განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002367958
№1/77-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის
ბრალდებულ - ალ---------- პა---–-–---–ის
ადვოკატ - ირ-- ქა-------–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ალ---------- პა---–-–---–ი
მამის სახელი: გი--
დაბადებული: 1----–-–------------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი გურჯაანი
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი გურჯაანი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ალ---------- პა---–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალ---------- პა---–-–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში გი------ მგ--–----–-–---–ის კუთვნილ ბა----- გო-----ის მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, სექსუალური ორიენტაციის გამო, შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბა----- გო-----ეს, კერძოდ, ეუბნებოდა რომ მისი სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე არ ჰქონდა იმ უბანში ცხოვრების უფლება, წასულიყო იქიდან, რის შემდეგაც მარცხენა მხარში დაარტყა მუშტი. აღნიშნულის შედეგად ბა----- გო-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ალ---------- პა---–-–---–ს 2018 წლის 23 თებერვალს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალ---------- პა---–-–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში გი------ მგ--–----–-–---–ის კუთვნილ ბა----- გო-----ის მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, სექსუალური ორიენტაციის გამო, შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბა----- გო-----ეს, კერძოდ, ეუბნებოდა რომ მისი სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე არ ჰქონდა იმ უბანში ცხოვრების უფლება, წასულიყო იქიდან, რის შემდეგაც მარცხენა მხარში დაარტყა მუშტი. აღნიშნულის შედეგად ბა----- გო-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
სხვაგვარი ძალადობა, რამაც
დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ბა----- გო-----ის, მოწმეების - სი-–---------- ჩა--–--–---–ის, გუ---- თვ--–-----–-–---–ის, გი------ ჩი------–---–ის, კა-- ოდ-–--–--ის, გუ----ი და------–---–ის, ივ--- მი------–---–ის, გი------ ბაცანაძის, გი------ მგ--–----–-–---–ის, რე---- ქა-----–---–ის, თავად ბრალდებულ ალ---------- პა---–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ალ---------- პა---–-–---–მა სექსუალური ორიენტაციის გამო, შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბა----- გო-----ეს. მარცხენა მხარში დაარტყა მუშტი. აღნიშნულის შედეგად ბა----- გო-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ალ---------- პა---–-–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ალ---------- პა---–-–---–მა სქესობრივი ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ალ---------- პა---–-–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ალ---------- პა---–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ალ---------- პა---–-–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება.
ალ---------- პა---–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა სქესობრივი ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის გამო.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
ალ---------- პა---–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
ალ---------- პა---–-–---–ის მიერ, ძალადობრივი დანაშაული ჩადენილია სქესობრივი ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ალ---------- პა---–-–---–ის მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ალ---------- პა---–-–---–მა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული, აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, იგი არ ყოფილა წარსულში ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის. ამდენად, არსებობს ყველა ის საფუძველი, რაც აუცილებელია მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის გამოყენებისათვის.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ალ---------- პა---–-–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 1000 (ათასი) ლარი.
ბრალდებულის მიერ გირაო უზრუნველყოფილია ფულადი თანხით. ვინაიდან, ბრალდებულს არ დაურღვევია აღკვეთის ღონისძიების პირობები, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ალ---------- პა---–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მსჯავრდებულმა.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი