განაჩენი

სისხლის სამართლის 26.04.2018
საქმის ნომერი
080100118002354770
დავის ტიპი
240 2
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2---18 (№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 აპრილი 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ----- სი-–----ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ-----ი სე-------ეს ძე შე--------ი - დაბადებული 1--- წლის 1------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ტყ-----–ი, რუ-------–-ს ქუჩა N2----

 

ბრალდებული - რუ--–--ი ზა-----ს ძე იკ----ი - დაბადებული 1--- წლის 3------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ტყ-----–ი, ცი-------ს ქუჩა N--

 

ადვოკატი - მე---- წუ-–--ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თ----- შე--------მა ჩაიდინა სამთო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 27 ოქტომბერს დაახლოებით 18:30 საათზე, ქ.ტ------––- შპს „სა----–----“-ს (ჯი------- ჯგუფი) მი-----–ის სახელობის შახტაში, N--ე უბანში +--- ჰორიზონტზე, მე-----ე ფენის აღმოსავლეთ გადამკვეთის შეუღლებაზე, სამთო სამუშაოების წარმოებისას, პასუხისმგებელი პირის - მი-----–ის სახელობის შახტის მე-- ნახშირმომპოვებელი უბნის უფროსის მოადგილის თ----- შე--------ის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N449 დადგენილებით დამტკიცებული „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტში“ მითითებული მოთხოვნები, აღნიშნულს შედეგად მოჰყვა ნახშირის ფენის ჩამონგრევა, რამაც გამოიწვია ამავე შახტის საშახტო უბნის მიწისქვეშა გამყვანი მუშის დ------ა ფო------ის სიცოცხლის მოსპობა.

 

რუ--–-- იკ----მა ჩაიდინა სამთო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 27 ოქტომბერს დაახლოებით 18:30 საათზე, ქ.ტ------––- შპს „სა----–----“-ს (ჯი------- ჯგუფი) მი-----–ის სახელობის შახტაში, N--ე უბანში +--- ჰორიზონტზე, მე-----ე ფენის აღმოსავლეთ გადამკვეთის შეუღლებაზე, სამთო სამუშაოების წარმოებისას, ნახშირმომპოვებელი უბნის მიწისქვეშა სამთო ოსტატის რუ--–-- იკ----ის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N449 დადგენილებით დამტკიცებული „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტში“ მითითებული მოთხოვნები, აღნიშნულს შედეგად მოჰყვა ნახშირის ფენის ჩამონგრევა, რამაც გამოიწვია ამავე შახტის საშახტო უბნის მიწისქვეშა გამყვანი მუშის დ------ა ფო------ის სიცოცხლის მოსპობა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ტანსაცმლის ამოღების ოქმი, მოსამართლის განჩინება საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების თაობაზე, გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, უსაფრთხოების საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების: გ-------------ის, მა------- ბრ-----ს, ბე---- ხვ----–-ას, მი----– შუ---–---ს, იო--- ბა-----ს, მა----–- კუ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ--- ფო------ის გამოკითხვის ოქმი, თავად რუ-–---ი იკ----ის და თ-----ი შე--------ის გამოკითხვის ოქმები, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება N449, საქ-ნახშირ ჯგუფის მუშაკთა შრომის შინაგანაწესი და შრომითი ხელშეკრულებები და სხვ.) ერთობლიობა თ----- შე--------ის და რუ--–-- იკ----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ თ----- შე--------მა და რუ--–-- იკ----მა ჩაიდინა სამთო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების თ----- შე--------ის და რუ--–-- იკ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულთა ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულთა ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ----- შე--------ს და რუ--–-- იკ----ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულთა მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულთა პიროვნების, მათი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-----ი შე--------ის და რუ--–-- იკ----ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და მისი ჩათვლა საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე პირობით, საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ----- შე--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თ----- შე--------ს ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

გაუქმდეს თ----- შე--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.

 

რუ--–-- იკ----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

რუ--–-- იკ----ს ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

გაუქმდეს რუ--–-- იკ----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ თ----- შე--------ს და რუ--–-- იკ----ს დაეკისროთ მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი გარდაცვლილ დ------ა ფო------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება ტყ-----–ის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს დაზარალებულს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი