განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/6–2018) 090100118002377281
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2- აპრილი, 2018 წელი ქ. ა-------–---რი
ა-------–---რის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–----------
ბრალდებულის - კ---------------
ადვოკატის - ნ--------------–----
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე
ბრალდებულ კ--------------- მიმართ
მამის სახელი: ლ----------
დაბადებული: 1--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ა-------–---რი;
მოქალაქეობა: ს----------–---
განათლება: ს-–----–---
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--
პირადი ნომერი: 0-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------–----------------------–---------------–---------------
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ------------------–----------------------–---------------–--------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: ს----------–---------–------------–---------------------------–--------------–--–------------------------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.კ---------------- 2018 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 23 საათზე, ა-------–-------------–----–----------------–----------–-- მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, უმიზეზოდ განაწყენებისას, თავის არეში ხელის დარტყმით, იძალადა ასევე არასრულწლოვან შვილზე, ს------------------ზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწიენბული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 12 აპრილის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.135–139).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-------–---რის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ, 2018 წლის 16 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ კ--------------- მიერ არასრულწლოვანი შვილის – ს------------------- მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, მსხვერპლის დაცვის ღონისძიების გამოყენების მიზნით, მსხვერპლი ს------------------ განრიდებული იქნა მოძალადისაგან (ს.ფ.17–18).
5.არასრულწლოვანი დაზარალებულის ს------------------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 16 თებერვალს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კ---------------- საძინებელ ოთახში უმცროსი დის, ნ----- თანდასწრებით, მწოლიარე მდგომარეობაში მყოფს, თავში წამოარტყა ხელი, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაიწყო ტირილი. ასეთი რამ არასდროს ჩაუდენია და პირველი იყო მისი მხრივ. არ უნდა რომ მამა მკაცრად დაისაჯოს, მაგრამ სურს არ ჩხუბობდეს და ყვიროდეს სახლში (არასრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ.53–55).
6.არასრულწლოვანი მოწმის ს------------------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ მამა ხშირად სვამს, უყვარს ყვირილი და ჩხუბი, მაგრამ ცემით არავინ უცემია. იმ დღეს მამა ყვიროდა, ს------ს ერთჯერ დაარტყა თავში ხელი. ს------ს ეტკინა, შეეშინა და დაიწყო ტირილი. (არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ.59–61).
7.საქმეში არსებული ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ და ალკოტესტით, ა-------–---რის რაიონის სოფელ აბანოეთში მცხოვრებ ბრალდებულ კ-----–------------------------- 2018 წლის 17 თებერვალს, ალკოტესტით შემოწმებისას დაუდგინდა მთვრალ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი(ს.ფ.6–8);
8. საქმეში არსებული, ა-------–---რის სრს განყოფილების მიერ გაცემული ნკ N------ დაბადების მოწმობით, ბრალდებულ კ--------------- შვილი, დაზარალებული ს------------------ძე, დაბადებულია 2004 წლის 14 ივლისს(ს.ფ.50).
9.საქმეში არსებული, სამოქალაქო რეესტრის ა-------–---რის სამსახურის მიერ გაცემული ნრ N0----- დაბადების მოწმობით, ფაქტის თვთმხილველი მოწმე, ბრალდებულ კ--------------- შვილი, ნ--------------ძე, დაბადებულია 2010 წლის 13 მარტს(ს.ფ.56).
10.სსიპ ლ----------------–--------–ობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 თებერვლის №5--------- დასკვნით, თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შ----------------–---------–----–----რი“ ა-------–---რის ცნობა N12- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დათარიღებული 19.02.18 წ.) მონაცემებისა, მოქალაქე ს------------------მ, აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 17 თებერვალს, 00:40 სთ–02:40 სთ–ზე, სადაც დაესვა დიაგნოზი – ჯანმრთელი. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში, მოქალაქე ს------------------- სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის(ს.ფ. 117–119);
11. კ--------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 23 საათზე, ა-------–-------------–----–----------------–----------–-- მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, იმ მიზეზის გამო, რომ ვერ იპოვა მისი ტანსაცმლის ტუმბო და შვილისაგან, ს-------------------აგან პასუხი ვერ მიიღო მისი ადგილსამყოფელის შესახებ, თავში ერთჯერ წამოარტყა ხელი მას.
12.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 17 თებერვლის ცნობებით კ--------------- შესახებ, დასტურდება რომ ბრალდებული არ არის ადმინისტრაციულსახდელდადებული და ნასამართლობის მქონე(ს.ფ.47–48);
13. კ--------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 17 თებერვლის და 18 თებერვლის მოწმე ხ----------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 17 თებერვლის და 12 მარტის მოწმე ლ-------------------ის გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 17 თებერვლის არასრულწლოვანი მოწმის ნ---------------ს გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 17 თებერვლის მოწმე ფ-------------ის გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 17 თებერვლის და 18 თებერვლის არასრულწლოვანი დაზარალებულის ს------------------- გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 17 თებერვლის და 18 თებერვლის ბრალდებულ კ--------------- გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 17 თებერვლის ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ თანდართული ამონაწერით; 2018 წლის 17 თებერვლის ოქმით სამედიცინო შემოწმების უფლების განმარტების შესახებ; 2018 წლის 17 თებერვლის ბრალდებულ კ--------------- დაკავების ოქმით; 2018 წლის 17 თებერვლის ოქმით ნათესავის დაკავებაზე შეტყობინების შესახებ; 2018 წლის 17 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტოცხრილით; 2018 წლის 17 თებერვლის არასრულწლოვანი მოწმის ს------------------- კანონიერი წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების ოქმით; 2018 წლის 17 თებერვლის არასრულწლოვანი მოწმის ნ--------------ძის კანონიერი წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების ოქმით; 2018 წლის 18 თებერვლის არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების ოქმით; 2018 წლის 18 თებერვლის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილებით სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2018 წლის 20 თებერვლის ცნობით შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან კ--------------- შესახებ; 2018 წლის 16 თებერვლის შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; 2018 წლის 17 თებერვლის განცხადებით ავადმყოფობის ისტორიის ამოღებაზე, 2018 წლის 19 თებერვლის ს------------------- ფორმით– N100; 2018 წლის 16 თებერვლის ფორმა N1–ით; კ--------------- ფორმა N1–თ; გ--------------–--ის არასრულწლოვნების კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატით; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით; 2018 წლის 18 თებერვლის დაზარალებულის ადვოკატის ორდერით; 2018 წლის 18 თებერვლის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2018 წლის 18 თებერვლის დადგენილებით კ--------------- ბრალდების შესახებ; 2018 წლის 18 თებერვლის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2018 წლის 20 თებერვლის ცნობით კ--------------- შესახლების შესახებ;
14.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
15.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა კ--------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, მისივე ოჯახის წევრი არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,სამართლებრივი შეფასება:
16.სასამართლოს მიაჩნია, რომ კ---------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
17. კ--------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის ნასვამ მდგომარეობაში ჩადენა.
18.კ--------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული(არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. ოჯახური მდგომარეობა(ჰყავს მეუღლე, სამი მცირეწლოვანი შვილი), რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
სასჯელის დასაბუთება:
19.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ კ--------------ს, ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, და ძირითად სასჯელთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს დამატებითი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ--------------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
მსჯავრდებული პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.
ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: არის ეკონომიურად ხელმოკლე, რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და საარსებო შემწეობის მიმღები, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, სამი არასრულწლოვანი შვილის მამა, მისი ქმედება ერთადერთია და მსგავს შემთხვევას შვილებთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა ორი თვისა და რვა დღის მანძილზე, რასაც მნიშვნელოვანი პრევენციული დატვირთვა აქვს მისი რესოციალიზაციისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).
იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით კ--------------- მიმართ პირობითი მსჯავრისა და ძირითად სასჯელთან ერთად დამატებითი სასჯელის გამოყენებით, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 2-8-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული კ-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2(ორი) წელი.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44–ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენოშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ოდენობით.
2.მსჯავრდებულ კ--------------ს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 17 თებერვლის 03 საათისა და 00 წუთიდან 2018 წლის 2- აპრილის ჩათვლით.
3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ კ--------------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.გაუქმდეს ბრალდებულ კ--------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და გათავისუფლებული იქნას სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ა-------–---რის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი