გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210018002324553
საქმე №2/218-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ნათია მიქელაძე
მოსარჩელეები: ელ---------------------ი, სე-----------------ა, ლა----------------ა
სე-----------------ას და ლ------------------ს წარმომადგენელი: გო----------------–---–ი
მოპასუხე: სს--------–-–-------------------------–----------ო;
წარმომადგენელი: მა------–---------–---–ი
თარჯიმანი: ს---------------–---–ი, ნ---–-------------ა
დავის საგანი: უძრავი ქონების უმკვიდროს ცნობა, საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 1963 წლის 2 მარტს გარდაცვლილი ნ----------–-------------ის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში რეგისტრირებული სახლის წილის, მდებარე ქ.მარნეული, ა-–-------------–-, უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელეებისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ლ------------------ მ--------------------ს ცოლად გაყვა 1973 წელს, ქორწინების რეგისტრაცია მოახდინეს 1 წლის შემდეგ. შვილი, ელ---------------------ი შეეძინათ 1974 წელს, მეორე შვილი, სე-----------------ა შეეძინათ 1987 წელს. ყველანი ერთად ცხოვრობდნენ ქ.მარნეულში, ა-–-------------–-.
მოსარჩელე ლ------------------ს მეუღლე და მოსარჩელეების ელ---------------------ისა და სე-----------------ას მამა - მ--------------------ი, დაიბადა, ცხოვრობდა და გარდაიცვალა ქ.მარნეულში, ა-–-------------–-. ამავე მისამართზე ცხოვრობდა და კომლის უფროსად ირიცხებოდა ნა---------–-------------ი, რომელიც გარდაიცვალა 1963 წელს. საცხოვრებელი სადგომი იყო ერთი მთლიანი საერთო საცხოვრებელი სახლი. გარდაცვალებისას ნა---------–-------------ს მემკვიდრეები არ დარჩენია და მის დანაშთ ქონებას 1963 წლიდან გარდაცვალებამდე - 2009 წლამდე ფლობდა მა-------------------ი, თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მოსარჩელეებმა მ--------------------ის გარდაცვალების შემდეგ მიიღეს მის მიერ დატოვებული სამკვიდრო ქონება, მაგრამ ჯერ მ--------------------ის, ხოლო შემდეგ, მათ მიერ 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკავებული და სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე ქ.მარნეულში, ა-–-------------–-, მთლიანად ვერ დაირეგისტრირეს იმ მიზეზით, რომ ქონების თანამესაკუთრედ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემებით მ--------------------თან ერთად ირიცხება ნა---------–-------------ი. ნა---------–-------------ი იყო 1963 წლამდე მ--------------------ის კომლის წევრი. მათ შორის ნათესაური კავშირი არ ყოფილა. 1962 წელს მათი ზეპირი გაიგებით, მა-------------------მა 10 000 მანეთად იყიდა ნა--------–--------------ს წილი ქონება და მისი გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი სადგომი უნდა დარჩენოდა მა-------------------ს და ამ ფაქტის დადგომის შემდეგ, ჯერ მ--------------------ი, ხოლო შემდეგ მისი უფლებამონაცვლეები - ცოლ-შვილი მართლზომიერად სარგებლობდნენ ამ საცხოვრებელი სადგომით 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. საცხოვრებელი გადააკეთეს, მიუმატეს ფართი და კეთილმოაწყვეს. ნა---------–------------ს მემკვიდრეები არ დარჩენია, მის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა არ გაცემულა და არც არავის მიუმართავს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, რასაც ადასტურებს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობა. ნა---------–--------------ი დასაფლავებული იქნა მ--------------------ის მიერ.
მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ არ გაიზიარა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას, შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, კერძოდ 2017 წლის 16 ოქტომბრის საარქივო ცნობის თანახმად, დგინდება, რომ ქ. მარნეულში კ-----------------------–------–----–-----------–- მდებარე უძრავი ქონება აღრიცხულია კომლის საერთო საკუთრებაში, 1958-1963 წლებში კომლის წევრებად აღნიშნული არიან კომლის უფროსი ნ----------–----------------–ი, ასევე მაგარამ გა--------------------ი, რძალი ასა მუ-------------–---–-----------------------–--------------ი. ასევე ამავე ცნობით დგინდება, რომ ნა---------–-----------------–------–-ს გარდაცვალების შემდეგ, კომლის უფროსად მითითებულია ნა-----------------–--------------ი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323 მუხლის თანახმად, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგების ფაქტს. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი გადასახადის ქვითრები არ წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერიოდისათვის გაცემული კომუნალური გადახდის ქვითრებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის საარქივო ცნობის (გაცემულია 2----–-–-------------------) მიხედვით ქ.მარნეული, ა-–-------------------–---------------------------, 1958-1960 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ----------–-------------------–------–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ნ------ გა--------------------, მა-------- გა--------------------, ას--------------------------შ, ჯ--------- ნ------ ო--–--------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის საარქივო ცნობა.
3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით, ქ.მარნეულში, შ---------------- უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი აღრიცხულია ჯა--------------------–უ აბ-------------------------ი მა------------------ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის ცნობა;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 იანვრის წერილი.
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, ნა---------–-------------ი გარდაიცვალა 1963 წლის 2 მარტს. (აქტის ჩანაწერი N 3----------)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
- გარდაცვალების მოწმობა.
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, მ--------------------ი გარდაიცვალა 2----–-–----------------–-. (აქტის ჩანაწერი N 3---------)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
- გარდაცვალების მოწმობა.
3.1.5. მოსარჩელეები ელ---------------------ი, სევ----------------ა და ლა----------------ი წარმოადგენენ გარდაცვლილ მ--------------------ის მემკვიდრეებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელეების ახსნა-განმარტება;
- სამკვიდრო მოწმობა.
3.1.6 საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის #1------- ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან ინფორმაციის მიხედვით, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 1965 წლის 2 მარტს გარდაცვლილი ნა---------–--------------–--) ჯ----------ს სამკვიდრო ქონების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ინფორმაცია ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან;
3.1.6. საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიისა და კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრების მიხედვით ს----------“-ის აბონენტად (#160357-219/160357) მარნეულში, ა------–-–-----------------–-, მითითებულია რუ--------- ე-–--------. გაზის საფასურის გადახდის ქვითარი დათარიღებულია 2010-2015 წლებით. ხოლო ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ქვითარი დათარიღებულია 2012-2017 წლებით, აბონენტად მითითებულია რუ--------- მ-------. მისამართი მარნეული, ა------–--–-----, ბინის ნომერი მითითებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ინფორმაცია;
-აბონენტის ბარათი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
განსახილველ შემთხვევაში დასადგენი სადავო გარემოებაა, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელეების მამკვიდრებელი - მ--------------------ი ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით უძრავი ქონების, მდებარე ქ.მარნეული, ა-–-------------- ნა---------–---------------ს წილით მოსარგებლეს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს, თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება დადებითი მოვლენის მტკიცების ვალდებულება ნეგატიური მოვლენის მტკიცების შეუძლებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ უნდა ამტკიცოს, მათი მოთხოვნის კანონშესაბამისობა, კერძოდ ის გარემოება, რომ მათი მამკვიდრებელი, მა-------------------ი წარმოადგენდა ქ.მარნეულში, ა-–--------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის, ნა---------–--------------ის წილის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს შეექმნა რწმენა იმისა, რომ ქ.მარნეულში, აბდულა შ-----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნა---------–--------------ის წილის სარგებლობის უფლება მოსარჩელეებს მოპოვებული არ აქვთ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეეების ელ---------------------ის, სე-----------------ას, ლა----------------ას სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2-ე, მე-4-ე, მე-9-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ამდენად, აღნიშნული კანონით რეგულირებულია იმ პერიოდის საზოგადოებაში ფაქტობრივად არსებული ურთიერთობები, რომელიც იმ დროს მოქმედი საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული არ იყო.
6.2. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით მოსარგებლე არის პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით;
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლეს წარმოადგენს პირი, რომელიც მართლზომიერად ფაქტობრივად ფლობდა აღნიშნულ უძრავ ნივთს, კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით. ამავე კანონის 5-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა). ამდენად, სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობის, და არა საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლის სტატუსის დამდგენ გარემოებას (იხ. სუსგ # ას-551-784-08 25 ნოემბერი, 2008 წ; №ას-184-450-08 8 ივლისი 2008 წ, #ას-487-461-2012 17 ივლისი 2012 წ.).
განსახილველ შემთხვევაში, სადავო საცხოვრებელ სადგომში მა-------------------ის რეგისტრაციით უტყუარად ვერ დგინდება, ეს უკანასკნელი იყო თუ არა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების მხარე ნა---------–--------------ის კუთვნილ წილზე და შესაბამისად, ასევე არ დასტურდება, მესაკუთრესა და მა-------------------ს შორის არსებობდა თუ არა გარიგება სადავო სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ. ხოლო რაც შეეხება, მოსარგებლის სტატუსის დამდგენ სხვა გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას, კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კომუნალური გადასახადების გადახდის შესახებ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კანონის მიღების დროისათვის, მოსარჩელის მიერ სადავო საცხოვრებელი სადგომის მართლზომიერად, ფაქტობრივად ფლობის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის (წარმოდგენილი მტკიცებულებები დათარიღებულია 2010 წლით და შემდგომ).
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, კანონმდებლის მიერ გათვალისწინებულ იქნა ისეთი შემთხვევაც, როცა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება (უმკვიდრო ქონება), რა დროსაც, მოსარგებლე უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, მხარის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის #1------- ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ მხარის მიერ მოთხოვნილია ინფორმაცია 1965 წლის 2 მარტს გარდაცვლილი ნა---------–- ჯ----------ს სამკვიდრო ქონების თაობაზე. ინფორმაციის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 1965 წლის 2 მარტს გარდაცვლილი ნა---------–--------------–--) ჯ----------ს სამკვიდრო ქონების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - გარდაცვალების მოწმობით კი დადგენილია, რომ ნა---------–--------------ი გარდაიცვალა 1963 წელს. ამდენად, ჰყავდა თუ არა ნა---------–--------------ს ანდერძით მემკვიდრეები და შესაბამისად ჰქონდა თუ არა ადგილი მემკვიდრეთაგან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმას, ან მემკვიდრეთათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას, აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნენ მუ---------------- და რასიმ მამედოვი, მათ აღნიშნეს, რომ მა-------------------ი, მაგარამის ძმა და მათი დედა ცხოვრობდნენ ქ.მარნეულში, კომუნისტის (ახლანდელი ა-–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდა ნა---------–--------------ი, რომელიც გარდაიცვალა 1963 წელს. მოწმეების განმარტებით, მათთვის უცნობია შედგა თუ არა მათ შორის რაიმე სახის გარიგება. მუ----------------ს განმარტებით, ზუსტად არ იცის რისთვის, მაგრამ იცის, რომ მა-------------------მა თანხა მისცა ნა---------–--------------ს, სავარაუდოდ სახლის საფასური. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებით ვერ დგინდება, რომ მა-------------------ი იყო ნა---------–--------------ის კუთვნილი წილის მოსარგებლე, ასევე ვერ დგინდება, რომ მ--------------------სა და ნა---------–--------------ს შორის საცხოვრებელ სახლზე გარიგების არსებობის ფაქტი. ამასთანავე სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელეების ელ---------------------ის, სევ----------------ას, ლ------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე