განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2018
საქმის ნომერი
340100118002385680
დავის ტიპი
126 2 ბ
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002385680

№1/85-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 აპრილი 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ზა--- კა-–------ის

ადვოკატ - გია ფა------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: ზა--- კა-–------ე

მამის სახელი: ალ----------

დაბადებული: 1----–-–-------------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი ჭი-----ი

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი ჭი-----ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

კვალიფიკაცია: ზა--- კა-–------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭი-----ში მცხოვრები ზა--- კა-–------ე სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლის ლი--- ცე–--–--ის მიმართ, ხოლო 2018 წლის 22 თებერვალს, შუადღის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭი-----ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ზა--- კა-–------ემ, არასრულწლოვანი შვილების, ბა-------, ნა---- და ნი--- კა-–------ეების თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე იძალადა მეუღლეზე - ლი--- ცე–--–--ეზე, კერძოდ მოქაჩა თმებში და სახის არეში ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზა--- კა-–------ე 2018 წლის 23 თებერვალს 03:10 საათზე დააკავეს და 2018 წლის 24 თებერვალს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭი-----ში მცხოვრები ზა--- კა-–------ე სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლის ლი--- ცერცხლაძის მიმართ, ხოლო 2018 წლის 22 თებერვალს, შუადღის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭი-----ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ზა--- კა-–------ემ, არასრულწლოვანი შვილების, ბა-------, ნა---- და ნი--- კა-–------ეების თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე იძალადა მეუღლეზე - ლი--- ცე–--–--ეზე, კერძოდ მოქაჩა თმებში და სახის არეში ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ ლი--- ცე–--–--ის, ნი--- კა-–------ის, ნა---- კა-–------ის, და------- კა-–------ის, გია ცე–--–--ის, ბრალდებულ ზა--- კა-–------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზა--- კა-–------ემ მოქაჩა თმებში და სახის არეში ძლიერად მოუჭირა ხელი ლი--- ცე–--–--ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, მოწმეების - დაზარალებულ ლი--- ცე–--–--ის, ნი--- კა-–------ის, ნა---- კა-–------ის, და------- კა-–------ის, გია ცე–--–--ის, ბრალდებულ ზა--- კა-–------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაბადების მოწმობებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ არასრულწლოვანი შვილების, ბა-------, ნა---- და ნი--- კა-–------ეების თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე იძალადა მეუღლეზე - ლი--- ცე–--–--ეზე, კერძოდ მოქაჩა თმებში და სახის არეში ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზა--- კა-–------ემ ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ზა--- კა-–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ზა--- კა-–------ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზა--- კა-–------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში.

 

ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას თანამშრომლობს გამოძიებასთან, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, არსებობს ყველა ის საფუძველი, რაც საჭიროა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოსაყენებლად.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. ზა--- კა-–------ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით.

2. ბრალდებულ ზა--- კა-–------ის (პირადი N2----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განჩინებით ყადაღა დაედო თე----- და------ის (პირადი N2----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭი-----ში, საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 2482.00 კვ. მეტრი. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: განაშენიანების ფართით N1 – 94.00 კვ.მ. N2 - 66.90 კვ.მ. N3 – 23.90 კვ.მ, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 30000 (ოცდაათი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზა--- კა-–------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მსჯავრდებულმა.

 

ზა--- კა-–------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 თებერვლის 03:10 საათიდან 2018 წლის 2 მარტის ჩათვლით

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თე----- და------ის (პირადი N2----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭი-----ში, საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 2482.00 კვ. მეტრი. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: განაშენიანების ფართით N1 – 94.00 კვ.მ. N2 - 66.90 კვ.მ. N3 – 23.90 კვ.მ, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 30000 (ოცდაათი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი