გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.05.2018
საქმის ნომერი
040310518002308471
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
03.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 040310518002308471

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

3 მაისი, 2018 წელი ქ. ცაგერი

შესავალი ნაწილი

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე როინ კახიძე

სხდომის მდივანი ხატია მეშველიანი

მოსარჩელე – შპს. ,,ტ----------”

დირექტორი - გ------- ლ--------;

წარმომადგენელი - მ------ ლ-----;

მოპასუხე - ლ-------- მ----–----–-------- მ-----;

წარმომადგენელი – ტ------ ა-------;

მოპასუხე - ს----–-–----- შ----------- ს---------. (სხდომაზე არ გამოცხადდა)

წაემომადგენელი- თ----- გ--------–---.

მესამე პირი- შპს. ,,ჩ------–-“

წარმომადგენელი - ი----- ო-----;

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. ქმედების დავალდებულება.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განჩნებით ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაება შპს. ,,ჩ------–-’’

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ბათილად იქნას ცნობილი ლ-------- მ----–----–-------- სატენდერო კომისიის 2018 წლის 8 ი------- N- სხდომის ოქმი (ელ. ტენდერი SPA 1--------).

1.2 ბათილად იქნას ცნობილი ლ-------- მ----–----–-------- სატენდერო კომისიის 2018 წლის 31 ი------- N- სხდომის ოქმი (ელ. ტენდერი SPA 1--------).

1.3 ბათილად იქნას ცნობილი ს----–-–----- შ----------- ს---------ს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 3- ი------- გადაწყვეტილება.

1.4 დაევალოს ლ-------- მ----–----–-------- მ-----ს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში დადოს ხელშეკრულება შპს. ,,ტ----------სთან’’ ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელის პოზიცია;

 

მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებს.

შპს. ,,ტ----------მ“ 2017 წლის 22 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ლ-------- მ----–----–-------- გამგეობის მიერ გამოცხადებულ AT 170013752 ელექტრონულ ტენდერში. რომელიც ითვალისწინებდა ლ-------- მუნიციპალიტეტი სოფ ნაკიშერში იბრაგიმ ო-----ს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ფიშყორის კალაპოტის გაწმენდა გასწორხაზოვნების სამუშაოების ჩატარებას. ლ-------- მ----–----–-------- გამგეობას სატენდეტო კომისიამ 2017 წლის 27 დეკემბრის სხდომის ოქმით შპს. ,,ტ----------’’ მიჩნეული იქნა გამარჯვებულად. ამავე სხდომის ოქმით შპს. ,,ტ----------ს’’ დაევალა ოქმის ატვირთვიდან სამი სამუშაო დღის ვადაში დაზუსტებული ფასების ცხრილის წარდგენა, ასევე სამი სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა ხელშეკრულების დასადებად ლ-------- მ----–----–-------- გამგეობაში გამოცხადება. 2017 წლის 3- დეკემბერს, შპს. ,,ტ----------ს’’ მიერ ელექტრონული სისტემის საშვალებით ატვირთუ იქნა დაზუსტებული ფასების ცხრილი, რაც მიუთითებს შესაბამისი მოთხოვნის ჯეროვან შესრულებაზე.

2018 წლის 5 იანვარს შპს. ,,ტ----------ს“ დირექტორი გ------- ლომთათიძე დაახლოებით 10 საათისთვის დაუკავშირდა ლ-------- მ----–----–-------- შ----------- განყოფილების უფროსს ს----- ლ---------–---- და აცნობა რომ მივიდოდა მ-----ში ხელშეკრულების დასადებად. რის შემდგომ მივიდა ლ-------- მ----–----–-------- მ-----ში, მაგრამ იქ დახვდა რამოდენიმე ადამიანი, რომლებმაც შეუზღუდეს თავისუფლად გადაადგილების საშვალება და მ-----ში შესვლა და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ წაიყვანეს ე.წ. ,,მ–--- წყლის“ ტერიტორიაზე, განუცხადეს რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებულია, და შპს ..ტ----------მ’ უარი თქვას ხელშეკრულების დადებაზე. ამ ადამიანებიდან ერთერთი გახლდათ შპს. ,,ჩ------–-ს წარმომადგენელი ი----- ო-----, რომელიც მონაწილეობას იღებდა იმავე ტენდერში რაშიც შპს. ,,ტ----------’’ აღნიშნული საქმიანი გარჩევის შემდეგ გ------- ლ-------- დაბრუნდა ქუთაისში და იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, როცა ბრუნდებოდა ლენტეხში ხელშეკრულების დასადებათ, ქ. წ---–-------–- გაუარესდა ჯამრთელობა, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ასევე დაუკავშირდა ლ-------- მ----–----–-------- შ----------- უფროსს ს----- ლ---------–---- უთხრა რომ ხელშეკრულების დასადებად ვერ ავიდოდა ლენტეხში, ასევე თხოვა რომ არ მომხდარიყო შპს. ,,ტ----------ს„ დისკვალიფიკაცია და ის მიაწვდიდა შესაბამის მტკიცებულებებს .

2018 წლის 8 იანვარს გ------- ლ--------მ წერილობით მიმართა ლ-------- მუნიციპალიტეტს მერს ელექტრონული ფოსტით, რომელიც არაერთხელ ყოფილა მხარეთა შორის საკონტაქტო საშუალება, თუმცა მიმართვიდან 1 წუთში ს----–-–----- შ----------- სისტემაში აიტვირთა სატენდერო კომისიის სხდომის N- ოქმი, რომელიც ითვალისწინებდა შპს. ,,ტ----------ს“ დისკვალიფიკაციას.

 

სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა ელექტრონული ტენდერების წესის დამტკიცების შესახებ N-- ბრძნების 31-ე მუხლის 1-ე 4-ე პუნქტები (უსაფუძვლოდ არ გაუგრძელდა ხელშეკრულების დასადებად ვადა). ამავე ბრძანების 6-ე მუხლის 3-ე პუნქტი (კომისიის სხდომას არ ესწრებოდა კომისიის თავჯდომარე)

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 601 მუხლზე.

 

2. მოპასუხეების პოზიცია;

 

2.1. ლ-------- მ----–----–-------- მ-----მ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტეს, სადაო აქტების მიღების დროს მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში, კომისიას თუ ქონდა უფლება ხელშეკრულების დადებაზე ვადა გაეგრძელებია, ამ შემთხვევაში შპს. ,,ტ----------ს’’ დადგენილ ვადაში 2018 წლის 5 იანვარამდე უნდა შემოეტანა დასაბუთებული მოთხოვნა რაც არ გააკეთა.

ვადის გასვლის შემდგომ მეორე პრედენტენდის შპს, ,,ჩ------–-ს“ გამარჯვებულად გამოუცხადებლობა გამოიწვევდა პრედენტენდის უფლების დარღვევას. კომისიისთვის ცნობილი არ იყო ის რომ გ------- ლ-------- არ შეუშვეს მერიის შენობაში, ამის შესახებ მას კომისიისთვის არ მიუმართავს. კომისიას უფლება აქვს ქვორუმის შემთხვევაში განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის თავჯდომარის დასწრების გარეშე.

ლ-------- მ----–----–-------- მ-----ს მიაჩნია რომ სატენდერო კომისიის 2018 წლის 8 ი------- N- სხდომის ოქმი სრულად შესაბამება ს----–-–----- შ----------- ს---------ს თავჯდომარის 2017 წლის 14 ი------- N-- ბრძნებას - ელექტრონული ტენდერების ჩატარენის წესის დამტკიცების შესახებ, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხე ს----–-–----- შ----------- ს---------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

მესამე პირს შპს. ,,ჩ------–-’’ შესაგებელი არ შემოუტანია, სასამართლო სხდომაზე

შპს. ,,ჩ------–-ს’’ დირექტორმა სარჩელი არ ცნო. და განმარტა, რომ მას შპს. ,,ტ----------ს’’ დირექტორისათვის თავისუფლება არ შეუზღუდია და არც დამუქრებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს ლ-------- მ----–----–-------- მ-----ში გამოცხადებულ იქნა N----------- ელექტრონულ ტენდერი.

3.1.2.. ლ-------- მ----–----–-------- მერიის სატენდერო კომისიის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს მიღებული N2 ოქმით შპს. ,,ტ----------’’ გამოცხადდა გამარჯვებულად. და სამი სამუშაო დღის ვადაში დაევალა წარმოედგინა დაზუსტებული ფასების ცხრილი.

3.1.3. შპს. ,,ტ----------მ’’ 2017 წლის 3- დეკემბერს ს----–-–----- შ----------- ელექტრონულ სისტემაში წარადგინა დაზუსტებული ფასების ცხრილი.

3.1.4 ლ-------- მ----–----–-------- მერიის სატენდერო კომისიის მიერ 2018 წლის 8 იანვარს მიღებული N- ოქმით შპს. ,,ტ----------ს’’ მიეცა დისკვალიფიკაცია.

3.1.5 ს----–-–----- შ----------- ს---------ს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 3- ი------- გადაწყვეტილებით შპს. ,,ტ----------ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა

3.1.6 ლ-------- მ----–----–-------- მერიის სატენდერო კომისიის მიერ 2018 წლის 31 იანვარს მიღებული N- ოქმით შპს. ,,ჩ------–-“ გამოცხადდა გამარჯვებულად.

 

სასამართლოს მიერ დამტკიცებული გარემოებები;

 

3.1.7 შპს, ,,ტ----------ს 2018 წლის 5 იანვარს არ მიუმართავს სატენდერო კომისიისთვის ხელშეკრულების გასაფორმებლად ვადის გაგრძელების შესახებ.

3.1.8 2018 წლის 8 იანვარს შპს ,,ტ----------ს“ დირექტორმა გ------- ლ--------მ წერილობით მიმართა ლ-------- მ----–----–-------- მერს, სადაც მითითებულია გამოუცხადებლობის მიზეზებზე და სურვილი, რომ მხარეთა შორის გაფორმდეს ხელშეკრულება.

 

3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1 ხელშეკრულება ვერ დაიდო ფორს მაჟორული გარემოებების გამო კერძოს; 1) შპს. ტ----------ს’’ დირექტორს შეეზღუდა თავისუფალი გადაადგილების უფლება და ლ-------- მ-----ში შესვლა 2) ი----- ო-----ს მხრიდან იძულება. 3) ავადმყოფობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2017 წლის 14 იანვრის N-- ბრძნება - ელექტრონული ტენდერების ჩატარენის წესის დამტკიცების შესახებ,-

6. სამართლებრივი და ფაქტობრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ-------- მ----–----–-------- სატენდერო კომისიის 2018 წლის 8 ი------- N- სხდომის ოქმი და 2018 წლის 31 ი------- N- სხდომის ოქმი ს----–-–----- შ----------- ს---------ს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 3- ი------- გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოსარჩელის მოთხოვნა - ლ-------- მ----–----–-------- მ-----ს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში დაევალოს დადოს ხელშეკრულება შპს. ,,ტ----------სთან’’ ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ სარჩელს ქმედების განხორციელების თაობაზე და მათი კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ მოცემული სარჩელის ფარგლებში.

სასამართლომ საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის პირველ რიგში უნდა დაადგინოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები;

1) შპს. ,,ტ----------ს’’ დირექტორს შეეზღუდა თუ არა თავისუფალი გადაადგილების უფლება და ლ-------- მ-----ში შესვლა;

2) ი----- ო-----ს მხრიდან იძულება;

3) ავადმყოფობა;

4)მიმართა თუ არა შპს. ტ----------ს დირექტორმა სატენდერო კომისიას 2018 წლის 5 იანვრამდე ხელშეკრულების დასადებად ვადის გაგრძელებაზე;

 

1.სასამართლო სხდომაზე მხარეთა-ახსნა განმარტებით, ლ-------- პოლიციის სამმართველოდან გამოთხოვილი გამოკითხვის ოქმებით, მხარეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით არ დგინდება შპს. ტ----------ს’’ დირექტორს თავისუფალი გადაადგილების უფლება შეზღუდვა და ლ-------- მ-----ში შესვლა ან ი----- ო-----ს მხრიდან იძულება. პირიქით დადგინდა საპირისპირო ფაქტები; ი----- ო-----ს შეთავაზების შემდგომ რომ მას სურდა საუბარი, გ------- ლ-------- რომელიც თვითონ მართავდა ავტომანქანას, ნებაყოფლობით მივიდა ე.წ. ,,მ–--- წ---–----’’, შემდგომ დაბრუნდა ქუთაისში და გარკვეული დროის შემდგომ სურდა დაბრუნებულიყო ლენტეხში ხელშეკრულების გასაფორმებლად, რასაც მისი განმარტებით ხელი შეუშალა ავადმყოფობამ, შესაბამისად მას ქონდა თავისუფალი გადაადგილების საშვალება და არ იკვეთება თავისუფალი გადაადგილების უფლება შეზღუდვა. ასევე ი----- ო----- და გ------- ლ--------ს საუბრის დროს არ ქონია ადგილი დაშინებას, მუქარას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას, შესაბამისად არ დგინდება იძულება.

 

2. 2018 წლის 5 იანვარს შპს. ,,ტ----------ს’’ დირექტორი გ------- ლ------- ავტომანქანით ბრუდებოდა ლ-------- მ----–----–----------- მ-----ში ხელშეკრულების გასაფორმებლად, რა დროსაც ის ცუდად გახდა, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, ექიმა განუმარტა რომ არტერიული წნევა ქონდა მაღალი და ურჩია დასვენება, აღნიშნულის შესახებ ტელეფონის საშუალებით 1733 საათზე დაუკავშირდა კომისიის წევრს ს----- ლ---------–---- და აცნობა მისი ავადმყოფობის შესახებ. სასამართლოს აზრით ზემოთ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს იმის მტკიცებას რომ ამ შემთხვევაში სატენდერო კომისიას ხელშეკრულების დასადებად ვადა უნდა გაეგრძელებია. რადგან სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს----- ლ---------–----- განმარტა, რომ მათ შორის შედგა საუბარი, გ------- ლ--------მ უთხრა, რომ შეუძლოდ გახდა გზაში და ვერ შეძლებდა ლენტეხში ამოსვლას, მაგრამ მისთვის გ------- ლ--------ს არ უთხოვია ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით ემსჯელა კომისიას.

 

3. სასამართლოს მიაჩნია, შპს. ,,ტ----------ს’’ დირექტორ გ------- ლ-------ს ს----- ლ---------–------- სატელეფონო საუბრის დროს რომც მოეთხოვა ვადის გაგრძელება სატენდერო კომისია აღნიშნულ მოთხოვნას ვერ განიხილავდა რადგან, ს----–-–----- შ----------- ს---------ს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ N-- ბრძანების 7-ე მუხლის თანახმად შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს/მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით. სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

მოსარჩელეს ქონდა დროც და საშვალებაც ზემოთ აღნიშნული ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად მოდულის საშვალებით სისტემაში აეტვირთა მოთხოვნა ვადის გაგრძელების შესახებ რაც არ გააკეთა, შესაბამისად კომისია ვალდებული იყო ჩაეტარებია სხდომა.

 

4. მოსარჩელის მსჯელობას, იმის შესახებ რომ ხელშეკრულების ხელმოწერაზე დოლო ვადა 2018 წლის 5 იანვარი კი არ არის არამედ 10 იანვარია სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან ს----–-–----- შ----------- ს---------ს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ N-- ბრძანების 31-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად თუ ელექტრონულ ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია მოთხოვნილი არ არის, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არანაკლებ 4 და არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას.

 

5. 2017 წლის 27 დეკემბერს სატენდერო კომისიის თავჯდომარემ აცნობა მოსარჩელს, რომ სამი სამუშაო დრის ვადაში წარმოედგინა დაზუსტებული ფასების ცხრილი და სამი სამუშაო დღის შემდგეგ, მაგრამ არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა გამოცხადებულიყო ლ-------- მ----–----–-------- მ-----ში ხელშეკრულების გასაფორმებლად. შპს. ,,ტ----------მ’’ 2017 წლის 3- დეკემბერს ელექტრონული საშვალებით ატვირთა დაზუსტებული ფასების ცხრილი. შესაბამისად, ხელშეკრულების გასაფორმებლად მაქსიმალური დრო არის 5 იანვარი.

 

6. მსჯელობას იმის შესახებ რომ სატენდერო კომისიას არ ქონდა უფლება კომისიის თავჯდომარის ბადრი ლიპარტელიანის დასწრების გარეშე განეხილა საკითხი. სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან კომისია იღებს გადაწყვეტილებას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ა. გ. 2018 წლის 8 ი------- N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მიიღო სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, მხოლოდ ის გარემოება რომ სხდომას არ ესწრებოდა კომისიის თავჯდომარე, ვერ გახდება სადაო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7. მოსარჩელის აზრით 2018 წლის 8 ი------- N- სხდომის ოქმი, მიღებული იქნა ს----–-–----- შ----------- ს---------ს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ N-- ბრძანების 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ პუნქტით, ისე რომ კომისიას არ გამოუკვლევია ნამდვილად უარს ამბობდა თუ არა შპს. ,,ტ----------“ ხელშეკრულების დადებაზე. და აღნიშნული საკითხის გამოკვლევის შემდგომ კომისია შპს. ,,ტ----------ს’’ ვადას გაუგრძელებდა, შესაბამისად დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 5-ე ნაწილის მოთხოვნა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ზემოთაღნიშნულ მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო; ს----–-–----- შ----------- ს---------ს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ N-- ბრძანების 31-ე მუხლის 4-ე ნაწილის თანახმად ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზ(ებ)ი, რომლის/რომელთა გამოც ვერ ხერხდება ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის 6-ე ნაწილის თანახმად პრეტენდენტი, რომელიც არ გამოცხადდება ხელშეკრულების დასადებად, უარს იტყვის ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად სატენდერო კომისიამ, რომ იმსჯელოს ვადის გაგრძელებაზე, ვადის გასვლამდე პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს დასაბუთებული მოთხოვნა ვადის გაგრძელებაზე, სხვა შემთხვევაში საკითხს ვერ განიხილავს და რომც განიხილოს მისი გადაწყვეტილება დაუსაბუთებული იქნება. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს. ტ----------ს“ 2018 წლის 5 იანვრამდე დასაბუთებული მოთხოვნით (ვადის გაგრძელების თაობაზე) კომისიისთვის არ მიუმართავს, კომისიის წევრთან ს----- ლ---------–------- სატელეფონო საუბარი რომ ჩავთვალოთ ვადის გაგრძელების მოთხოვნათ, და კომისიას ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე იგივე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, რადგან ა) წნევის ცვალებადობა ან კაპტოპრინის მოქმედების უკუჩვენება (გულისრევა, თავბრუსხვევა და სხვა) არ არის ისეთი არსებითი გარემოება, რომ ხელი შეშლოდა მხარეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე. 2) კომისიას კანონი ავალდებულებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას, შესაბამისად ზომოთაღნიშნული მიზეზებით ვადის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული არ იქნებოდა.

 

8. 2018 წლის 8 ი------- სატენდერო კომისის N- სხდომის ოქმი მიღებულია ს----–-–----- შ----------- ს---------ს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ N-- ბრძანების და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს ბათილად ცნობის საფუძველი.

 

9. მოსარჩელის მოთხოვნა, შპს. ჩ------–-ს“ დირექტორი ი. ო----- მოიქცა არაკეთილსინდისიერად, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სასამართლოზე გამოკვლებული მასალებით არ დგინდება ზემოთაღნიშნული გარემოება. შესაბამისად 2018 წლის 31 ი------- სატენდერო კომისის N- სხდომის ოქმი მიღებულია ს----–-–----- შ----------- ს---------ს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ N-- ბრძანების და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს ბათილად ცნობის საფუძველი.

 

10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდესრის 601 მუხლის 1-ლი ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

12. სასამართლოს მხრიდან, სრულად იქნა გამოკვლეული ის ვარაუდები, რის საფუძველზეც იქნა მიღებული სადაო აქტები და დაგენილად მიაჩნია, ს----–-–----- შ----------- ს---------ს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 3- ი------- გადაწყვეტილების მიღების დროს გამოკვლეულია საჩივარში მითითებული გარემოებები, სადაო აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ბათილად ცნობის საფუძველი.

 

13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

14. სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შედეგად არ დგინდება მოსარჩელის კანონიერი უფლების და ინტერესის ხელყოფა, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა - ლ-------- მ----–----–-------- მერიის დავალდებულებას 5 სამუშაო დღის ვადაში შპს. ,,ტ----------სთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

15. საპროცესო ხარჯები;

მოსარჩელეს გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი,16. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები;

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს. ,,ტ----------ს’’ მოთხოვნა ინდივიდვალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ლ-------- მ----–----–-------- მერიის ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

3. მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ცაგერი, ასათიანის ქუჩა №14) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე

როინ კახიძე