გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2018
საქმის ნომერი
120310017002202733
კატეგორია
დავის ტიპი
მშენებლობის ნებართვის გაცემა
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2202733-3/202-17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე - თ-------------–---–-

წარმომადგენელი - ი--------------–---–ი

მოპასუხე - ბ--------მის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ---------

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ----------------ე

დავის სგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 02 ნოემბრის 1------ გადაწყვეტილება თ-------------–---–-სთვის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ და ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 06 ნოემბრის 0------ გადაწყვეტილება თ-------------–---–-სათვის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ.

 

2.2. მოპასუხე ბ--------მის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გასცეს თ-------------–---–-სათვის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ბ--------მის რაიონის დაბა ბაკ-------ში მოსარჩელე თ-------------–--ლს გააჩნია უძრავი ქონება, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი-1100 კვ.მ უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - 6-----------.

 

აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის საკარმიდამო დანიშნულების და მასზედ გეგმავდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის აშენებას, შედგენილ იქნა მშენებლობის პროექტი და კანონით დადგენილი წესით მისი დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით წარდგენილ იქნა ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქ/პუნქტის საფუძველზე წარდგენილი დოკუმენტაცია გადააგზავნა განსახილველად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

 

დასახელებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ განიხილა ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადაგზავნილი თ-------------–---–-ს განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია და 2017 წლის 27 ოქტომბრის N4---- სხდომის ოქმით უარი ეთქვა თ-------------–--ლს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, საბჭოს რეკომენდაციაზე სრულად დაყრდნობით, უარი უთხრა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბ--------მის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ სცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ თ-------------–--ლს ბ--------მის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკ-------ში, ან--------ის გზის მიმდებარედ, 2017 წლის 19 სექტემბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეძენილი აქვს 1100კვ.მ სასოფლო- სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთი და არა საკარმიდამო. 2017 წლის 10 ოქტომბერს მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერში ფიქსირდება უკვე ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო).

 

მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული აქტების მომზადებისა და გამოცემასთან აღნიშნულის კავშირი არა აქვს, მაგრამ თ-------------–---–-ს მიერ ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეტანილ დოკუმენტაციაში ასევე ფიქსირდება, რომ მიწის ნაკვეთი იყო სასოფლო -სამეურნეო ( საკარმიდამო).

 

ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გადაიგზავნა თ-------------–---–-ს განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. 2017 წლის 23 ოქტომბრის N02/8172 წერილით, და არა იმ წერილების საფუძველზე, რაც მოსარჩელეს აქვს მითითებული ფაქტობრივ გარემოების მტკიცებულებად.

 

ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 23 ოქტომბრის N 02/8172 წერილი - ახლავს ბ--------მის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 24,01,2018წ. N02/565 წერილით სასამართლოში გაგზავნილ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს.

 

2.2. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარჩელი არ სცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ბ--------მი, დაბა ბაკ-------ი, ან--------ის გზის მიმდებარედ, 1100.00კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, მდებარე ბ--------მის რაიონი დაბა ბაკ-------ი, ან--------ის გზის მიმდებარედ, ს.კ. 6----------- წარმოადგენს თ-------------–---–-ს საკუთრებას. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ნაყიდობის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი:06/10/2017, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 10/10/2017.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი(იხ.ს.ფ.202).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.1--16).

 

3.1.2. 2017 წლის 25 სექტემბერს ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგებელს განცხადებით მიმართა ქ. ბ--------მი, სააკაძის ქ. N3-ში მცხოვრებმა თ-------------–--ლმა და ითხოვა მიწის ნაკვეთის, მდებარე ბ--------მი, დაბა ბაკ-------ი, ს.კ. 6-----------, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი(იხ.ს.ფ.202-203).

-თ-------------–---–-ს განცხადება (იხ.ს.ფ.120).

 

3.1.3. თ-------------–---–-ს მიერ ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილ იქნა ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ სადაც მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში-5, ასევე წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ძირითადი მოთხოვნები, სადაც მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტია კ1-0,3, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია კ2-1,3, მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტია კ3-0,3, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, ორი სართული მანსარდით, მაქსიმალური სიმაღლე 11მ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (იხ.ს.ფ.202-203).

- თ-------------–---–-ს განცხადება (იხ.ს.ფ.122-123).

- დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა

საბჭოს სხდომის ოქმი N4---- (იხ.ს.ფ.1).

 

3.1.4.თ-------------–---–-ს განცხადება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მინიწ ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში მონაწილეობის მისაღებად 2017 წლის 23 ოქტომბერს გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგებლის 23.10.2017წ. წერილი (იხ.ს.ფ.117).

 

3.1.5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის უფროსმა 2017 წლის 02 ნოემბერს გაუგზავნა მიმართვა/წერილი N1------ ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგებელს და აცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტს N 57 დადგენილების ,, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" VI თავის 32-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად განიხილა მათი 2017 წლის 23 ოქტომბრის N 02/8172 წერილი და წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია, ბაკ-------ის სარეკრეაციო ტერიტორიაზე თ-------------–---–-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო მონაცემებით: ზონა 6-, სექტორი 3-, კვარტალი 1-, ნაკვეთი 1--) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენასთან დაკავშირებით და გაცნიბებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 აპრილის N1-1/196 ბრძანებით დამტკიცებული ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო''-ს მიერ საკითხი გადაწყდა უარყოფითად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2017 წლის 02 ნოემბერს გაუგზავნა მიმართვა (იხ.ს.ფ.18).

 

3.1.6. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ თ-------------–--ლს უარი უთხრა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 6-----------) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემაზე (I სტადია), რადგან:

1. არ არის მისაღები - საპროექტო გეგმით აღნიშნული ტერიტორია გამოყენებულია სატრანსპორტო კვანძისთვის. მიწის ნაკვეთს ექნება პირობითი პარამეტრი და შესაძლებელი იქნება მისი სამშენებლო რესურსის გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთზე;

2. არ არის მისაღები - აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება სატრანსპორტო ზონა, შესაბამისად სამშენებლოდ ვერ განვითარდება;

3. არ არის მისაღები;

4. არ არის მისაღები - ეს ტერიტორია განსაზღვრულია სატრანსპორტო ფუნქციისათვის გენგეგმის ფარგლებში;

5 არ არის მისაღები ;

6. არ არის მისაღები;

7.არ არის მისაღები;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას

- დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს სხდომის ოქმი N4----(იხ.სფ.19-27).

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2017 წლის 06 ნოემბრის N0------ მიმართვით, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტით უარი უთხრა თ-------------–---–-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე და მიმართვაში მიუთითა, რომ 2017 წლის 25 სექტემბრის N 9891/02 განცხადების პასუხად, სადაც ითხოვთ ბ--------მის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკ-------ში, თქვენს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის ს.კ. 6-----------) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ'' 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ''ბ'' ქვეპუნქტის შესაბამისად გაგზავნილი იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განსახილველად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 აპრილის N1-1/196 ბრძანებით დამტკიცებული ''დასხელებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო-ს'' მიერ საკითხი გადაწყდა უარყოფითად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს

-ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2017 წლის 06 ნოემბრის N0------ მიმართვა (იხ.სფ.17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას.სხ.ოქ. Cd. დისკი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ-------------–---–- სასარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონის ,, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ", საქართველოს მთავრობი 2009 წლის N57 დადგენილების ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" ,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 08 აპრილის N1-196 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად.

 

ამავე კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;

დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ე) გამოცემის დროსა და ადგილს;

ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 06 ნოემბრის 0------ მიმართვა თ-------------–---–-სათვის მიუხედავად იმისა, რომ არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნებს და რადგან აღნიშნული აქტით ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უარი უთხრა თ-------------–--ლს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს კანონის ,, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" მესამე მუხლის ,,ფ" და ,,ქ" პუნქტის თანახმად: სანებართვო პირობები არის კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას; მშენებლობის ნებართვა – განსხვავებული იერარქიული ნებართვა, რომელიც ნებართვის მაძიებელთა ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა; II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ სტადიებზე ვრცელდება ამ კანონით ნებართვის გაცემისათვის განსაზღვრული წესები და პრინციპები. (ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე განიხილება, როგორც არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, ხოლო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი შეიძლება განხილული იქნეს, როგორც არქიტექტურული პროექტი).

 

ამავე კანონის 26--ე მუხლის თანახმად მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის) ნებართვის I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება და III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაც ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილების ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა;

 

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნტის თანახმად მშენებლობის სახეობებია-ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

 

დადგენილია, რომ ბ--------მი, დაბა ბაკ-------ი, ან--------ის გზის მიმდებარედ, 1100.00კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, მდებარე ბ--------მის რაიონი დაბა ბაკ-------ი, ან--------ის გზის მიმდებარედ, ს.კ. 6----------- წარმოადგენს თ-------------–---–-ს საკუთრებას. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ნაყიდობის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი:06/10/2017, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 10/10/2017.

 

2017 წლის 25 სექტემბერს ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგებელს განცხადებით მიმართა ქ. ბ--------მი, სააკაძის ქ. N3-ში მცხოვრებმა თ-------------–--ლმა და ითხოვა მიწის ნაკვეთის, მდებარე ბ--------მი, დაბა ბაკ-------ი, ს.კ. 6-----------, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი).

 

თ-------------–---–-ს მიერ ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილ იქნა ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ სადაც მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში-5, ასევე წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ძირითადი მოთხოვნები, სადაც მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტია კ1-0,3, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია კ2-1,3, მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტია კ3-0,3, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, ორი სართული მანსარდით, მაქსიმალური სიმაღლე 11მ.

 

საქართველოს მთავრობი 2009 წლის N 57 დადგენილების ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" 3--ე მუხლის თანახმად ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგული-რებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

 

ამავე დადგენილების 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს:

ა) ამ დადგენილების შესაბამისად II, III და IV კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას;

ბ) ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩაბმის უზრუნველყოფას;

გ) ამ დადგენილების შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში, ამ დადგენილების შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სამშენებლო საქმიანობის განმსაზღვრელ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა სოხუმისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

 

ამავე დადგენილების 32-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას იღებენბ) გუდაურის, ბაკ-------ის, ბახმაროსა და ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის, ასევე ქ. ბ--------მის ტერიტორიაზე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისათვის – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

 

ამავე დადგენილების 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

 

ამავე დადგენილების 45-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით

 

ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ თ-------------–---–-ს განცხადება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ“ 31-ე და 32-ე მუხლების თანახმად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში მონაწილეობის მისაღებად 2017 წლის 23 ოქტომბერს გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 08 აპრილის N1-196 ბრძანებით დამტკიცებული ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ" დებულების მესამე მუხლის თანახმად საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა). მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე ბაკ-------ის, ბახმაროს, გუდაურის, ურეკის სარეკრეაციო ტერიტორიებზე, ასევე ქ. ბ--------მის ტერიტორიაზე განსაკუთრებული საამშენებლო რეგურირების ზონებში მშენებლობის გაცემის პირველი და მეორე სტადიაზე, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოდან სამინისტროში შემოსული არქიტექტურული პროექტების განხილვა და რეკომენდაციის მომზადება.

 

დადგენილია, რომ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ განიხილა თ-------------–---–-ს განცხადება ბ--------მის რაიონის დაბა ბაკ-------ში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენასთან დაკავშირებით და უარი უთხრა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ( საკადასტრო კოდი N 6-----------) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემაზე (I სტადია), რადგან:

1. არ არის მისაღები - საპროექტო გეგმით აღნიშნული ტერიტორია გამოყენებულია სატრანსპორტო კვანძისთვის. მიწის ნაკვეთს ექნება პირობითი პარამეტრი და შესაძლებელი იქნება მისი სამშენებლო რესურსის გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთზე;

2. არ არის მისაღები - აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება სატრანსპორტო ზონა, შესაბამისად სამშენებლოდ ვერ განვითარდება;

3. არ არის მისაღები;

4. არ არის მისაღები - ეს ტერიტორია განსაზღვრულია სატრანსპორტო ფუნქციისათვის გენგეგმის ფარგლებში;

5 არ არის მისაღები ;

6. არ არის მისაღები;

7.არ არის მისაღები; რაც წარმოადგენდა სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას/რეკომენდაციას ბ--------მის მუნიციპალიტეტისათვის, თანახმად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 08 აპრილის N1-196 ბრძანებით დამტკიცებული ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ" დებულებისა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის უფროსმა 2017 წლის 02 ნოემბერს გაუგზავნა მიმართვით/წერილით N1------ ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგებელს და აცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტს N 57 დადგენილების ,, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" VI თავის 32-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად განიხილა მათი 2017 წლის 23 ოქტომბრის N 02/8172 წერილი და წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია, ბაკ-------ის სარეკრეაციო ტერიტორიაზე თ-------------–---–-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო მონაცემებით: ზონა 6-, სექტორი 3-, კვარტალი 1-, ნაკვეთი 1--) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენასთან დაკავშირებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 აპრილის N1-1/196 ბრძანებით დამტკიცებული ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო''-ს მიერ საკითხი გადაწყდა უარყოფითად, შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის უფროსის 2017 წლის 02 ნოემბერის მიმართვა/წერილი N1------ ვერ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რადგან მას არ მოყოლია რაიმე სამართლებრივი შედეგი მხარისათვის, არამედ სახეზეა ინფორმაციული ხასიათის მიმართვა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის უფროსმა შეატყონინა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს რეკომენდაცია ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობას და გადაუგზავნა აღნიშნული რეკომენდაცია, ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილების ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს და გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებარ-თვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, მოცემულ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ბ--------მის მუნიციპალიტეტი მის სამოქმედო ტერიტორიაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტის ბათილობას იწვევს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიერ განსახილველ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტი - ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 06 ნოემბრის 0------ მიმართვა თ-------------–---–-სადმი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უარი უთხრა თ-------------–--ლს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე, რაც დადასტურდა კიდეც სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ბ--------მის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის განმარტებით, შესაბამისად მოპასუხის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმის დაუცველობა ვერ ჩაითვლება მისი ბათილობის კანონისმიერ ერთადერთ საფუძვლად, ვინაიდან სახეზე არ გვაქვს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, ანუ დაკმაყოფილდებოდა თ-------------–---–-ს განცხადების გამო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების I სტადია-ქალაქთმშენებლობის პირობების (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება)დადგენა, რადგან საამშენებლო პირობების დადგენაზე წარდგენილი იყო დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო''-ს სარეკომედაციო ხასიათ უარყოფითი დასკვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს მთავრობი 2009 წლის N 57 დადგენილების ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი არის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს განხორციელებული ან/და განსახორციელებელი სამშენებლო საქმიანობის საექსპერტო შეფასებას.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასების მიზანია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების და შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების ეტაპების შეფასება საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველყოფისათვის.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასება წარმოადგენს კანონმდებლობასთან, მათ შორის, ამ დადგენილებასთან და სამშენებლო რეგლამენტებთან შესაბამისობის დადასტურებას.

 

ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად საჭიროების შემთხვევაში ასევე შესაძლებელია სამშენებლო საქმიანობაში ყველა სახის საექსპერტო შეფასება დამკვეთის, მესაკუთრის ან მოსარგებლის ინიციატივით, ხარჯებით და მისი ინტერესების შესაბამისად;

 

ამავე დადგენილების 24-ე მუხლის ,,ა" ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად საექსპერტო შეფასების ჩატარების საფუძველია მშენებლობის ნებართვის მისაღებად ამ დადგენილე-ბით განსაზღვრული მოთხოვნა, მშენებლობის ეტაპების დასრულებისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნა; დამკვეთის ან მესაკუთრის გადაწყვეტილება;

 

ამავე დადგენილების 26-ე მუხლის 3-ე ნაწილის თანახმად საექსპერტო შეფასება უნდა შეიცავდეს ექსპერტიზის ჩატარების მეთოდს, შენიშვნებისა და დადებითი შეფასების დასაბუთებას. საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნე-ლოვნად დადებითი ან უარყოფითი. უარყოფითი შეფასება არის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

მოსარჩელის მიერ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო''-ს დასკვნის/რეკომენდაციის საწინააღმდეგო მტკიცებულება/ექსპერტიზის დასკვნა/ან სხვა მტკიცებულება არც ბ--------მის მუნიციპალიტეტში, არც სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ გამოკველეული მტკიცებულებათა, უდავო და დადგენილი ფაქტობრივივი გარემოებათა გათვალისწინებით, თ-------------–---–-ს განცხადება სამშენებლო პირობების დადგენაზე არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის I სტადია-ქალაქთმშენებლობის პირობების (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) დადგენის მოთხოვნებს, ამასთან საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილების ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" თანახმად მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი აქტის გამოცემის შემდეგ ხდება მომდევნო, მოცემულ შემთხვევაში მეორე სტადიაზე გადასვლა, შესაბამისად ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქმედებაში სახეზე არ არის კანონის ისეთ დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში ბ--------მის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის მომზადება–გამოცემისას დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით,თ-------------–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას-მოპასუხე ბ--------მის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გასცეს თ-------------–---–-სათვის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ფაქტობრივად წარმოადგენს პირველი სასარჩელო მოთხოვნის თანმდევ შედეგს და ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც თ-------------–---–-ს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5,22-ე,32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე,243-244-ე, 247-249-ე,257-258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. თ-------------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. N62) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: გია ბერაია