განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2---18 (#0-----------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - იგ--- ფე-----–---–ი
ბრალდებული - ტრ-----ნ ო-----ს ძე ხა--–--–--ე - დაბადებული 1--- წლის 2- ია-----ს საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: საჩხერის რაიონი, სოფელი კო--------–ი
ადვოკატი - თ-- მე-----–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ტრ-----ნ ხა--–--–--ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე ტრ-----ნ ხა--–--–--ემ საჩხერის რაიონის სოფელ კო--------–ში, გო------------------------ის საავტომობილო გზის მე-40-ე კილომეტრზე საჩხერის მიმართულებით „მაზდა 626“ მოდელის სახ. ნომრით Q------ ავტომობილით მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49.3 მუხლის მოთხოვნები. კერძოდ საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრისას, ნაცვლად იმისა, რომ მას მოძრაობის ზოლში შეუცვლელად შეენელებინა სიჩქარე, გაჩერებულიყო, ჩაერთო საავარიო შუქნიშნები და მოძრაობა განეახლებინა მხოლოდ მხედველობის სრული აღდგენის შემდეგ, გადავიდა საპირისპირო ზოლის უკიდურეს მარცხენა მხარეს გვერდულაზე, სადაც მის ავტომანქანას უკანა მარჯვენა ფრთაზე შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით, თავისი სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს მოძრავი და------ ხა---ის მართვის ქვეს მყოფი „ Toyota Hilux“ მოდელის ავტომანქანა, რამაც მგზავრ მა----- სხ------–--ე - ხა---ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა; ავტომანქანის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; მოწმე ტრ-----ნ ხა--–--–--ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე გუ-–----ი ხა--–--–--ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე და------ ხა---ის გამოკითხვის ოქმი; დაზარალებულ მა----- სხ------–--ე-ხა---ის გამოკითხვის ოქმი და სხვ.) ერთობლიობა ტრ-----ნ ხა--–--–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტრ-----ნ ხა--–--–--ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება შესაბამისად მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, რასაც ნანობს. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ტრ-----ნ ხა--–--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ოჯახური მდგომარეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტრ-----ნ ხა--–--–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ტრ-----ნ ხა--–--–--ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტრ-----ნ ხა--–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
2. ტრ-----ნ ხა--–--–--ეს 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3. ტრ-----ნ ხა--–--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს.
3. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი