განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2018
საქმის ნომერი
340100118002347616
დავის ტიპი
126
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002347616

საქმე №1/63-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 აპრილი 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერძემ

ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - რა---– ბა--------ის

ადვოკატ - ირ--- იჩ-----ძის

თარჯიმან - ხუ---------- ალ--ვის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №030090218003)

 

ბრალდებული: რა---– ბა--------

მამის სახელი: ჯა---–---

დაბადებული: 06.01.1----–--–-

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი კ----–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი კ----–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

კვალიფიკაცია: რა---– ბა--------ს ბრალი ედება მასში რომ ოჯახში ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინაწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ,მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

რა---– ბა--------ი და ნა--–- ვე-–---ა 1999 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. რა---– ბა--------ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი რა---– ბა--------ი, სრულიად უმიზეზოდ, თავისი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის - 29.11.2---–. დაბადებული შვილის ო----- ბა--------ის და მეუღლის ნა--–- ვე-–---ას მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეჩხუბებოდა უმიზეზოდ და მიმართადა უცენზურო სიტყვებით, რაც იწვევდა დაზარალებულების ფსიქიკურ ტანჯვას და ისინი იძულებული ხდებოდნენ, რომ წასულიყვნენ სახლიდან და თავი შეეფარებინათ ნათესავებისთვის. 2018 წლის 09 თებერვალს, დაახლოებით 19 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---–ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რა---– ბა--------მა, არასრულწლოვანი შვილის, 13 წლის ო----- ბა--------ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ნა--–- ვე-–---ას და ასევე მათ გასაშველებლად მისულ ო----- ბა--------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელებმა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

რა---– ბა--------ი 2018 წლის 09 თებერვალს 22:20 საათზე დააკავეს და 2018 წლის 11 თებერვალს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით, რა---– ბა--------ს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა გირაო - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ბრალდებული გირაოს სრულ გადახდამდე დარჩა პატიმრობაში. 2018 წლის 12 თებერვალს გირაოს თანხის უზრუნველყოფის შედეგად, რა---– ბა--------ი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რა---– ბა--------ი და ნა--–- ვე-–---ა 1999 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. რა---– ბა--------ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი რა---– ბა--------ი, სრულიად უმიზეზოდ, თავისი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის - 29.11.2---–. დაბადებული შვილის ო----- ბა--------ის და მეუღლის ნა--–- ვე-–---ას მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეჩხუბებოდა უმიზეზოდ და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც იწვევდა დაზარალებულების ფსიქიკურ ტანჯვას და ისინი იძულებული ხდებოდნენ, რომ წასულიყვნენ სახლიდან და თავი შეეფარებინათ ნათესავებისთვის. 2018 წლის 09 თებერვალს, დაახლოებით 19 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---–ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რა---– ბა--------მა, არასრულწლოვანი შვილის, 13 წლის ო----- ბა--------ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ნა--–- ვე-–---ას და ასევე მათ გასაშველებლად მისულ ო----- ბა--------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელებმა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

 

მოწმე ნა--–- ვე-–---ას ჩვენებით, დასტურდება, რომ 1999 წლიდან რა---– ბა--------ი და ნა--–- ვე-–---ა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ჰყავთ სამი საერთო შვილი, რომელთანაგან, ორი გოგო გათხოვილია და სხვაგან ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად, ხოლო 13 წლის ბიჭი, ო----- ბა--------ი ცხოვრობს მშობლებთან ერთად. 2018 წლის 9 თებერვალს, რა---– ბა--------ი სახლში დაბრუნდა ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში და მიიტანა თევზი, რომლის მომზადებაც სთხოვა შვილს, ო----- ბა--------ს. ნა--–- ვე-–---ამ უთხრა რომ თევზი სხვა დროს მოემზადებინათ, ვინაიდან სახლში საჭმელი უკვე იყო. პასუხად, რა---– ბა--------მა მეუღლეს შეაგინა და უთხრა, რომ საჭმელი მას მოჰქონდა და რაც უნდოდა ის უნდა ეჭამა, ო----- ბა--------ს კვლავ მოსთხოვა თევზის მომზადება. ო----- ბა--------მა უარი თქვა საჭმლის გაკეთებაზე, შემდეგ, რა---– ბა--------მა მოტანილი თევზი ჩაყარა ღუმელში და ჯერ ხორციანი პარკი ჩაარტყა ნა--–- ვე-–---ას თავში, შემდეგ კი ხელებით დაუწყო ცემა. ცემის დროს, ნა--–- ვე-–---ას ხელში ეკავა ტელევიზორის პულტი, რომელიც რა---– ბა--------მა გამოართვა და ისევ დაუწყო ხელებით ცემა. ამ დროს, შუაში ჩადგა ო----- ბა--------ი. იმის გამო, რომ ო----- ბა--------ი რა---– ბა--------ს ხელს უშლიდა ნა--–- ვე-–---ას ცემაში, რა---– ბა--------მა ტელევიზორის პულტი ჩაარტყა სახეში მას. ნა--–- ვე-–---ა დაუსხლტა რა---– ბა--------ს და გარეთ გაიქცა მეზობელ ილგართან, თან გაჰყვა ო----- ბა--------იც. ო----- ბა--------ი და ნა--–- ვე-–---ა მივიდნენ მეზობელ პოლიციელთან, ჯა---- ალ----------ვთან, ნა--–- ვე-–---ამ პლიციელს უთხრა, რომ თვითონ და მისი შვილი სცემა ქმარმა და სთხოვა დახმარება და საავადმყოფოში წაყვანა, ვინაიდან განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს თავის არეში, მის შვილს, ო----- ბა--------ს კი ჰქონდა სახეზე დაზიანება. სანამ პოლიცია მოვიდოდა აფენიდან, ჯა---- ალ----------ვმა ნა--–- ვე-–---ა და ო----- ბა--------ი წაიყვანა ლაგოდეხში, შპს’’აქიმედეს კლინიკა’’-ში, სადაც მათ არმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გამოწერეს სახლში. ამასთან, ნა--–- ვე-–---ამ განაცხადა, რომ , მეუღლეს იგი წარსულშიც ჰყავს ნაცემი, მაგრამ როდის და ზუსტად რამდენჯერ არ ახსოვს, ასევე განაცხადა, რომ მეუღლე მას აყენებს სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ მასზე არ მოქმდებს, ვინაიდან მისი გინება არაფრად მიაჩნია. ასევე განაცხადა, რომ რა---– ბა--------მა სისტემატიური სმა დაიწყო დაახლოებით ორი წელია, სანამ გოგონებს გაათხოვებდნენ მაშინაც სხვამდა ის სასამლეს, მაგრამ განსაკუთრებით მეტის სმა და ჩხუბი დაიწყო გოგონების გათხოვების შემდეგ. გოგონების გათხოვების შემდეგ იგი რამდენჯერმე სცემა ქმარმა და განმარტა, რომ მხოლოდ მაშინ ეჩხუბება როცა ნასვამია.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - რა---–- ვე-–---ას ჩვენება, დაზარალებულ ოხ---- ბა--------ის ჩვენება, ბრალდებულ რა---– ბა--------ის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა, ისტორიის ამონაწერები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ რა---– ბა--------ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი რა---– ბა--------ი, სრულიად უმიზეზოდ, თავისი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის - 29.11.2---–. დაბადებული შვილის ო----- ბა--------ის და მეუღლის ნა--–- ვე-–---ას მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეჩხუბებოდა უმიზეზოდ და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც იწვევდა დაზარალებულების ფსიქიკურ ტანჯვას და ისინი იძულებული ხდებოდნენ, რომ წასულიყვნენ სახლიდან და თავი შეეფარებინათ ნათესავებისთვის. 2018 წლის 09 თებერვალს, დაახლოებით 19 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---–ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რა---– ბა--------მა, არასრულწლოვანი შვილის, 13 წლის ო----- ბა--------ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ნა--–- ვე-–---ას და ასევე მათ გასაშველებლად მისულ ო----- ბა--------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელებმა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

ქმედების სისტემატიურობა გამოიხატება, თუ ის ჩადენილია სამჯერ მაინც, დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რა---– ბა--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ბრალდებული აღნიშნულ ქმედებას ახორციელებდა თავისი ოჯახის წევრების ცოლის და შვილის მიმართ.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების - რა---–- ვე-–---ას ჩვენება, დაზარალებულ ოხ---- ბა--------ის ჩვენება, ბრალდებულ რა---– ბა--------ის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა, ისტორიის ამონაწერები, არასრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თავისი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის - 29.11.2---–. დაბადებული შვილის ო----- ბა--------ის და მეუღლის ნა--–- ვე-–---ას მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეჩხუბებოდა უმიზეზოდ და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც იწვევდა დაზარალებულების ფსიქიკურ ტანჯვას და ისინი იძულებული ხდებოდნენ, რომ წასულიყვნენ სახლიდან და თავი შეეფარებინათ ნათესავებისთვის.

 

მოწმე ნა--–- ვე-–---ას ჩვენებით, დასტურდება, რომ 1999 წლიდან რა---– ბა--------ი და ნა--–- ვე-–---ა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ჰყავთ სამი საერთო შვილი, რომელთანაგან, ორი გოგო გათხოვილია და სხვაგან ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად, ხოლო 13 წლის ბიჭი, ო----- ბა--------ი ცხოვრობს მშობლებთან ერთად. 2018 წლის 9 თებერვალს, რა---– ბა--------ი სახლში დაბრუნდა ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში და მიიტანა თევზი, რომლის მომზადებაც სთხოვა შვილს, ო----- ბა--------ს. ნა--–- ვე-–---ამ უთხრა რომ თევზი სხვა დროს მოემზადებინათ, ვინაიდან სახლში საჭმელი უკვე იყო. პასუხად, რა---– ბა--------მა მეუღლეს შეაგინა და უთხრა, რომ საჭმელი მას მოჰქონდა და რაც უნდოდა ის უნდა ეჭამა, ო----- ბა--------ს კვლავ მოსთხოვა თევზის მომზადება. ო----- ბა--------მა უარი თქვა საჭმლის გაკეთებაზე, შემდეგ, რა---– ბა--------მა მოტანილი თევზი ჩაყარა ღუმელში და ჯერ ხორციანი პარკი ჩაარტყა ნა--–- ვე-–---ას თავში, შემდეგ კი ხელებით დაუწყო ცემა. ცემის დროს, ნა--–- ვე-–---ას ხელში ეკავა ტელევიზორის პულტი, რომელიც რა---– ბა--------მა გამოართვა და ისევ დაუწყო ხელებით ცემა. ამ დროს, შუაში ჩადგა ო----- ბა--------ი. იმის გამო, რომ ო----- ბა--------ი რა---– ბა--------ს ხელს უშლიდა ნა--–- ვე-–---ას ცემაში, რა---– ბა--------მა ტელევიზორის პულტი ჩაარტყა სახეში მას. ნა--–- ვე-–---ა დაუსხლტა რა---– ბა--------ს და გარეთ გაიქცა მეზობელ ილგართან, თან გაჰყვა ო----- ბა--------იც. ო----- ბა--------ი და ნა--–- ვე-–---ა მივიდნენ მეზობელ პოლიციელთან, ჯა---- ალ----------ვთან, ნა--–- ვე-–---ამ პლიციელს უთხრა, რომ თვითონ და მისი შვილი სცემა ქმარმა და სთხოვა დახმარება და საავადმყოფოში წაყვანა, ვინაიდან განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს თავის არეში, მის შვილს, ო----- ბა--------ს კი ჰქონდა სახეზე დაზიანება. სანამ პოლიცია მოვიდოდა აფენიდან, ჯა---- ალ----------ვმა ნა--–- ვე-–---ა და ო----- ბა--------ი წაიყვანა ლაგოდეხში, შპს’’აქიმედეს კლინიკა’’-ში, სადაც მათ არმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გამოწერეს სახლში. ამასთან, ნა--–- ვე-–---ამ განაცხადა, რომ , მეუღლეს იგი წარსულშიც ჰყავს ნაცემი, მაგრამ როდის და ზუსტად რამდენჯერ არ ახსოვს, ასევე განაცხადა, რომ მეუღლე მას აყენებს სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ მასზე არ მოქმდებს, ვინაიდან მისი გინება არაფრად მიაჩნია. ასევე განაცხადა, რომ რა---– ბა--------მა სისტემატიური სმა დაიწყო დაახლოებით ორი წელია, სანამ გოგონებს გაათხოვებდნენ მაშინაც სხვამდა ის სასამლეს, მაგრამ განსაკუთრებით მეტის სმა და ჩხუბი დაიწყო გოგონების გათხოვების შემდეგ. გოგონების გათხოვების შემდეგ იგი რამდენჯერმე სცემა ქმარმა და განმარტა, რომ მხოლოდ მაშინ ეჩხუბება როცა ნასვამია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ, თუ მას არ შესრულებია 18 წელი. ქმედება ძალადობად რომ დაკვალიფიცირდეს, ამას შედეგად უნდა მოჰყვეს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზარალებული ო----- ბა--------ი არის არასრულწლოვანი დაბადებული 29.11.2---–., ბრალდებულის შვილი, რომლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს მოჰყვა მისი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით,კერძოდ: მოწმეების - რა---–- ვე-–---ას ჩვენება, დაზარალებულ ოხ---- ბა--------ის ჩვენება, ბრალდებულ რა---– ბა--------ის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა, ისტორიის ამონაწერები, არასრუწლოვანი დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რა---– ბა--------მა, არასრულწლოვანი შვილის, 13 წლის ო----- ბა--------ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ნა--–- ვე-–---ას და ასევე მათ გასაშველებლად მისულ ო----- ბა--------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელებმა განიცადეს ძ-–----- ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმე ნა--–- ვე-–---ას ჩვენებით, დასტურდება, რომ 1999 წლიდან რა---– ბა--------ი და ნა--–- ვე-–---ა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ჰყავთ სამი საერთო შვილი, რომელთანაგან, ორი გოგო გათხოვილია და სხვაგან ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად, ხოლო 13 წლის ბიჭი, ო----- ბა--------ი ცხოვრობს მშობლებთან ერთად. 2018 წლის 9 თებერვალს, რა---– ბა--------ი სახლში დაბრუნდა ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში და მიიტანა თევზი, რომლის მომზადებაც სთხოვა შვილს, ო----- ბა--------ს. ნა--–- ვე-–---ამ უთხრა რომ თევზი სხვა დროს მოემზადებინათ, ვინაიდან სახლში საჭმელი უკვე იყო. პასუხად, რა---– ბა--------მა მეუღლეს შეაგინა და უთხრა, რომ საჭმელი მას მოჰქონდა და რაც უნდოდა ის უნდა ეჭამა, ო----- ბა--------ს კვლავ მოსთხოვა თევზის მომზადება. ო----- ბა--------მა უარი თქვა საჭმლის გაკეთებაზე, შემდეგ, რა---– ბა--------მა მოტანილი თევზი ჩაყარა ღუმელში და ჯერ ხორციანი პარკი ჩაარტყა ნა--–- ვე-–---ას თავში, შემდეგ კი ხელებით დაუწყო ცემა. ცემის დროს, ნა--–- ვე-–---ას ხელში ეკავა ტელევიზორის პულტი, რომელიც რა---– ბა--------მა გამოართვა და ისევ დაუწყო ხელებით ცემა. ამ დროს, შუაში ჩადგა ო----- ბა--------ი. იმის გამო, რომ ო----- ბა--------ი რა---– ბა--------ს ხელს უშლიდა ნა--–- ვე-–---ას ცემაში, რა---– ბა--------მა ტელევიზორის პულტი ჩაარტყა სახეში მას. ნა--–- ვე-–---ა დაუსხლტა რა---– ბა--------ს და გარეთ გაიქცა მეზობელ ილგართან, თან გაჰყვა ო----- ბა--------იც. ო----- ბა--------ი და ნა--–- ვე-–---ა მივიდნენ მეზობელ პოლიციელთან, ჯა---- ალ----------ვთან, ნა--–- ვე-–---ამ პლიციელს უთხრა, რომ თვითონ და მისი შვილი სცემა ქმარმა და სთხოვა დახმარება და საავადმყოფოში წაყვანა, ვინაიდან განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს თავის არეში, მის შვილს, ო----- ბა--------ს კი ჰქონდა სახეზე დაზიანება. სანამ პოლიცია მოვიდოდა აფენიდან, ჯა---- ალ----------ვმა ნა--–- ვე-–---ა და ო----- ბა--------ი წაიყვანა ლაგოდეხში, შპს’’აქიმედეს კლინიკა’’-ში, სადაც მათ არმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გამოწერეს სახლში. ამასთან, ნა--–- ვე-–---ამ განაცხადა, რომ , მეუღლეს იგი წარსულშიც ჰყავს ნაცემი, მაგრამ როდის და ზუსტად რამდენჯერ არ ახსოვს, ასევე განაცხადა, რომ მეუღლე მას აყენებს სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ მასზე არ მოქმდებს, ვინაიდან მისი გინება არაფრად მიაჩნია. ასევე განაცხადა, რომ რა---– ბა--------მა სისტემატიური სმა დაიწყო დაახლოებით ორი წელია, სანამ გოგონებს გაათხოვებდნენ მაშინაც სხვამდა ის სასამლეს, მაგრამ განსაკუთრებით მეტის სმა და ჩხუბი დაიწყო გოგონების გათხოვების შემდეგ. გოგონების გათხოვების შემდეგ იგი რამდენჯერმე სცემა ქმარმა და განმარტა, რომ მხოლოდ მაშინ ეჩხუბება როცა ნასვამია.

 

ორი ან მეტი პირის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებას უშუალოდ მოჰყვა ორი ან ორზე მეტი პირის მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს ოჯახის წევრების მიმართ.

ძალადობრივი ქმედებები ბრალდებულმა განახორციელა ოჯახის ორი წევრის ცოლის ნა--–- ვე-–---ას და შვილის ო----- ბა--------ის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს უშუალოდ შეესწრო 18 წელს მიუღწეველი ფიზიკური პირი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიმართ.

საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ო----- ბა--------ი არის არასრულწლოვანი დაბადებული 29.11.2---–. ბრალდებულის ოჯახის წევრი, მისი შვილი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რა---– ბა--------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

რა---– ბა--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

რა---– ბა--------ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რა---– ბა--------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის ნაწილის რეალურად მოხდით და ნაწილის პირობით მსჯავრად დანიშვნის შემთხვევაში.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. რა---– ბა--------ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა გირაო - 3000 (სამი ათასი) ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით.

 

2. 2018 წლის 12 თებერვალს არი-- მა------ვის (პ/ნ 2----------) მიერ რა---– ბა--------ისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების-გირაოს 3000(სამი ათასი) ლარის უზრუნველყოფის შედეგად, რა---– ბა--------ი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში არი-- მა------ვს (პ/ნ 2----------) უნდა დაუბრუნდეს რა---– ბა--------ისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების-გირაოს 3000(სამი ათასი)ლარის უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რა---– ბა--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი

 

2.რა---– ბა--------მა დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი- თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. რა---– ბა--------ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 18 აპრილის 16:11 საათიდან.

 

3.რა---– ბა--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში არი-- მა------ვს (პ/ნ 2----------) დაუბრუნდეს რა---– ბა--------ის აღკვეთის ღონისძიების -გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

4.რა---– ბა--------ს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 9 თებერვლის 22:20 საათიდან 2018 წლის 12 თებერვლის ჩათვლით.

 

5. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

6.ნივთიერი მტკიცებულება:

1)ტელევიზორის დისტანციური პულტი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და აღსრულდება.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე