განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100118002293553
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/44-18 23 მარტი, 2018 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - მ-----– ბ-----–---–ის, სტაჟიორ-პროკურორ-გ------- ზ-----–---–ის,ადვოკატ - მ--- გ-------–-–---–ის,ბრალდებულ - ფ-----– ე-------ის,თარჯიმან - ნ---- მ-–-----ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011241117003 საქმე ფ-----– ა-–----- ე-------ის (დაბადებული 1--- წლის 05 დეკემბერს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, უ-----–--- განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: გარდაბნის რაიონის სოფელ ა------–--–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ფ-----– ე-------ის ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ ნ-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ფ-----– ე-------მა მის ხელთ არსებული ხის ჯოხი სამჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილებში შ-----–-- კ---–----, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ფ-----– ე-------მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ფ-----– ე-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ამოღების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ფ-----– ე-------ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ფ-----– ე-------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ-----– ე-------ს, წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, პიროვნების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ-----– ე-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. ფ-----– ე-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს.
3. მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სისხლის ნიმუშები და ჯოხი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, განადგურდეს, ხოლო ფ-----– ე-------ის და შ-----–-- კ---–----- ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით
მოსამართლე შალვა კაკაურიძე