განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
130100118002263935
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/14-2018

№ 027141217001

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 აპრილი 2018 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ------ რომანის ძე ე-–--–---–ი, დაბადებული 1979 წლის 06 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში.

ადვოკატი - იო-------------ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ზ------ ე-–--–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. პირის მიმართ, რომელთანაც ცხოვრობდა ერთ ოჯახად და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის დეკემბრის დასაწყისამდე, დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, ზ------ ე-–--–---–ი ერთ ოჯახად ცხოვრობდა ქ.ქ-----––----------ის ქ.#10-ში მდებარე სახლში შ--------–-------თან ერთად. 2017 წლის 14 დეკემბერს შ--------–-------თან უთანხმოებისა და ეჭვიანობის გამო, ზ------ ე-–--–---–მა ცეცხლის წაკიდებით განზრახ გაანადგურა ქ.ქ-----––----------ის ქ.#10-ში მდებარე, მასთან საერთო საოჯახო მეურნეობით დაკავშირებული შ--------–-------ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რამაც გამოიწვია 1295 ლარის მნიშვნელოივანი მატერიალური ზიანი.

ე.ი. ზ------ ე-–--–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ზ------ ე-–--–---–ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ შ--------–-------ის ჩვენებას, მოწმეების : გი------------–--ის, დ-------------–----ის ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ფოტოცხრილს, სახანძრო ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის 2018 წლის 10 იანვრის Nს/ტ;14/ქრ დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ზ------ ე-–--–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ზ------ ე-–--–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლის წაკიდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, პირის მიმართ, რომელთანაც ცხოვრობდა ერთ ოჯახად და მასთან ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ზ------ ე-–--–---–ს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ------ ე-–--–---–მა ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ზ------ ე-–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულს აუნაზრაურდა ზიანი და ითხოვს ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დაზრალებულის პოზიციას, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს და დაზარალებულის პოზიციას.

 

5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ზ------ ე-–--–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს საპატიმრო სასჯელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------ ე-–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 02(ორი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 02(ორი) წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

2. საპატიმრო სასჯელის ვადის ათვლა ზ------ ე-–--–---–ს დაეწყოს დაკავების დღიდან, 2017 წლის 14 დეკემბრიდან.

3.თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, კონტროლი და დახმარება ზ------ ე-–--–---–ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. გაუქმდეს ზ------ ე-–--–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

5. ნივთიერი მტკიცებულება : შემთხვევის ადგილიდან ამოიღებული ნამწვის ნიმუშები, რომელიც ინახება შსს ქარელის რაიონული სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო ზ------ ე-–--–---–ისაგან ამოღებული ჯინსის შარვალი დაუბრუნდეს მის ოჯახს.

6.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი