განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2018
საქმის ნომერი
080100118002324073
დავის ტიპი
276 1
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1---18 (#0-----------)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 აპრილი 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი---- ფე-----–---–ი

 

ბრალდებული - რე---- ას-–---ს ძე აბ---–--ე - დაბადებული 1--- წლის 2- დე-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი გა-------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რე---- აბ---–--ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 05 ნოემბერს, დაახლოებით 06:20 საათზე, სამტრედიის რაიონ სოფელ ია----–ი გამავალ საავტომობილო გზის 2---ე კილომეტრზე რე---- აბ---–--ე „MANI“-ს მოდელის A------ სახ. ნომრის სატვირთო ავტომობილით დასავლეთის მიმართულებით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.8 მუხლის მოთხოვნის დარღვევით მოძრაობისას, კერძოდ ავტომობილის უკანა სალონიდან სიგარეტის კოლოფის აღების მცდელობისას გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ნაწილში და შეეჯახა ქუთაისის მიმართულებით მოძრავ და---- შე----–--ს მართვის ქვეშ მყოფ „HOVO“-ს მოდელის ტრანზიტული ნომრის G----- თვითმცლელ ავტომობილს.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა; მოწმე მ.ი----------ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე რ.აბ---–--ის გამოკითხვის ოქმი; დაზარალებულ დ.შე----–--ს გამოკითხვის ოქმი; მოწმე ჯ.აბ-–--ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე გ.კო-------–---–-ს გამოკითხვის ოქმი და სხვ.) ერთობლიობა რე---- აბ---–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რე---- აბ---–--ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, შესაბამისად მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, რასაც ნანობს. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა რე---- აბ---–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ოჯახური მდგომარეობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რე---- აბ---–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რე---- აბ---–--ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის 01 (ერთი) წლის ვადით განსაზღვრა და მისი ჩათვლა სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლის საფუძველზე პირობით 01(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რე---- აბ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. რე---- აბ---–--ეს 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

3. რე---- აბ---–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს.

 

4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რე---- აბ---–--ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი