებზე. ამასთან სასამართლოს მიერ დანიშნული ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, ანუ - საარსებო მინიმუმს.

 

6.4. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

აღნიშნულ ნორმათა ანალიზის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობელს, რომელთანაც შვილი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობით თანხის გადახდა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდის და განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯის მინიმუმს. ამავდროულად, სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს საარსებო მინიმუმის შესახებ.

 

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2018 წლის მონაცემებით ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საშუალოდ 176,90 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხის ნახევარი არის ის მინიმუმი რაც უნდა გაიღოს თუნდაც უმუშევარმა მშობელმა შვილის რჩენისათვის.

 

6.5. სასამართლო ითვალისწინებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ნი------------ნ და ლიზ------------–-----ი ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან, ლი------------ესთან, რომელიც არის უმუშევარი, ასევე მოპასუხეც არის უმუშევარი, მისი მატერიალური შემოსვლის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის უმუშევრობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ უარი თქვას არასრულწლოვანის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე და არ დაავალდებულოს მშობელი, გადაიხადოს ალიმენტი შესაბამისი ოდენობით. მართალია მოპასუხეს არ გააჩნია ოფიციალური სამსახური, მაგრამ გარემოებები იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ იგი შესაძლებელია დასაქმებული იყოს სხვა საქმიანობით, ან ჰქონდეს შემოსავლის სხვა წყარო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში და ამასთან, მშობლების რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ალიმენტის გადახდევინება უნდა დაიწყოს მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 26 თებერვლიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე ლი------------ე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე ალ--------------–-ძეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ანუ 54 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ლი------------ის სარჩელი მოპასუხე ალ--------------–-ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ალ--------------–-ძეს (პ/ნ 49--------3) დაეკისროს მოსარჩელე ლი------------ის (პ/ნ 60---------8) სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილების: 2010 წლის 2 დეკემბერს დაბადებული ნი-------------–---ს (პ/ნ 60--------7), 20---–-–---------------რს დაბადებული ქეთ--------------–---ს(პ/ნ6---------2) და 201--–-–----------------ს დაბადებული ლი-------------–--ის (პ/ნ 49--------5) რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად სულ 300 ლარის, თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, მათი სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

3. ალიმენტის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 26 თებერვლიდან.

 

4. მოპასუხე ალ--------------–-ძეს (პ/ნ 49--------3) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელენე ოსაძე