განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002389021
№1/90-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ
გვანცა სოლოღაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ფა–- იუ------ვის
ადვოკატ - ომ---- ხა----–--ლის
თარჯიმან -ელ--- აბ------ვის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ფა–- იუ------ვ
მამის სახელი: იუ-----
დაბადებული: 10.02.1--- წელს
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი უ---------–-
ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი უ---------–-.
კვალიფიკაცია: ფა–- იუ------ვს ბრალი ედება მასში რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 118-ე მუხლის პირველი ნაწილი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 17 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უ---------–-ში, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავის გამო, ფა–- იუ------ვს კამათი მოუხდა ძმასთან ის-------- იუ------ვთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს თავის არეში ქვის მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.
ფა–- იუ-----ვი დაკავებული იქნა 2017 წლის 26 დეკემბერს 20:26 საათზე და 2017 წლის 28 დეკემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 1 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. ფა–- იუ------ვს 2018 წლის 3 აპრილს წარედგინა დაზუსტებული ბრალი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 1 118-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2018 წლის 13 აპრილის გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინებით, ფა–- იუ------ვს აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული -პატიმრობა, შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით-გირაო 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 17 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უ---------–-ში, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავის გამო, ფა–- იუ------ვს კამათი მოუხდა ძმასთან ის-------- იუ------ვთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს თავის არეში ქვის მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების ავ--------– და---–იას, გა----- ალ--------ვას, ქა---– თა----ვის, მუ------- იუ-----ოვის, ნა---- სო----ვის, ფა---– იუ------ვის დაკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული მაისური, ის-------- იუ------ვის სამედიცინო ისტორია და ისტორიის ამოღების ოქმითა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ფა–- იუ------ვმა თავის არეში ქვის მრავალჯერადი დარტყმით ის-------- იუ------ვს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ნიშნავს სხეულის დაზიანებას, რომელიც არ არის სახიფათო სიცოცხლისთვის. ამასთან, ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.
გარდა ამისა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება დაკავშირებული უნდა იყოს ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ბრალდებულ ფა–- იუ------ვმა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა თავისი ძმის მიმართ, რომელიც იყო მისი ოჯახის წევრი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფა–- იუ------ვმა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ფა–- იუ------ვს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს ჩადენილ ქმედებას და ინანიებს.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
.
ფა–- იუ------ვის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულ ფა–- იუ------ვის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილს აღიარებს და ნანობს, თვითონ გამოცხადდა პოლიციაში და აღიარა ძმის ცემის ფაქტი, მზად არის შეურიგდეს ძმას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფა–- იუ------ვის მიმართ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი და მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლები.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. ფა–- იუ------ვს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო-5000 (ხუთი ათასი) ლარი, რომელიც არ იქნა უზრუნველყოფილი.
2. საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
1)ის-------- იუ------ვის სისხლის ნიმუში, ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში.
2) ფა–- იუ------ვის მაისური, ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ფა–- იუ------ვი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთს 1(ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1( ერთი) წელი.
2. ფა–- იუ------ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს.
3.ფა–- იუ------ვს სასჯელია მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2017 წლის 26 დეკემბრის 20:26 საათიდან 2018 წლის 13 აპრილის ჩათვლით.
4.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
5.ნივთიერი მტკიცებულება -
1) ის-------- იუ------ვის სისხლის ნიმუში, რომელიც ინახებს შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
2) ფა–- იუ------ვის მაისური, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
7.ხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე