გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2018
საქმის ნომერი
130210018002312335
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

13021001800--12335

№2-200-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

13 აპრილი, 2018 წელი. ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

მოსარჩელე ო--------–-შვილი

ადვოკატი ა-–------------შვილი

მოპასუხეები: ლ--–---------ძე, რ----------–---–-ური

წარმომადგენელი ნ-------------შვილი

დავის საგანი ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ო--------–-შვილსა და რ----------–---–-ურს შორის 2013 წლის 5 ივლისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რ----------–---–-ურმა მოსარჩელისაგან იყიდა ქ.ხ-–----–-, გ--------- ქუჩის მიმდებარედ განთავსებული უძრავი ნივთი;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ო--------–-შვილსა და ლ--–---------ძეს შორის 2012 წლის 8 მაისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საგანია ქ.ხ-–----–-, გო---------2-ში მდებარე უძრავი ნივთი;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ო--------–-შვილის 2012 წლის 11 დეკემბრის თანხმობა უძრავ ნივთზე ვალდებულების მოხსნის შესახებ;

სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე:

2010 წლის 19 ნოემბერს, ო--------–-შვილსა და რ----------–---–-ურს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ორი თვით, იპოთეკით დაიტვირთა ქ.ხ-–----–-, გ--------- ქუჩის მიმდებარედ განთავსებული უძრავი ნივთი. სესხის ნაწილი ო--------–-–---–-ა დაფარა; 2012 წელს, როდესაც კიდევ დაჭირდა თანხა, 2012 წლის 8 მაისს, რ----------–---–-ურის მეშვეობით, თანხა ისესხა მისი დედისაგან ლ--–---------ძისაგან, - 6 800 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი, თვეში 500 დოლარი სარგებლით, ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული იქნა ქ.ხ-–----–-, გო---------2-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი. გამსესხებელმა იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ აუქციონზე გაყიდვის შემთხვევაში, უძრავი ნივთი ვერ გაიყიდებოდა იმ ფასად, რომ დაფარულიყო სესხის თანხა და პროცენტები, ამიტომ გააფორმეს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თვეში გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის ფასად მითითებული იყო 13 000 დოლარი, საიდანაც პროცენტი - 3 000 დოლარი წინასწარ აიღო მოპასუხემ, ასევე არ მისცა: - 3000 დოლარი, რაც რ----------–---–-ურისათვის უნდა მიეცა რათა იპოთეკა გაუქმებულიყო გ--------- ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ უძრავ ნივთზე და 200 დოლარი - საკომისიო და რეალურად მიიღო 6 800 აშშ დოლარი, რადგან პროცენტების გადახდა ვეღარ შეძლო, სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების მიზნით, მოპასუხემ ხელი მოაწერინა ქონების დათმობის განცხადებაზე;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მასში აღნიშნული გარიგებები კანონიერადაა დადებული, მოპასუხეებმა უძრავი ნივთებზე საკუთრების უფლება კანონიერად დადებული გარიგებებით შეიძინეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2010 წლის 19 ნოემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, ო--------–-–---–-ა რ----------–---–-ურისაგან ორი თვით ისესხა 2 160 აშშ დოლარი. ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ო--------–-შვილის კუთვნილი, ქ.ხ-–----–-, გ--------- ქუჩის მიმდებარედ განთავსებული უძრავი ნივთი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.18-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. ქ.ხ-–----–-, გო---------2-ში მდებარე უძრავ ნივთზე ლ--–---------ძის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2012 წლის 8 მაისს, ო--------–-შვილსა და ლ--–---------ძეს შორის დადებული უძრავის ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თვეში გამოსყიდვის უფლებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 29-30);

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით (ს.ფ.27-28);

3.1.3. 2012 წლის 11 დეკემბერს, ო--------–-–---–-ა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ვერ გამოისყიდა, მოითხოვა ქ.ხ-–----–-, გო---------2-ში მდებარე უძრავ ნივთზე ვალდებულების მოხსნა;

3.1.4. ქ.ხ-–----–-, გ--------- ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ უძრავ ნივთზე რ----------–---–-ურის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ო--------–-შვილსა და რ----------–---–-ურს შორის 2013 წლის 5 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.44-45);

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.43);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სარჩელში აღნიშნულია, ო--------–-შვილის მიერ რ----------–---–-ურთან 2013 წლის 5 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, ის მოატყუეს, ხელშეკრულება დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს, ხელშეკრულება დაიდო იმ განზრახვით, რომ ლ--–---------ძესთან დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი დაფარულიყო, გარდა ამისა, ეს გარიგება არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს (იხ.სარჩელის მე-6 გვ. ს.ფ.7);

3.2.2. მოსარჩელესა და ლ--–---------ძეს შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, 2012 წლის 8 მაისს, დაიდო იმ მიზნით, რომ დაფარულიყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში (თუ არ დაიდებოდა სადავო ხელშეკრულება) მოპასუხე უარს აცხადებდა თანხის გასესხებაზე (იხ.სარჩელის მე-7 გვ. ს.ფ.8);

3.2.3. ო--------–-შვილის 2012 წლის 11 დეკემბრის თანხმობა, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ვალდებულება მოხსნა ქ.ხ-–----–-, გო---------2-ში მდებარე უძრავ ნივთს, რაც მან ვერ გამოისყიდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ბათილია, რადგან თანხმობის გაცემისას, ის მოატყუეს, თანხმობა ამორალური, ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებაა (იხ.სარჩელის მე-7გვ. ს.ფ.8);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა რა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე დართული მტკიცებულებები, მიაჩნია, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 84-ე, 624-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის დასაბუთება

 

6.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში 2012 წლის 8 მაისის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლებად აღნიშნულია: სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად, 2012 წლის 8 მაისს, ლ--–---------ძესა და ო--------–-შვილს შორის დაიდო ქ.ხ-–----–-, გო---------2-ში მდებარე უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლ--–---------ძე უარს აცხადებდა თანხის გასესხებაზე; ლ--–---------ძის ძირითადი საქმიანობაა იპოთეკური სესხების გაცემა, რასაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერებიც ადასტურებს;

2012 წლის 8 მაისის ხელშეკრულების საგანზე ვალდებულების მოხსნის შესახებ თანხმობის ბათილად ცნობის საფუძვლად აღნიშნულია, რომ მოსარჩელე, მოხუცი, სმენადაქვეითებულია, იურიდიულ საკითხებში ვერ ერკვევა, ენდობოდა მოპასუხეებს და მათაც, მოტყუებით მოაწერინეს ხელი სხვადასხვა დოკუმენტებზე, რომლის შინაარსი მისთვის უცნობი იყო (იხ.სარჩელის მე-7 გვ.ს.ფ.8);

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ რ----------–---–-ურთან 2013 წლის 5 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იყო მოტყუებით, მოსაჩვენებლად - რომ მომხდარიყო ლ--–---------ძესთან დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ძირის დაფარვა, მაშინ, როდესაც მოსარჩელის უძრავი ნივთი უკვე მითვისებული ქონდათ მოპასუხეებს (იხ.სარჩელის მე-6 გვ.ს.ფ.7);

მოსარჩელის განმარტებით, მას შესასრულებელი ვალდებულება ჰქონდა რ----------–---–-ურის წინაშე - მათ შორის 2010 წლის 19 ნოემბერს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რადგან თანხა ჭირდებოდა, 2012 წლის 8 მაისს, რ----------–---–-ურმა, მისი დედისაგან ლ--–---------ძისაგან ასესხებინა 6 800 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი თვეში 5 00 დოლარის სარგებლით, უზრუნველყოფის საშუალებად კი გამოყენებული იქნა ქ.ხ-–----–-, გ------ ქ. N3--ში მდებარე საცხოვრებელი სახლი; ლ--–---------ძემ უარი განუცხადა იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაზე იმ მოტივით, რომ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში კრედიტორი მოთხოვნას ვერ დაიკმაყოფილებდა და დადეს სადავო ხელშეკრულება 13 000 აშშ დოლარზე, საიდანაც პროცენტი 3 000 დოლარი წინასწარ დაუკავეს, 3 000 დოლარი - 2010 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რ----------–---–-ურისათვის გადასაცემი თანხა, 2 00 დოლარი - საკომისიო და გადასცეს 6 800 დოლარი;

მოსარჩელეს აღნიშნული აქვს ასევე, რომ მოპასუხეებმა ხელი მოაწერინეს გაურკვეველ დოკუმენტებზე, სავარაუდოდ, 1 500 დოლარის სესხებაზე (ს.ფ.42), რაზეც ცალკე დავა მიმდინარეობს სხვა სასამართლოში;

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით, რომლებიდანაც ჩანს, რომ მოპასუხეები თვალთმაქცურ ხელშეკრულებებს დებენ სხვა პირებთანაც უძრავი ნივთების დაუფლების მიზნით, მოწმეების ჩვენებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით. სხვა რაიმე, მათ შორის წერილობითი მტკიცებულება, წარმოდგენილი არ აქვთ (იხ. 2018 წლის 29 მარტის მთავარი სხდომის ოქმი: 15:35:30-15:36:38);

მოპასუხე მხარემ არ უარყო, რომ სარგებლის მიღების მიზნით, მართლაც დებენ სხვადასხვა, მათ შორის, ნასყიდობის ხელშეკრულებებს. ამ მიზნით დადეს ნასყიდობის ხელშეკრულებები მოსარჩელესთან, რათა შემდეგ, თვითონ გაყიდონ ნივთი;

მოპასუხეების მიერ სხვა პირებთან უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების დადების დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ხელშეკრულებები განსახილველი დავის საგანი არ არის;

მოსარჩელის მიერ დასახელებულმა მოწმებმა - მისმა ცოლმა ნ-------–-–---–მა, შვილის ცოლმა შ-------------ემ, თ--------------–-–---–მა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებში უჩვენეს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს რამდენჯერმე მიუტანა ფული - სესხის პროცენტი, თუმცა, თ--------------–-–---–მა განმარტა, რომ თვითონ არ დასწრებია ფულის გადაცემას და ამის შესახებ მოსარჩელის შვილმა უთხრა;

ამასთან მიმართებაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, როდესაც წერილობითი მტკიცებულება არ არსებობს, ფულის გადაცემა და მით უმეტეს გადაცემის დანიშნულება, არ შეიძლება დადასტურდეს;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით;

დადგენილია, რომ ო--------–-–---–-ა რ----------–---–-ურთან 2010 წლის 19 ნოემბერს, ორი თვით დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ - 2012 წლის 8 მაისს - სადავო ხელშეკრულება - ლ--–---------ძესთან. მას შემდეგ, როდესაც ქ.ხ-–----–-, გო---------2-ში მდებარე სახლზე, ხელშეკრულების თანახმად და ო--------–-შვილის თანხმობით, 2012 წელს, ლ--–---------ძის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, 2013 წლის 5 ივლისს - ნასყიდობის ხელშეკრულება რ----------–---–-ურთან;

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ო--------–-–---–-ა, 2013 წელსაც მიმართა სასამართლოს იგივე მოპასუხეების მიმართ და მოითხოვდა 2012 წლის 8 მაისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას და შემდეგ სარჩელი გაიხმო (იხ.2018 წლის 29 მარტის მთავარი სხდომის ოქმი: 15:15:50-15:15:53; 16:36:10-16:36:58.);

მოსარჩელის ახსნა-განმარტების შეფასებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, 2013 წელს აღძრულ სარჩელში აღნიშნავდა, რომ მოპასუხეებს ვალდებულების შესასრულებლად გადასცა თანხა 9 000, სადავო ბინიდან მის გამოსახლებასთან დაკავშირებულ განცხადებაში მიუთითა, რომ ამ მიზნით 4 000 დოლარი დაუბრუნა მოპასუხეს, განსახილველ სარჩელში აღნიშნავს, რომ ეს თანხა იყო 1 500 დოლარი, მთავარ სხდომაზე კი უარი განაცხადა განმარტებაზე თუ ვალდებულების რა ნაწილი შეასრულა და რამდენი დარჩა შესასრულებელი (იხ. 2018 წლის 29 მარტის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი: 15:17:10-15:17:30);

სადავო არ არის ასევე, რომ 2013 წელს, მოსარჩელე გამოასახლეს ქ.ხ-–----–-, გო---------2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.

ეს გარემოება მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ იყო თვალთმაქცური და მოპასუხე მხარეს მართლაც სურდა უძრავი ნივთების შეძენა, რადგან გააჩნდა ინტერესი და უნდა მიეღო სარგებელი - როგორც საქმის განხილვისას განმარტა;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე და 84-ე მუხლების თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად;

მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.

სარჩელში მითითებული არცერთი გარიგება არ არის მოტყუებით დადებული - აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, რომელიც არაფრითაა დადასტურებული და მას არც მოწინააღმდეგე მხარე ეთანხმება, წარმოდგენილი არ არის;

გარდა ამისა, მოსარჩელეს იგივე მოპასუხეების მიმართ 2012 წლის 8 მაისის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი აღძრული ჰქონა 2013 წელსაც, რაც გაიხმო, მასშიც მიუთითებდა მოპასუხის მიერ მის მოტყუებაზე; მოსარჩელის ცოლმა ნ-------–-–---–მა უჩვენა, ო--------–-შვილი მოპასუხემ მოატყუა და იპოთეკის ნაცვლად, ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი, როდესაც მისმა მეუღლემ ხელშეკრულება მიიტანა, მან რ----------–---–-ურს დაურეკა და უთხრა ,,ნასყიდობა რატომ გაუკეთა იპოთეკის ნაცვლად“;

წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მოსარჩელეს, განსახილველ დავასთან დაკავშირებით, 2014 წლის შემდეგ, არც სხვა ორგანოსათვის მიუმართავს. ამდენად, გასულია სამოქალაქო კოდექსის მოტყუებით დადებული გარიგების შეცილებისათვის სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი ვადა, რაზეც მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე მიუთითა;

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული არცერთი გარიგება მოტყუებით არ არის დადებული, ისევე როგორც არცერთი მათგანის მოჩვენებითობა, თვალთმაქცურობა, ან ბათილობის სხვა საფუძველი არ დადგინდა. დადგენილი გარემოებები, რომ ქ.ხ-–----–-, გ------ ქუჩა N3--ში მდებარე უძრავ ნივთზე მოსარჩელესა და ლ--–---------ძეს შორის 2012 წლის 8 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებას, ქრონოლოგიურად, წინ უძღოდა 2010 წლის ნოემბერში, მოსარჩელესა და ლ--–---------ძის შვილთან რ----------–---–-ურთან ორი თვით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და შემდეგ - 2013 წლის 5 ივლისს დაიდო ო--------–-შვილსა და რ----------–---–-ურს შორის ქ.ხ-–----–-, გ--------- ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულება, შეიძლება ვარაუდის საფუძველს იძლეოდეს, რომ სადავო გარიგებები ბათილი იყო, მაგრამ მოსარჩელის მიერ მითითებული ბათილობის საფუძვლები არ დადგინდა არცერთი მტკიცებულებით;

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;

მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ სადავო გარიგებები, მოტყუებით დადებული, მოჩვენებითი, თვალთმაქცურია, კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს არღვევს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია;

მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის - მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას;

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოპასუხე მხარეს არ უნდა დაეკისროს;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით რ----------–---–-ურს (პირადი ნომერი 5----------) აეკრძალა მის საკუთრებად რეგისტრირებული - ქალაქ ხ-–----–-, გ--------- ქუჩის მიმდებარედ განთავსებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი 69 0- 5- 0--, გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა და სხვაგვარად გასხვისება, ლ--–---------ძეს (პირადი ნომერი 5----------) აეკრძალა გაყიდოს, იპოთეკით დატვირთოს და სხვაგვარად გაასხვისოს კუთვნილი წილი უძრავ ქონებაში, მდებარე ქალაქ ხ-–----–-, გ------ ქუჩა N3--ში, საკადასტრო კოდი 69 0- 5- 0--;

სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 25--ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ო--------–-შვილის სარჩელი ლ--–---------ძისა და რ----------–---–-ურის მიმართ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც რ----------–---–-ურს (პირადი ნომერი 5----------) აეკრძალა მის საკუთრებად რეგისტრირებული - ქალაქ ხ-–----–-, გ--------- ქუჩის მიმდებარედ განთავსებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი 69 0- 5- 0--, გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა და სხვაგვარად გასხვისება, ხოლო ლ--–---------ძეს (პირადი ნომერი 5----------) აეკრძალა გაყიდოს, იპოთეკით დატვირთოს და სხვაგვარად გაასხვისოს კუთვნილი წილი უძრავ ქონებაში, მდებარე ქალაქ ხ-–----–-, გ------ ქუჩა N3--ში, საკადასტრო კოდი 69 0- 5- 0--;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატაში (ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი