განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1--18 (№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გუ------ ტა--–--ე
სტაჟიორ-პროკურორი - რუ------ნ ლა----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ-----ბ ნუ-------ს ძე ქვ------ე - დაბადებული 1--- წლის 1-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: წყალტუბო, სოფელი ქვ-------
ადვოკატი - ფი----- ცე-----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ზ-----ბ ქვ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის მაისიდან ოქტომბრის თვემდე ქუთაისში ზ-----ბ ქვ------ე თავის ყოფილე მეუღლეს მ---- სა-------ეს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სისტემატიურად ამცირებდა სიტყვიერი შურაცხყოფით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დ--–- სა-------ის ჩვენებით დგინდება, რომ მისი ყოფილი სიძე ზ-----ბ ქვ------ე სისტემატიურ შეურაცხყოფას აყენებდა მის შვილს. ურეკავდა მას ტელეფონზე, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა, რომ „მიგიყვან იმ ზომამდე ფსიქიატრიულში გამოგკეტავ, შვილს წაგართმევო“, ანერვიულებული მისი შვილი ჩაიკეტებოდა, ტიროდა ხელები უკანკალებდა. მისი შვილი არის უმაღლესი განათლებით, მღეროდა, მხიარული გოგო იყო, იყო პრეზიდენტის სტიპენდიატი, სკოლაში წარმატებული, კოლეჯი დაამთავრა 5-ებზე, წარმატებული შვილი ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, თვითონაც ვეღარ ცნობს. ბრალდებული ზ-----ბ ქვ------ე 3-4 წლის წინ გახდა მისი სიძე, მაშინ სუფრაზე დათვრა და “გააფრინა” სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დარბოდა გიჟივით, აგინებდა დედას, „შენი დედა“, „შენი სანათესაოო“, მისი შვილი აფარებდა ტუჩებზე ხელს, „გაჩერდი მეზობლები გაიგონებენო, თავს ნუ მჭრი, ზ-----, რას აკეთებო“.
მოწმემ განმარტა, რომ დაპირისპირება დაიწყო დაქორწინებიდან 2-3 თვის შემდეგ, თვე და რიცხვი აღარ ახსოვს, როდესაც გაიგონა მსხვრევის ხმა, ეძინა, წამოხტა, ავიდა ზემოთ და ნახა, რომ (ბრალდებული) იგინებოდა, „შენი დედა“, „ვინ მოგათრიე, ვინ მოგიყვანეო“. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი იყო, ემუქრებოდა შვილის წართმევით. მოწმის განმარტებით მისი შვილი, როდესაც მას მეუღლე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ხდებოდა ძალიან ცუდათ. იძახდა, „რა მომივიდა ეს, ვის გადავეკიდეო“. 2017 წლის ზაფხულში ბრალდებულმა ტელეფონზე უთხრა „მაგი აქ ჩამოვიდეს, თორემ ისეთ დღეს დავაყრი პატრონი ვეღარ იცნობსო, ცოლია ჩემი და რასაც მინდა იმას ვუზამო“. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2017 წლის ზაფხულში მისი შვილი ჩაუვარდა ფეხებში, „დამეხმარეთ, ეს ადამიანი არის ფსიქოპატი, ყველანაირ ზეწოლას ახდენს ჩემზეო“. ქუთაისში, კარებზე ბრახუნი იყო, ზარს აძლევდა, კარები გააღეს, ზ-----ს ფურცლები ეკავა, „აგერ ეს ფურცლები მაქვს და ჩემი შვილი მიმყავსო“, ააფარა მის შვილს შუბლზე, „გამოიყვანე ჩქარა ჩემი შვილიო“, მან კარები მიხურა, რომ მეუღლეს არ გაეგო, რომელიც ავად იყო და გადასხმაზე ჰყავდა. მისმა ქალიშვილმა შვილი არ გაატანა ბრალდებულმა უთხრა „ისეთ რაღაცას მოგიგონებ შვილს წაგართმევო“. მოწმემ განმარტა, რომ მისი შვილი, როდესაც ქმარი აგინებდა, ტიროდა და კანკალებდა, „თითქოს და ამ ცხოვრებას მოვწყდიო“, აღარ უნდოდა ცხოვრების გაგრძელება. ხშირად სახლში უვარდებოდა. პოლიციას მიმართეს, გააკეთეს შემაკავებელი ორდერი. დღემდე მისი მუქარები და სმს-ები მოდის, აბრალებს მას ოჯახის დანგრევას, თითქოსდა მან დაუნგრია ოჯახი. მისი შვილი მხოლოდ ახლა მოვიდა გონს, დამშვიდდა. ქალიშვილმა უთხრა, რომ „ხელითაც შემეხოო, მცემდაო“, მაგრამ თვითონ ამ ფაქტს არ შესწრებია. მოწმემ განმარტა, რომ მისი შვილი არის განათლებული უნდოდა მაგისტრატურაში გაეგრძელებინა სწავლა, მარგამ არ დაანება, უთხრა „დაანებე სამსახურს თავი დიდი “პარნიკები” გვაქვს და იმაზე იმუშავეო“, რაზეც მისმა შვილმა უპასუხა „მე მიწაზე ვერ ვიმუშავებ, ჩემი კარიერა უნდა ავიწყოო“. მოწმის განმარტებით, მისმა შვილმა მანამდე იმიტომ არ მიმართა პოლიციას, რომ ქმარს მისცა შანსი, იქნებ დამშვიდებულიყო, მაგრამ ის უარესს აკეთებდა.
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: მ---- სა-------ის, დ--–- სა-------ის, ზ-----ბ ქვ------ის დაკითხვის ოქმები, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, შემაკავებელი ორდერის მასალები და სხვ.) ერთობლიობა ზ-----ბ ქვ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ ზ-----ბ ქვ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზ-----ბ ქვ------ეის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ-----ბ ქვ------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-----ბ ქვ------ემ მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 80 (ოთხმოცი) საათის ოდენობით განსაზღვრა, საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-----ბ ქვ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ოდენობით.
გაუქმდეს ზ-----ბ ქვ------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნული სასჯელის ღონისძიების აღსრულება და მასზე კონტროლი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი