გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160316618002380680
№ 3/50-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2018 წელი ქ . ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი ლედი ყულიაშვილი
მოსარჩელე - რუ--–-------------ი
წარმომადგენელი - ოთ---------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული სამმართველო
წარმომადგენელი - ვა--------------ე
დაინტერესებული მხარე - სო--------------–---–ი
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 31 მარტს გაცემული N007--- შემაკავებელი ორდერი.
2018 წლის 31 მარტს შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ვა--------------ემ, მოქალაქე რუ--–-------------ის მიმართ შეადგინა შემაკავებელი ორდერი N007---, რომლის თანახმადაც რუ--–-------------ს აეკრძალა მოქალაქე სო--------------–---–თან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც იგი იმყოფება. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა შემაკავებელი ორდერის შედგენის საფუძველბში მიუთითა რუ--–-------------ზე, როგორც მოძალადეზე და აღნიშნა, რომ მან განახორციელა სო--------------–---–ის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობა და იძულება. აღნიშნული შემკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 20 დღე.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული შემაკავებელი ორდერი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რაც არღვევს კონსტიტუციის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნებს და რუ--–-------------ს უკანონოდ შეეზღუდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. შემაკავებელი ორდერი გამოცემულ იქნა მტკიცებულებების გარეშე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მართალია იგი და სო--------------–---–ი არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა დღეის მდგომარებით ცხოვრობენ ცალ-ცალკი და ერთმანეთტან არანაირი შემხებლობა არ გააჩნიათ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 2018 წლის 31 მარტს გაცემული N007--- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარის წარმოდგენილი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას, განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის შედგენის დროს სო--------------–---–ის განმარტებოთ, ადგილი ჰქონდა რუ--–-------------ი მხრიდან მის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობა და იძულებას, შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი შედგენილია კნონის მოთხოვნათა სრული დაცვით ა არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
2.2. საინტერესებული მხარის პოზიცია
დაინტერესებულმა მხარემ სო--------------–---–მა განმარტა, რომ მის მიმართ ქორწინების მომენტიდან როგორც რუ--–-------------ი, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მხრიდან ხორციელდებოდა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობა და იძულება, აღნიშნული გრძელდებოდა მისი ორსულობის პერიოდშიც. მოცემულ მომენტში ის და მოსარჩელე ერთად აღარ ცხოვობენ და სო--------------–---–ი მარტო ზრდის შვილს. სო--------------–---–ის განცხადების საფუძველზე შსს მარნეულის რაიონულ სამმართველოში რუ--–-------------ის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. აგრეთვე, იგი მუშაობს ქ. მ--------––ი ერთ ერთ აფთიაქში, სადაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შენიშნა აფთიაქის მიმდებარე ტერიოტორაზე მყოფი რუ--–-------------ი, რამაც შიში გამოიწვია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 31 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული სამმართველოს მიერ შედგენილ იქნა N007--- შემაკავებელი ორდერი , რომლის მიხედვით რუ--–-------------ი ფიზიკური, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ ძალადობაა და იძულებას ახორციელებს სო--------------–---–ის მიმართ.
რუ--–-------------ის მიმართ დამტკიცებულ იქნა შემაკავებელი ორდერი N007---. შემდეგი პირობებით: მოძალადეს რუ--–-------------ს აეკრძალა მსხვერპლთან სო--------------–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებში მიახლოება სადაც სავარაუდო მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 20 (ოცი) დღის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 31 მარტს გაცემული N007--- შემაკავებელი ორდერი;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს რუ--–-------------ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. . . ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული სამმართველოს მიერ 2018 წლის 31 მარტს გაცემული N007--- შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით რუ--–-------------ი ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ ძალადობას და იძულებას ახორციელებს სო--------------–---–ის მიმართ.
რუ--–-------------ის მიმართ დამტკიცებულ იქნა შემაკავებელი ორდერი N007--- შემდეგი პირობებით: მოძალადეს რუ--–-------------ს აეკრძალა მსხვერპლთან სო--------------–---–თან, მის სამსახურთან და იმ ადგილებში მიახლოება სადაც სავარაუდო მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერი მოქმედების ვადა განისაზღვრა 20 (ოცი) დღის ვადით.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული სო--------------–---–ის ახსნა-განმარტების თანახმად, რუ--–-------------ი თანაცხოვრების მანძილზე ახორციელებდა სხვადასხვა სახის ძალადობას მის მიმართ, ძალადობა და იძულება გრძელდება მოცემულ მომენტშიც. სო--------------–---–ის განცხადების საფუძველზე შსს მარნეულის რაიონულ სამმართველოში რუ--–-------------ის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც დაადასტურა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელმა ვა--------------ემაც. მოსარჩელე მხარეს სო--------------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტების საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს რუ--–-------------ის მიერ სო--------------–---–ის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობის და იძულების ფაქტს, რაც იძლეოდა კანონით დადგენილი წესით შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს.
სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენლი შემაკავებელი ორდერის გაუქმების უტყუარი მტკიცებულებები;
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს რუ--–-------------ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რუ--–-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული სამმართველოს მიერ 2018 წლის 31 მარტს გაცემული N007--- შემაკავებელი ორდერი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N113) მეშვეობით.
მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე