განაჩენი

სისხლის სამართლის 17.04.2018
საქმის ნომერი
200100117002161321
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 2 ბ
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100117002161321

№ 1/299-17

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

17 აპრილი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ქ----------–----ე

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ლ---–------------–---–ი

ბრალდებული: შ------ გ-------–---–ი

მამის სახელი: შ-------

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი ჯ------–ო

მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ჯ------–ო

დაკავების თარიღი: 27.08.2017 წელი

კვალიფიკაცია: 1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2015 წლის ნოემბრის თვეში, ახმეტის რაიონის სოფელ ჯ------–ოში, შ------ გ-------–---–მა მასთან ერთად მცხოვრები თავისი ძმისშვილის ხ----- თ-------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილას და მიაყენა ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურის არეში. ძალადობის შედეგად, ხ----- თ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. 2017 წლის 23 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ჯ------–ოში, შ------ გ-------–---–მა მასთან ერთად მცხოვრები თავისი ძმისშვილის ხ----- თ-------–---–ის მიმართ, ხ----- თ-------–---–ის ძმის, 13 წლის მ------- გ-------–---–ის თანდასწრებით, განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ცემა იგი სახისა და თავის არეში. ძალადობის შედეგად, ხ----- თ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. შ------ გ-------–---–ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული, 2015 წლის ნოემბრის თვეში ხ----- თ-------–---–ის ცემისა და დაჭრის ფაქტი.

4. შ------ გ-------–---–მა 2017 წლის 23 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ყოყოლოში, მასთან ერთად მცხოვრები ძმისშვილის ხ----- თ-------–---–ის მიმართ, ხ----- თ-------–---–ის ძმის, 13 წლის მ------- გ-------–---–ის თანდასწრებით განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ცემა იგი სახისა და თავის არეში. ძალადობის შედეგად, ხ----- თ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

5. ბრალდებულმა შ------ გ-------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ხ----- და მ-------ი არიან მისი ძმისშვილები. მისი ძმა ალკოჰოლიკი იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ დარჩნენ მისი ძმის მეორე მეუღლე და სამი შვილი. იგი თავის ნამუშევარს ოჯახს ახმარდა. სახლიც მისი საკუთრებაა, მაგრამ ძმას დაუთმო. სახლი ოთხი ოთახისგან შედგება. თვითონ ერთი ოთახი ქონდა. ხ----- დედინაცვალთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. თვითონ წელიწადში ერთხელ მიდიოდა სახლში. ხ----- თავის დედმამიშვილებს ვერ ეგუებოდა. ხ-----ს ასევე ურთიერთობა ქონდა თავის დედასთან და მეორე ბიძასთან და ჩვეულებრივ მიდიოდა მათთან. რუსთავში ბიძასთანაც მიდიოდა.

6. 2015 წელს მას დანა არ დაურტყია ხ----- თუქროშვილისთვის, ხოლო რაც შეეხება 2017 წლის ეპიზოდს, მან მართლა ჰკრა ხელი ხ-----ს და ხ----- წაიქცა, რასაც არასრულწლოვანი მ-------ი ესწრებოდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ წინა დღეს მ-------იმ სახლში მისვლა დააგვიანა და ამის თაობაზე ესაუბრებოდა მას. ჰკითხა, მ-------ის სად იყო, რომელ საათზე მივიდა სახლში. მ-------იმ მოატყუა, რომ 10 საათზე მივიდა. თუმცა მან იცოდა, რომ 10 საათზე მ-------ი არ იყო სახლში მისული. მან მ-------ის კითხა, თუ რატომ იტყუებოდა. ამ დროს გავიდა ხ----- და უთხრა მას, რომ თვითონაც მოიტყუა. მან თავიდან ხ-----ს დაბალი ტონით უთხრა, რომ შესულიყო ოთახში, მაგრამ არ შედიოდა, მაღალი ტონით ეუბნებოდა ხ-----, რომ მოატყუა იგი. შემდეგ თვითონაც აუწია ხმას და ხელი ჰკრა ხ-----ს, რა დროსაც ხ----- წაიქცა. ეს ყველაფერი მ-------იმაც დაინახხა, რადგან ყველაფერი წამებში მოხდა.

7. მისივე განმარტებით, რაც მისი ძმა გარდაიცვალა, ოჯახის უფროსი თვითონაა. მიაჩნია, რომ, თუ რაიმე დაზიანება აქვს ხ-----ს თვითონ მიიყენებდა. ხ-----ს არავისთვის არ უთქვამს, რომ სახლიდან უნდოდა წასვლა. ხ----- როდესაც დედამისთან მიდიოდა, ყოველთვის ეუბნებოდა მას.

8. მოწმის, დაზარალებულ ხ----- თ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 აგვისტოს, თავის დაბადების დღეზე, შ------ გ-------–---–ს კონფლიქტი ქონდა მის 13 წლის ძმასთან მ------- გ-------–---–თან. თვითონ ჩაერია და ამიტომ ცემა შ------ გ-------–---–მა, სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რაც ეტკინა. ცემით თვალის არეში მიიღო დაზიანება, დაულურჯდა.

9. მანვე განმარტა, რომ 2015 წლის ნოემბერში, ახმეტის რაიონის სოფელ ჯ------–ოში, შ------ გ-------–---–ის საცხოვრებელ სახლში, როდესაც მას უპირებდნენ გათხოვებას, ხოლო თვითონ კი გათხოვების წინააღმდეგი იყო, შ------ გ-------–---–მა ცემა და ცემის დროს დანა ჩაარტყა ფეხში. მან ტკივილი იგრძნო. მას ამის თაობაზე არავისთვის არ უთქვამს. დანის დარტყმის ფაქტი მისი ოჯახის წევრებმა მისგან გაიგეს, ჭრილობა თვითონ დაიმუშავა, მას მარჯვენა ფეხზე დღემდე აქვს ნაიარევი.

10. მისივე განმარტებით, 2017 წლის 23 აგვისტოს ფაქტიც, ახმეტის რაიონის სოფელ ჯ------–ოში მოხდა. ცემის მერე ბევრი იფიქრა და შემდეგ დარეკა 112-ში. პოლიციამ დაკითხა, შემდეგ დედამისთან მიიყვანეს თელავში და დედამისისგან, თავშესაფარში წაიყვანეს. მას ტელეფონი არ ქონდა, არავინ აძლევდა და ვერ ახერხებდა მომხდარი პოლიციისთვის შეეტყობინებინა. საბოლოოდ, შ------ გ-------–---–ი როდესაც სახლიდან გასული იყო მაშინ დარეკა 112-ში.

11. მან 2015 წლის ნომებრის ფაქტზე ვერ განაცხადა, ვინაიდან, ტელეფონის არ ქონდა, შ------ გ-------–---–ი უკრძალავდა ინტერნეტის მოხმარებას, ავალდებულებდა გრძელი კაბის ჩაცმას და თავსაბურავის ხმარებას. ეუბნებოდა, რადგან მის სახლში ცხოვრობდა, მის წესებს უნდა დამორჩილებოდა. მას ეგონა, რომც განეცხადებინა, პოლიცია არ დაუჯერებდა.

12. შ------ გ-------–---–ს მასთან შერიგება არ უცდია, არც ბოდიში მოუხდია.

13. ადვოკატის შეკითხვებზე განმარტა, რომ 2012 წლამდე დედასთან იზრდებოდა, ხოლო 2012 წლიდან ცხოვრობდა მამასთან სოფელ ჯ------–ოში. იგი გათხოვდა, შემდეგ მამას სთხოვა წაეყვანა, რადგან მზად არ იყო ოჯახის შესაქმნელად და მამამ წაიყვანა თავის სახლში. რ---------------–---–ი მისი ბიძაა, დედის ძმაა. მასთან კონფლიქტი არ ქონია. სოფელ ჯ------–ოში ცხოვრობდა მამასთან, დედინაცვალთან და ბიძასთან შ------ გ-------–---–თან ერთად. მამამისი იყო ლოთი. იგი თავს სოციალური დახმარებით ირჩენდა. ასევე მუშაობდა მისი დედინაცვალი და იმით ირჩენდნენ თავს. მამასთან რაც გადავიდა საცხოვრებლად, იმის მერე დედას იშვიათად ნახულობდა. დედას მასთან მისვლას უშლიდნენ, არ აძლევდნენ დედასთან წასვლის უფლებას. იგი ზაფხულში ერთი თვით იყო დედასთან. რუსთავში იყო ბიძასთან, ბიძის ცოლის მოსავლელად, ვინაიდან, ინსულტი ქონდა მას. შ------ს არ უნდოდა მისი გაშვება, მაგრამ ბიძამ უთხრა, რომ მასთან მიდიოდა და გაეშვა. მას ასევე ყავს შ------ის გარდა მეორე ბიძაც, რომელთანაც ასევე ქონდა ურთიერთობა.

14. მან განმარტა, რომ როდესაც შ------ გ-------–---–მა ჭრილობა მიაყენა დანით, ამის თაობაზე მამასაც უთხრა, მაგრამ მამა ცუდად იყო. ეს იყო ნოემბერში, საღამოს. მან ჭრილობა ნაჭრებით შეიხვია. ამ დროს 18 წლის იყო.

15. მოწმის გ--–-----------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ა------------------–--------------–----------ის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. იგი შ------ გ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში ჩაერთო არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე და მან გამოკითხა არასრულწლოვანი მოწმეები, მათ გამოკითხვას ესწრებოდა კანონიერი წარმომადგენელი, დედა. ისინი დაიკითხნენ მშვიდ გარემოში, არანაირ გართულებას ადგილი არ ქონია.

16. მოწმის ნ--------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს--–---–-----------------------------------------------------–------------–--ის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. მას დაევალა არასრულწლოვნების ე---, მ----- და მ------- გ-------–---–ების ცხოვრებისა და აღზრდის პირობების შესწავლა, ოჯახში მათ მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და ამის გავლენა მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ამ მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეაფასა ბავშვები და ოჯახი, განახორციელა ვიზიტები მათ საცხოვრებელ სახლში, სოფელ ჯ------–ოში, სკოლაში, ესაუბრა ბავშვებს, მასწავლებლებს, ოჯახის წევრებს, თანასოფლელებს და დაადგინა, რომ უფროს გოგონას ცხრა კლასი აქვს დამთავრებული და ამის მერე არ დადიოდა სკოლაში, თვითონ აღარ ისურვა სწავლის გაგრძელება. მან ასევე ჩართო სფიქოლოგი. ორი ბავშვი, მ----- და მ-------ი სკოლაში დადიან, ბავშვების მიმართ ბიძის მხრიდან ძალადობის ფაქტები არ გამოკვეთილა, არც ფიზიკური და არც ფსიქიკური. მ----- და ე--- არ შესწრებია, ბიძის მიერ ხ----- თ-------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს. ეს ნახა მ-------მა, რომელმაც განაცხადა, რომ სხვა დროს, არადროს მსგავს ფაქტს არ შესწრებია. მ-------მა მასთანაც და ფსიქოლოგთანაც აღნიშნა, რომ ბიძამ როდესაც ხ-----ს ჰკრა ხელი, ხ----- წაიქცა, მაგრამ არ ახსოვს რა ადგილზე დაეცა, რადგან შეეშინდა და ოთახიდან გავიდა.

17. მანვე განმარტა, რომ ამ ეტაპზე ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ სტრესულ მდგომარეობას. მათ მამის ძალადობის ფაქტზე აქვთ დარჩენილი ემოციური გამოცდილება, ხოლო ბიძის მხრიდან მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე რაიმე გავლევა არ აქვთ.

18. მისივე განმარტებით, ბავშვები აღნიშნავენ, რომ მათ ძალიან უყვართ ბიძა შ------ გ-------–---–ი, რომელიც ცდილობს მათ დახმარებას, განსაკუთრებით მათი მამის გარდაცვალების შემდეგ. ბიძა ზრუნავს მათზე და მათ კეთილდღეობაზე, საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.

19. ადვოკატის შეკითხვებზე განმარტა, რომ ბავშვების თქმით მათ ძალიან უყვარდათ უფროსი და ხ-----.

20. მოწმის მ-----------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ხ----- თ-------–---–ის ფსიქოლოგია და მან დაევალა ხ----- თ-------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური დასკვნის შედგენა. ხ----- თ-------–---–ი მასთან დადიოდა სეანსებზე. ხ----- თ-------–---–ი იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. იგი სრულად ეთანხმება თავის მიერ გაცემულ დასკვნას.

21. მოწმის მ------- გ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ახმეტის რაიონში სოფელ ჯ------–ოში, დედასთან და დებთან ე--- და მ-----სთან ერთად. ადრე ცხოვრობდა დედ-მამასთან და ბიძასთან შ------თან ერთად. მისი და ხ-----ც ადრე მასთან ცხოვრობდა.

22. ერთხელ, ბიძამ შ------მა ჰკითხა, მას თუ რატომ დაიგვიანა წინა ღამით. მან უთხრა, რომ სახლში 10 საათზე მივიდა. ამ საუბრის დროს მისი და ხ----- შევიდა ოთახში. შ------მა უთხრა, რომ გასულიყო ოთახიდან, ხ-----მ არ დაუჯერა და ბიძამისმა ხ-----ს ხელი ჰკრა. ამ დროს თვითონ გარეთ გავიდა სათამაშოდ. შემდეგ ხ----- და ბიძის ამბავი რომ დაწყნარდა, მაშინ შევიდა სახლში. ის როდესაც ეზოში იყო, ოთახიდან ესმოდა ხმა. სხვა დროს მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

23. მისივე განმარტებით, იგი ბიძასთან შ------თან ერთად, ტყეში შეშას აგროვებდა და სახლის საქმეებსაც აკეთებდა. მათ ოჯახში ბიძა შ------ი ეხმარებოდა. შ------ი ცხვარში დადიოდა და ფინანსურად ეხმარებოდა მათ.

24. მოწმის ა-–---------------–ის ჩვენებითა და 2017 წლის 29 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს ს------–------------------------------------------------------–-----------------ის განყოფილებაში ექსპერტის თანამდებობაზე. მან ხ----- თ-------–---–ის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით დოკუმენტების და პირადი გასინჯვის შედეგად ჩაატარა ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ხ----- თ-------–---–მა 23.08.2017 წელს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით „უ------------თი“ ახმეტის სამედიცინო ცენტრს მიმართა 27.08.2017 წელს დიაგნოზით: დაჟეჟილობა მარჯვენა ლოყის არეში. 29.08.2017 წელს პირადი გასინჯვით ხ----- თ-------–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანება: ნაწიბური მარჯვენა ბარძაყის არეში. სისხლნაჟღენთი მარჯვენა ქვედა ქუთუთოს არეში. ნაწიბური განვითარებულია ჭრილობის შეხორცების შედეგად. კატეგორიულად მტკიცება თუ როგორი ხასიათისა იყო ჭრილობა, ნაწიბურის მიხედვით შეუძლებელია. თუ მხედველობაში მივიღებთ ნაწიბურის მოყვანილობას, იგი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და უნდა მიეკუთვნებოდეს დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ნაწიბური ხანდაზმულობით ძველია - 1,5 წელზე მეტი ხნისაა. სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმნდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს – 23. 08. 2017(იხ. ექსპერტიზის დასკვნა - ს.ფ.72-74).

25. ბრალდებულის დაკავების ოქმი და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

26. სასამართლომ, განიხილა რა შ------ გ-------–---–ის ბრალდების საქმე, მიაჩნია, რომ 2015 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდში, ხ----- თ-------–---–ის ცემისა და დაჭრის ფაქტზე, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ------ გ-------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

27. შ------ გ-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ ხ----- თ-------–---–ის ჩვენების სახით.

28. სასამართლოს მიაჩნია, რომ შ------ გ-------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

29. შ------ გ-------–---–ის გამამტყუნებელი ერთადერთი მტკიცებულებაში დაზარალებული ხ----- თ-------–---–ი მიუთითებს, რომ 2015 წლის ნოემბრის თვეში, ბიძამ შ------ გ-------–---–მა სცემა და დანით დაჭრა იგი, თუმცა ამის შესახებ მას არავისთვის არ უთქვამს, ასევე არ განუცხადებია პოლიციაში, ვინაიდან, ვერ ახერხებდა დარეკვას, არ ქონდა ტელეფონი და ბიძამისი კი უკრძალავდა ტელეფონით სარგებლობას. დაზარალებული ხ----- თ-------–---–ი ამავდროულად ადასტურებს, იმ გარემოებას, რომ მას ქონდა თავისუფალი გადაადგილების საშუალება, სახელდობრ, თავისუფლად მიდიოდა დედამისთან და ასევე ხანგრძლივი დროით სტუმრად იმყოფებოდა ქ.რუსთავში მცხოვრებ ბიძასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე კი დგინდება, რომ მას საშუალება ქონდა მომხდარი ცემისა და დაჭრის ფაქტის თაობაზე განეცხადებინა პოლიციის ორგანოებში, თუნდაც ქ.რუსთავში ყოფნის დროს, რაც მას არ გაუკეთებია. ამდენად იმის მტკიცება, რომ მას ძალადობის თაობაზე არ ქონდა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა, უსაფუძვლოა.

30. სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, ა-–---------------–ის ჩვენებითა და 2017 წლის 29 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მან გამოიკვლია ხ----- თ-------–---–ის ჯანმრთელობა და ფეხზე არსებულ ჭრილობასთან დაკავშირებით გასცა სავარაუდო დასკვნა, სახელდობრ, ხ----- თ-------–---–ს მარჯვენა ბარძაყის არეში აღენიშნება ნაწიბური. ნაწიბური განვითარებულია ჭრილობის შეხორცების შედეგად. კატეგორიულად მტკიცება, თუ როგორი ხასიათისა იყო ჭრილობა, ნაწიბურის მიხედვით, შეუძლებელია. თუ მხედველობაში მივიღებთ ნაწიბურის მოყვანილობას, იგი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და უნდა მიეკუთვნებოდეს დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ნაწიბური ხანდაზმულობით ძველია - 1,5 წელზე მეტი ხნისაა.

31. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. იმავე შინაარსის მატარებელია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ შ------ გ-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, ანუ 2015 წლის ნოემბრის თვეში ხ----- თ-------–---–ის ცემა და დაჭრა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით.

32. მხოლოდ ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენაში მარტო დაზარალებლი ამხელს შ------ გ-------–---–ს, ვერ იქნება მიღებული უტყუარ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებების ერთობლიობად. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დანაშაულის - ოჯახში ძალადობის შემადგენლობის ყველა ნიშნის დასადგენად და, შესაბამისად, შ------ გ-------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

33. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ აკისრებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს.

34. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

35. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ შ------ გ-------–---–მა 2017 წლის 23 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ჯ------–ოში, მასთან ერთად მცხოვრებ ძმისშვილის ხ----- თ-------–---–ის მიმართ, 13 წლის მ------- გ-------–---–ის თანდასწრებით, განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ცემა იგი სახისა და თავის არეში. ძალადობის შედეგად, ხ----- თ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

36. აღნიშნული დადასტურდა შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებული ხ----- თ-------–---–ი ადასტურებს, რომ 2017 წლის 23 აგვისტოს, თავის დაბადების დღეზე, შ------ გ-------–---–ს კონფლიქტი ქონდა მის 13 წლის ძმასთან მ------- გ-------–---–თან. თვითონ ჩაერია და ამიტომ ცემა შ------ გ-------–---–მა, სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რაც ეტკინა. ცემით, თვის არეში მიიღო დაზიანება, დაულურჯდა.

37. მოწმე არასრულწლოვანი მ------- გ-------–---–ი ადასტურებს, რომ მისსა და ბიძამის შორის საუბარში ჩაერია და ხ-----. შ------მა ხ-----ს უთხრა, რომ გასულიყო ოთახიდან, ხ-----მ არ დაუჯერა და ბიძამისმა ხ-----ს ხელი ჰკრა. ამ დროს თვითონ გარეთ გავიდა. შემდეგ ხ----- და ბიძის ამბავი რომ დაწყნარდა, მაშინ შევიდა სახლში. ის როდესაც ეზოში იყო, ოთახიდან ესმოდა ხმა. სხვა დროს მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

38. მოწმის ა-–---------------–ის ჩვენებითა და 2017 წლის 29 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, ხ----- თ-------–---–მა 23.08.2017 წელს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით „უ------------თი“ ახმეტის სამედიცინო ცენტრს მიმართა 27.08.2017 წელს დიაგნოზით: დაჟეჟილობა მარჯვენა ლოყის არეში. 29.08.2017 წელს პირადი გასინჯვით ხ----- თ-------–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანება: ნაწიბური მარჯვენა ბარძაყის არეში. სისხლნაჟღენთი მარჯვენა ქვედა ქუთუთოს არეში. სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმნდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს – 23. 08. 2017(იხ. ექსპერტიზის დასკვნა - ს.ფ.72-74)

39. გარდა აღნიშნულისა, თვითონ შ------ გ-------–---–იც ადასტურებს ხ----- თ-------–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, კერძოდ, იგი განმარტავს, რომ მასსა და მ------- გ-------–---–ს შორის საუბარში ჩაერია ხ----- თ-------–---–ი, რა დროსაც მან ხელი ჰკრა ხ-----ს.

40. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ------ გ-------–---–მა არასრულწლოვანის თანდასწრებით, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

41. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

42. შ------ გ-------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება წარსული ნასამართლობაა.

43. შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს სასამართლოში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

44. სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას იხელმძღვანელებს სოციალური მუშაკის შეფასებით.

45. ს--–---–-----------------------------------------------------–------------–--ის სოციალური მუშაკი, მოწმე ნ--------------–-–---–ი მიუთითებს, რომ მან სფიქოლოგის მონაწილეობით შეისწავლა, შ------ გ-------–---–თან მცხოვრები არასრულწლოვანების ე---, მ----- და მ------- გ-------–---–ების ცხოვრებისა და აღზრდის პირობები და ოჯახში მათ მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის გავლენა მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. შესწავლით დაადგინა, რომ ბიძის შ------ გ-------–---–ის მხრიდან არც ფიზიკური და არც ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ გამოკვეთილა. ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ სტრესულ მდგომარეობას. მათ მამის ძალადობის ფაქტზე აქვთ დარჩენილი ემოციური გამოცდილება, ხოლო ბიძის მხრიდან მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე რაიმე გავლევა არ აქვთ.

46. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს მოწმის მ------- გ-------–---–ის ჩვენებას, რომ იგი ბიძასთან შ------თან ერთად, ტყეში შეშას აგროვებდა და სახლის საქმეებსაც აკეთებდა. მათ ოჯახში ბიძა შ------ი ეხმარებოდა. შ------ი ცხვარში დადიოდა და ფინანსურად ეხმარებოდა მათ.

47. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ შ------ გ-------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა.

48. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საზოგადოებრივი სასარგებლო შრომის გამოყენებისას, ბრალდებულს პატიმრობაში ყოფნის დრო უნდა ჩაეთვალოს მოხდილ სასჯელში, კერძოდ, პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე უნდა ჩაეთვალოს საზოგადოებრივი სასარგებლო შრომის ხუთ საათში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

49. ბრალდებული შ------ გ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

50. შ------ გ-------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათი.

51. შ------ გ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

52. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, შ------ გ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 27 აგვისტოდან 2018 წლის 17 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.

53. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

54. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური