განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1---18 (0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 აპრილი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელა–---–-
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - რუ------- ლა----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბი------- ვი----–-ს ძე ბო------ა - დაბადებული 1--- წლის 0-----–--ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, პირადი №5----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფელი გე------
ადვოკატი - ცი–---- ბა-----–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ბი------- ბო------ამ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 03 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქუთაისში, ნი---- ქუჩის N----ში არსებულ რესტორან „ბა-----–--ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბი------- ბო------ამ ხელი ჰკრა მი----– ბე-----ს, რა დროსაც მი----– ბე----- დაეცა და მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა მოჰყვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ია---- ია–---–-ს ჩვენებით დგინდება, რომ გარდაცვლილი მი----– ბე----- მისი მეუღლე იყო, მასთან ერთად 17 წელი ცხოვრობდა, ჰყავთ ერთი შვილი, თვითონ საზღვარგარეთ მუშაობს, ჩამოვიდა 2017 წლის 04 აგვისტოს, როდესაც აცნობეს, რომ მის მეუღლე მოთავსებული იყო ქ.ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში თავის დაზიანებით, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაზარალებულის განმარტებით 2017 წლის 22 ნოემბერს პოლიციაში გაეცნო რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ვიდეო-ჩანაწერებს და საკუთარი თვალით ნახა, როგორ განწირულად ურტყამს ბი------- ბო------ა მის მეუღლეს, ზუსტად იქ სადაც მის მეუღლეს დაზიანება ჰქონდა.
დაზარალებულის განმარტებით იგი ბრალდებულს მანამდე არ იცნობდა, ის და სხვა პირები ვინც იქ იყვნენ მის მეუღლეს არ დახმარებიან, მისთვის წყალიც არ გაუწვდიათ ისე გაწირეს იგი. მაშინ როდესაც ბო------ა მას ეუბნებოდა „მე არაფერ შუაში ვარ მეუღლემ მომაკითხა და წავედი სახლშიო“, ის არასოდეს არ მისულა, არ დაინტერესებულა თუ რა ხდებოდა, რა მდგომარეობაში იყვნენ. წინა კვირაში როდესაც სასამართლო ჰქონდა ქორწილში იყო და ქეიფობდა. ბრალდებული მათ დახმარებას მხოლოდ მაშინ შეეცადა, როდესაც სასამართლო განხილვა იწყებოდა, მანამდე კი მთელი 13 დღის განმავლობაში, რაც თავზე ადგა მის მეუღლეს ერთხელაც არ გამოჩენილა და მათი მდგომარეობით არ დაინტერესებულა.
იმის გამო, რომ მას და მის ოჯახს მიადგა უდიდესი მორალური ზიანი, ოჯახს და დედას გამოაკლდა ერთადერთი შვილი, ოჯახის მარჩენალი, მოითხოვს ბარალდებულის მთელი სიმკაცრით დასჯას.
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: სუ-–--- არ------ს, ზუ---- აბ–--–---ს, კა------ ბი---–--–---–ის, მა-----ა და-------–---ის, ი---- ხე-–---ს, ზ---- გო-–------ის, ია---- ია–---–-ს, ბი------- ბო------ას გამოკითხვის ოქმები, სასამართლო სამედი–---- ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ვიდეოჩანაწერი სხვ.) ერთობლიობა ბი------- ბო------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ ბი------- ბო------ამ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბი------- ბო------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბი------- ბო------ას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბი------- ბო------ას მიმართ სასჯელის თავისუფლების აღკვეთის 02 (ორი) წლის ვადით განსაზღვრა, საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბი------- ბო------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
ბი------- ბო------ა აყვანილი იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან და იგი მოთავსებული იქნეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
ბი------- ბო------ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 აპრილიდან.
ბი------- ბო------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით ყადაღადადებულ თა----- ლი-–---–---–-ს (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - ქ. თერჯოლაში საკადასტრო კოდი 3------------
სამქეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ვიდეოჩანაწერი DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში(ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი