გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017002228795
საქმე № 2/2040-17
საოქმო გადაწყვეტილება
19 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი - თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - ა----–--ა ც---–---ე
წარმომადგენელი - ეკა ცერცვვაძე
მოპასუხეები - სს „ფ---ა ბანკი ს----------–ო“, სს მისო „ს--ს კ-------–ი“, ჩ---ო ც---–---ე
წარმომადგენლები - ჯ--ა ხ------–---–ი, ანა გ-------–---–ი, მ-----დ ბ-------ი
მესამე პირი: ეკა ც---–---ე
წარმომადგენელი - სოფიო ჩიხაშვილი
დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
მოსამართლე სათათბირო ოთახში გაუსვლელად აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 316-317-ე, 361-ე, 365-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე მოსარჩელე ა----–--ა ც---–---ის სარჩელი მოპასუხეების სს „ფ---ა ბანკი ს----------–ოს“, სს მისო „ს--ს კ-------–ისა“ და ჩ---ო ც---–---ის მიმართ - დაკმაყოფილდეს.
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - გ------ი ქ-----–---–-ს მიერ 2017 წლის 28 ნოემბერს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღადადებული გორის რაიონ სოფელ ზ--------–---ში მდებერე შემდეგი მოძრავი ნივთები: ფერადი ტელევიზორი „Sony” ვერცხლისფერი, ძველი მოდელი, მუშა მდგომარეობაში 1 ცალი; პიანინო „სიუიტა“ რუსული წარმოების, ყავისფერი, 1ც ცალი; მაცივარი „Samsung” ვერცხლისფერი, მაღლა საყინულით, მუშა მდგომარეობაში 1 ცალი.
2. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე განმარტავს გადაწყვეტილების მოტივებს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე ჩ---ო ც---–---ემ და სს „ფ---ა ბანკის“ წარმომადგენლებმა სასარჩელო მოთხოვნა ცნეს სრულად, რაც ზემოთ დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. რაც შეეხება მესამე მოპასუხეს, სს მისო „ს--ს კ-------–ს“ წარმომადგენელმა მ-----დ ბ-------მა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ემუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ამ ნივთის მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართელოს კანონის მე-40 მუხლი ითვალისწინებს იძულებით აღსრულების ერთ-ერთი ღონისძიებას მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის)
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს აღმასრულებელის მიერ აღიწერა და დაყადაღდა მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები.
დადგენილია, რომ გორის რაიონ სოფელ ზ--------–---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც დაყადაღებულ იქნა მოძრავი ნივთები წარმოადგენს ა----–--ა ც---–---ისა და ეკა ც---–---ის თანასაკუთრებას.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ „Samsung”-ის ფირმის მაცივარი შეძენილია მოსარჩელე ა----–--ა ც---–---ის მიერ განვადებით, 2014 წლის 06 ივლისს.
დადგენილია, ისიც რომ დაყადაღებული ვერცხლისფერი ფერადი ტელევიზორი „Sony” და რუსული წარმოების პიანინო „სიუიტა“ შეძენილია ასევე, მოსარჩელე ა----–--ა ც---–---ის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას.
ამდენად, საქმეზე წარმოდეგნილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოძრავი ნივთები, რომლებიც დაყადაღებულ იქნა ჩ---ო ც---–---ის ვალის გადახდევინების მიზნით წარმოადგენს არა მის, არამედ მოსარჩელის - ა----–--ა ც---–---ის საკუთრებას, რის გამოც ეს ნივთები სასარჩელო მოთხოვნის გზით ექვემდებარება ყადაღისაგან განთავისუფლებას.
მოსამართლე: ნინო შარაძე
სხდომის მდივანი: თამარ ხარიბეგაშვილი