განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100117002146571
N1/271-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 აპრილი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის
ბრალდებულ - თა---- ცე--–---ის
ადვოკატ - ირ--- იჩ------ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: თა---- ცე--–---ე
მამის სახელი: უშ----
დაბადებული: 1----–-–----------
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: ქ. ყვარელი, ჭა------ის ქუჩა
ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი წი–------------ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: თა---- ცე--–---ეს ბრალი ედება მასში, რომ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის აგვისტოს თვიდან ყვარლის რაიონის სოფელ წი–------------ში მცხოვრები თა----ი ცე--–---ე სისტემატიურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლის - მა-- დე-------–---–ის მიმართ, ხოლო 2017 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა მასთან და არასრულწლოვანი შვილების - და---- და უშ---- ცე--–---ეების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც თავისა და წელის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ასევე მკლავებზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც მა-- დე-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
თა----ი ცე--–---ე 2017 წლის 20 სექტემბერს 00:35 საათზე დააკავეს და 2017 წლის 21 სექტემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თა---- ცე--–---ეს საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა მეუღლესთან - მა-- დე-------–---–თან და არასრულწლოვანი შვილების - და---- და უშ---- ცე--–---ეების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც თავისა და წელის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ასევე მკლავებზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც მა-- დე-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (დაზარალებული) მა-- დე-------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2005 წლიდან თა---- ცე--–---ე მისი მეუღლეა. ჰყავთ 5 არასრულწლოვანი შვილი. მათ შორის თანაცხოვრების ბოლო პერიოდში ხშირად იყო კონფლიქტი. კონფლიქტის მიზეზი ძირითადად თა---- ცე--–---ის დედის - მა----- ცე--–---ის და მა-- დე-------–---–ის დაძაბული ურთიერთობა და საყოფაცხოვრებო საკითხები იყო. 2017 წლის 10 სექტემბერსაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოუხდათ კონფლიქტი, რა დროსაც თა---- ცე--–---ემ მა-- დე-------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სკამი ესროლა ფეხში. 2017 წლის 16 სექტემბერს თა---- ცე--–---ემ კვლავ მიაყენა მა-- დე-------–---–ს შეურაცხყოფა - მყრალი სუნი აგდისო და ლუდის ბოთლი დაამტვრია. 2017 წლის 17 სექტემბერს, მა-- დე-------–---–ს და მა----- ცე--–---ეს სიტყვიერი კონფლიქტი მოუხდათ. ამ ფაქტს შეესწრო თა---- ცე--–---ე. მან მა-- დე-------–---–ს შეაგინა, თავში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ძლიერად მოუჭირა მკლავზე ხელი და შეაჯანჯღარა. მა-- დე-------–---–ი ეზოში გაიქცა. თა---- ცე--–---ე გაჰყვა და კვლავ სცემა. აღნიშნული ქმედებების შედეგად მა-- დე-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ნადია გურწიშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ ცე--–---ეების ოჯახის მეზობელია. არა აქვთ ხშირი კონტაქტი და ამიტომ არ იცის მათი დამოკიდებულება ერთმანეთთან. 2017 წლის 17 სექტემბერს თავისი სახლის წინ იმყოფებოდა, როდესაც დაინახა, რომ ქუჩაში ყვირილით გამოიქცა მა-- დე-------–---–ი, მას უკან თა---- ცე--–---ე მოსდევდა. თა----იმ დაიჭირა და ზურგში მუშტები დაუშინა. მა-- ყვიროდა და შველას ითხოვდა.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (ექსპერტი) თა---- ზე----–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით და მის მიერ შედგენილი ექსპერტის N0-------- დასკვნით დადასტურდა, რომ პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად, მა-- დე-------–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხენა მხრის და მარცხენა მუხლის სახსრის არეში. ნაჭდევი მარჯვენა იდაყვის სახსრის არეში. დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 2017 წლის 17 სექტემბერს.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ილ-- წა------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულ თა---- ცე--–---ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2005 წლიდან მა-- დე-------–---–ი მისი მეუღლეა. ჰყავთ 5 არასრულწლოვანი შვილი. კონფლიქტი ხშირად მოსდიოდათ საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით. 2017 წლის 17 სექტემბერს შეესწრო როგორ ეჩხუბებოდა მა-- დე-------–---–ი მა----- ცე--–---ეს. თა---- ცე--–---ე და მა-- დე-------–---–ი შეკამათდნენ. თა---- ცე--–---ემ რამდენჯერმე გაარტყა გაშლილი ხელი თავში. მკლავებში მოკიდა ხელი და შეაჯანჯღარა.
სასამართლო ვერ გაითვალისწინებს პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ მა----- ცე--–---ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების შინაარსს, რადგან მა----- ცე--–---ე საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას გარდაიცვალა. იგი არის ბრალდებულის ახლო ნათესავი - დედა, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაარკვიოს მა----- ცე--–---ის პოზიცია - მისცემდა თუ არა იგი შვილის წინააღმდეგ ჩვენებას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე.
1261 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, იმისათვის რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა შექმნას, აუცილებელ-- სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდეს სისტემატური ხასიათი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 17 სექტემბერს თა---- ცე--–---ე და მა-- დე-------–---–ი შეკამათდნენ, რასაც თა---- ცე--–---ის მხრიდან მა-- დე-------–---–ის ცემა მოჰყვა.
რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, სასამართლოს მიაჩნია, რომ თა----ი ცე--–---ის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის სისტემატურობა ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ ქმნის საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის, რომ თა----ი ცე--–---ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მა-- დე-------–---–ს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით და სხვა მასალებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თა---- ცე--–---ემ მეუღლის - მა-- დე-------–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (დაზარალებული) მა-- დე-------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2005 წლიდან თა---- ცე--–---ე მისი მეუღლეა. ჰყავთ 5 არასრულწლოვანი შვილი. წლის 17 სექტემბერს, თა---- ცე--–---ემ მა-- დე-------–---–ს შეაგინა, თავში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ძლიერად მოუჭირა მკლავზე ხელი და შეაჯანჯღარა. მა-- დე-------–---–ი ეზოში გაიქცა. თა---- ცე--–---ე გაჰყვა და კვლავ სცემა. ამ ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - და---- და უშ---- ცე--–---ეები.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ნადია გურწიშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 სექტემბერს თავისი სახლის წინ იმყოფებოდა, როდესაც დაინახა, რომ ქუჩაში ყვირილით გამოიქცა მა-- დე-------–---–ი, მას უკან თა---- ცე--–---ე მოსდევდა. თა----იმ დაიჭირა და ზურგში მუშტები დაუშინა. მა-- ყვიროდა და შველას ითხოვდა. ამ დროს მათი არასრულწლოვანი შვილებიც გარეთ იყვნენ, ტიროდნენ და მამას სთხოვდნენ შეეწყვიტა დედის ცემა.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულ თა---- ცე--–---ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 სექტემბერს თა---- ცე--–---ემ რამდენჯერმე გაარტყა გაშლილი ხელი თავში მეუღლეს - მა-- დე-------–---–ს. მკლავებში მოკიდა ხელი და შეაჯანჯღარა. ჩხუბს მათი არასრულწლოვანი შვილებიც შეესწრნენ და მამას სთხოვდნენ დედას ცემა შეეწყვიტა.
სასამართლო ვერ გაითვალისწინებს პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ მა----- ცე--–---ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების შინაარსს, რადგან მა----- ცე--–---ე საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას გარდაიცვალა. იგი არის ბრალდებულის ახლო ნათესავი - დედა, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაარკვიოს მა----- ცე--–---ის პოზიცია - მისცემდა თუ არა იგი შვილის წინააღმდეგ ჩვენებას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ თა---- ცე--–---ეს და მა-- დე-------–---–ს ჰყავს ხუთი არასრულწლოვანი შვილი: 10 წლის და---- ცე--–---ე, 8 წლის უშ---- ცე--–---ე, 6 წლის მარიამ ცე--–---ე, 4 წლის თამარ ცე--–---ე და 1 წლის ეთერ ცე--–---ე. და---- და უშ---- ცე--–---ეები შეესწრნენ თა---- ცე--–---ის მიერ მა-- დე-------–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თა---- ცე--–---ემ არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება
1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თა---- ცე--–---ემ არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა თა---- ცე--–---ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთ შეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს თა---- ცე--–---ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე და მის მიმართ უნდა დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
თა---- ცე--–---ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
თა---- ცე--–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
თა---- ცე--–---ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თა---- ცე--–---ე წარსულში ნასამართლევია განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და იგი იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში.
სასამართლო ითვალისწინებს თა---- ცე--–---ის ოჯახურ პირობებს. მასსა და მის მეუღლეს შორის კონფლიქტი გამოიწვია მძიმე ოჯახურმა პირობებმა. ჰყავთ 5 არასრულწლოვანი შვილი. თა---- ცე--–---ის ხანგრძივი ვადით საპატიმროში ყოფნა კიდევ უფრო გაართულებს მის ოჯახურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მის არასრულწლოვან 5 შვილზე. სასამართლო ითვალისწინებს ამ გარემოებას და აღნიშნავს, რომ უპირატეს საჯარო ინტერეს წარმოადგენს ოჯახის არასრულწლოვანი შვილების ინტერესების დაცვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თა---- ცე--–---ის მიმართებით სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასჯელის გამოყენების მიზნების და ეფექტურობის თვალსაზრისით სასამართლო მიიჩნევს, რომ თა---- ცე--–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს მკაცრი, ასევე დანიშნული საჯელი უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის და არ უნდა იყოს მსუბუქი.
თა---- ცე--–---ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან თა---- ცე--–---ის მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, მის მიმართ მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
თა---- ცე--–---ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თა---- ცე--–---ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით თა---- ცე--–---ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი. საბოლოოდ, თა---- ცე--–---ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და მსჯავრდებულ თა---- ცე--–---ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 სექტემბრის 00:35 საათიდან.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, მსჯავრდებულის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
ბრალდების მხარეს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი