განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100117001813703
№1/50-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მაისი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ
ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის
ბრალდებულების - ნინო ბერიაშვილის და ვანო ზირაქაშვილის
ადვოკატ - ლალი ჩაველაშვილის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №023130716002)
ბრალდებული: ნინო ბერიაშვილი
მამის სახელი: რუბენი
დაბადებული: 07.07.1952 წელს
პირადი ნომერი: 13001054158
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ველისციხე
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ველისციხე
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ნინო ბერიაშვილს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ბინის და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი, ჯგუფურად ბინაში მფლობელობის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ნინო ბერიაშვილს 2017 წლის 23 იანვარს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
ბრალდებული: ვანო ზირაქაშვილი
მამის სახელი: გივი
დაბადებული: 03.08.1973 წელს
პირადი ნომერი: 13001058145
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ველისციხე
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ველისციხე
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. ვანო ზირაქაშვილს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ბინის და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი, ჯგუფურად ბინაში მფლობელობის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ვანო ზირაქაშვილს 2018 წლის 23 იანვარს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2014 წლის 5 აგვისტოს ნინო ბერიაშვილსა და დიანა ბაღდასაროვს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, დიანა ბაღდასაროვი გახდა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მდებარე ნინო ბერიაშვილის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე. დიანა ბაღდასაროვის განცხადების საფუძველზე, შსს გურჯაანის რაიონული სასამართლოს თანამშრომლების მიერ, 2015 წლის 22 ოქტომბერს ნინო ბერიაშვილი თავისი ოჯახის წევრებთან, ნინო ზირაქაშვითან და ვანო ბერიაშვილთან ერთად, გამოსახლებულ იქნა თავისი ყოფილი ბინიდან. შემდგომში აღნიშნული ბინა შეიძინა მიხეილ კალაჩიანმა და გახდა მესაკუთრე. 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, ნინო ბერიაშვილი თავისი ოჯახის წევრებთან, ვანო ზირაქაშვილთან და ნინო ზირაქაშვილთან ერთად, უკანონოდ შევიდა მიხეილ კალაჩიანის საკუთრებაში მყოფ საცხოვრებელ სახლში, სადაც დღემდე აგრძელებს უკანონოდ ცხოვრებას, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.
1. მოწმე დაზარალებულ მიხეილ კალაჩიანის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ არის სახლის მეპატრონე, დაზარალებული. პირველად სახლი ნახა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, როდესაც ქალბატონმა ოფელია ბედინოვამ , რომელიც არის იპოთეკარის დიანა ბაღდასაროვის წარმომადგენელი, სოფელ ველისციხეში წაყვანა და დახმარება სთხოვა მიხეილ კალაჩიანს. მიხეილ კალაჩიანმა ოფელია ბედინოვა პირველად პოლიციაში წამოიყვანა აღნიშულ სახლთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ გამოსახლებაში დასახმარებლად. გზად საუბრისას, კალაჩიანმა აზრი გამოიტანა, რომ სახლის მეპატრონემ ვერ გადაიხადა სესხის ფული და ოფელია ბედინოვას, როგორც იპოთეკარის წარმომადგენელს, უნდა გამოესახლებინა. გამოსახლების პროცესში, ნივთების გამოტანაში თავად იღებდა მონაწილეობას მიხეილ კალაჩიანი, ვანო ზირაქაშვლი არ უნახავს იმ დროს სახლში, მაგრამ იყო დედამისი, რომელსაც თავად გამოჰქონდა ტელევიზორი. გამოსახლების პროცესის დასრულების შემდეგ, ოფელია ბედინოვამ მიხეილ კალაჩიანი შეახვედრა სახლის მეპატრონეს, რომელსაც სჭირდებოდა ფული. მიხეილ კალაჩიანმა გადაუხადა მეპატრონეს, დიანა ბაღდასაროვს, 12 000 ათასი ევრო და იყიდა სახლი. მეპატრონემ განუცხადა კალაჩიანს, რომ ოფელიაზე ჰქონდა მინდობილობა გაკეთებული და როცა მოახერხებდა შეეძლო გადაეფორმებინა სახლი. მიხეილ კალაჩიანმა სახლი გადაიფორმა იანვარში. როდესაც სახლი გადაიფორმა, არავინ არ ცხოვრობდა იმ სახლში, გამოსახებულები იყვნენ. თებერვლის თვეში მიხეილ კალაჩიანი იმყოფებოდა სავადმყოფოში, რა დროსაც დაურეკა ვანო ზირაქაშვილმა, აგინა, სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა და მისი და მისი შვილების მოკვლით ემუქრებოდა მიხეილ კალაჩიანს, რის გამოც გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგი ითხოვდა ბინის დაბრუნებას. როდესაც მიხეილ კალაჩიანი ჩავიდა სოფელში ადვოკატთან ერთად, ნახა, რომ ბერიაშვილი და ზირაქაშვილი შესულები იყვნენ მის სახლში, რომელიც 2016 წლის იანვრიდან მის სახელზეა გაფორმებული, ხოლო ნინო ბერიაშვილი და ვანო ზირაქაშვილი წელიწადნახევარია მის სახლში ცხოვრობენ და ეზოში არსებული ხილის მოსავალს თვითონ იღებენ. დღეის მდგომარეობით ის ვერ სარგებლობს თავისი სახლით, მიხეილ კალაჩიანი ითხოვს ბინის დაცლას სასწრაფოდ და ბრალდებულების დასჯა ჩადენილი ქმედების გამო.
2. მოწმე ოფელია ბედინოვას მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ცხოვრობს ქალაქ თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე. მასთან მივიდნენ თორნიკე და ზურა, ზურამ უთხრა, რომ იგი იყო ქალაბატონი ნინოს ძმისშვილი და უნდოდა სესხი, სანაცვლოდ ჩადებნენ ბინას. როდესაც სახლი დაათვალიერა ოფელია ბადინოვამ სოფელ ველისციხეში, სახლში ასევე იყო ნინო ზირაქაშვილი. ზურამ ოფელია ბედინოვას განუცხადა, რომ აღნიშნული თანხა სჭირდებოდა ნინოს შვილს ვანოს, რომელსაც იგი დაეხმარა საბუთების მომზადებაში და ვანო დაჰპირდა ზურას ფულის მიცემას. თბილისში ოფელია ბედინოვასთან ჩავიდნენ, ზურა, თავისი დედა-მარინა და თორნიკეს დედა ნანა. როდესაც ოფელია ბედინოვამ ნინო მოიკითხა, უთხრეს რომ ჰქონდათ მისი მინდობილობა. ვინაიდან ოფელია ბედინოვამ ფული არ მისცათ მინდობილობის საფუძველზე, მეორედ ჩასვლისას, ნანამ და ზურამ ჩაიყვანეს ნინო. ნინომ განაცხადა, რომ ჭირდებოდა ფული, ხოლო ზურა და ნანა მისი ახლობლები იყვნენ. ნოტარიუსმა ხმამაღლა წაიკითხა ხელშეკრულება და ამის შემდეგ ოფელია ბედინოვამ ფული გადასცა ნინოს, რომელმაც ნოტარიუსის თანდასწრებით დაითვალა ფული და მოაწერა ხელი ხელშეკრულებას 7500 ევროს გადაცემის თაობაზე. ნინოს ვადა მიეცა 5 თვე, რის შესაძლებლობაც ექნებოდ დაებრუებინა ნაწილ-ნაწილ თანხა. თანხა უნდა დაბრუნებულიყო დიანა ბაღდასაროვისთვის. როდესაც 2-3 თვის გასვლის შემდეგ, ნინო არ პასუხობდა ოფელია ბედინოვას სატელეფონო ზარებს, იგი ჩავიდა ველისციხეში ამბის გასაგებად. იქ დახვდა მას, ნინო, ვანო, რომელსაც არ იცნობდა და ბებო. ნინომ ოფელია ბედინოვას დაუდასტურა, რომ ფული მისცა თორნიკეს და ზურას. ოფელია ბედინოვამ გაიგო, რომ ზურა ნინოს ძმის შვილი არ ყოფილა, ხოლო ნინომ დაუდასტურა , რომ ნანა იყო მათი ნაცნობი. ოფელია ბედინოვას განცხადებით, მან სამჯერ შეაჩერა გამოსახლება, ასევე, ვანომ და ნინომაც სთხოვეს გამოსახლების გადავადება 3 თვით. ვინაიდან ფული არ გადაიხადეს, მოხდა გამოსახლება, რის შემდეგაც ბინა მიჰყიდა მიხეილს. როდესაც ოფელია ბედინოვამ ზურას ჰკითხა ფული სად წაიღეს, მან უპასუხა, რომ როდესაც ვანოსთან სახლში მივიდნენ, ვანოს მისცეს ფული, რამდენიც მას სჭრიდებოდა, დანარჩენი თვითონ აიღეს, როდესაც ოფელია ბედინოვამ სახლი მიხეილ კალაჩიანს გადაუფორმა, მან არ იცოდა, რომ იმ სახლში ცხოვრობდნენ ვანო ზირაქაშვილი და ნინო ბერიაშვილი, ეს მან გაიგო მიხეილ კალაჩიანისგან. დღეის მდგომარეობით ბინა არის მიხეილ კალაჩიანის სახელზე და ცხოვრობენ ვანო ზირაქაშვილი და ნინო ბერიაშვილი.
3.მოწმე ზაზა ჭურღულაშვილის , გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებებლის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მის წარმოებაში იყო აღნიშნული საქმე . 2016 წლის 12 ივლისს გურჯაანის რაიონულ სამმართველოს მიმართა ქ. თბილისში, ნავთლუღის დასახლება, მათიაშვილის ქ.N12-ში მცხოვრებმა მიხეილ კალაჩიანის ადვოკატმა განცხადებით, რომლის მიხედვითაც, მიხეილ კალაჩიანმა დიანა ბაღდასაროვისაგან შეიძინა უძრავი ქონება , გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში. იგი ვერ ახერხებს საკუთარ სახლში ცხოვრებას , რადგან იქ ცხოვრობენ ძველი მეპატრონეები. როდესაც ადგილზე მივიდნენ პოლიციელები, მათ სახლში დახვდა ნინო ბერიაშვილი, მისი შვილი ვანო ზირაქაშვილი და მისი დედამთილი ნინო ზირაქაშვილი, რომელიც დაკითხვის დროს იყო უკეთ, ხოლო შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. რაც შეეხება 2015 წლის 22 ოქტომბრის ფაქტს, მოწმემ განაცხადა, რომ იმყოფებოდა გამოსახლების საქმეზე, როგორც ჯგუფის წევრი, მაგრამ დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია. მეორე სართული მთლიანად დაცალეს და გასაღები გადასცეს დიანა ბაღდასაროვის წარმომადგენელს, ხოლო ნივთების ნაწილი, დარჩა სახლის პირველ სართულზე, რაზედაც შეთანხმდნენ მხარეები, რომ რამდენიმე დღეში, დაახლოებით 20 დღეში უნდა გაეტანათ დარჩენილი ნივთებიც.
4.მოწმე ფირუზი გიქორაშვილის , გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებებლის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2015 წლის მარტის თვეში შესასრულებლად დაეწერა დიანა ბაღდასაროვის განცხადება, რომელშიც იგი მოითხოვდა მისი უძრავი ქონებიდან ძველი მეპატრონეების გამოსახლებას. განცხადების მიხედვით იქ ცხოვრობდა ყოფილი მეპატრონე ნინო ბერიაშვილი და მისი ოჯახის წევრები. მონაწილეობა აქვს მიღებული გამოსახლებაში. გამოსახლება მოხდა საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, რომელიც განცხადებით წარადგინა დიანა ბაღდასაროვმა და მესაკუთრედ მითითებული იყო თვითონ დიანა ბაღდასაროვი. 15 აპრილს ნინო ბერიაშვილის მიმართ შედგა დანართი 1-ი. 2015 წლის 22 ოქტომბერს მოხდა ნინო ბერიაშვილისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახელება, რადგან სახლი სადაც ისინი ცხოვრობდნენ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო დიანა ბაღდასაროვზე. ნაწილი პირადი ნივთებისა გამოიტანეს, ხოლო ნაწილზე ნინო ბერიაშვილი და ოფელია ბედინოვა შეთანხმდნენ, რომ ნინო ბერიაშვილი გამოიტანდა ერთი თვის ვადაში. გამოსახლებისას შედგა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მოხდა ნინო ბერიაშვილის, ვანო ზირაქაშვილისა და დედამთილის ნინო ზირაქაშვილის გამოსახლება. გამოსახლების შემდეგ უძრავი საკუთრება ჩაბარდა დიანა ბაღდასაროვის წარმომადგენელს, ოფელია ბედინოვას. მოწმის განმარტებით, გამოსახლების დღეს სახლში იმყოფებოდნენ ნინო ბერიშვილი და ნინო ზირაქაშვილი, ვანო ზირაქაშვილი არ იმყოფებოდა სახლში.
5. მოწმე ირმა ამოზაშვილის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი ცხოვრობს სოფელ ველისციხეში ბრალდებულების მეზობლად. განმარტა, რომ ისინი გამოსახლებულები იყვნენ თავიანთი ბინიდან და დაახლოებით 2 თვეში უკან დაბრუნდნენ და დღეის მდგომარეობით იქ ცხოვრობენ ავადმყოფ მოხუცთან ერთად, რადგან წასასვლელი არ აქვთ.
6. მოწმე ეკატერინე მათიაშვილის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ბრლადებულების მეზობლად და მათ იცნობს კარგად. იცის, რომ იყვნენ გამოსახლებულები თავიანთი ბინიდან, დაახლოებით 2 თვე იყვნენ წასულები, მაგრამ დაახლოებით დეკემბერში დაბრუნდნენ და დღესაც იქ ცხოვრობენ, რადგან სხვაგან წასავლელი არ აქვთ, ჰყავთ 90 წლის ავადმყოფი მოხუცი.
მხარეთა მიერ არსებით სასამართლო სხდომაზე შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით და მოწმეების: თავად ვანო ზირაქაშვილის და ნინო ბერიაშვილის ჩვენებებით, ქუდით და ქუდის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მიხეილ კალაჩიანი ნამდვილად საკუთრების უფლებით ფლობს გურჯაანის რაიონის მდებარე სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო) ნაკვეთს. 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, ვანო ზირაქაშვილი და ნინო ბერიაშვილი თავისი ოჯახის წევრთან, ნინო ზირაქაშვილთან ერთად, უკანონოდ შევიდნენ მიხეილ კალაჩიანის საკუთრებაში მყოფ საცხოვრებელ სახლში, სადაც დღემდე აგრძელებენ უკანონოდ ცხოვრებას, რითაც დაარღვიეს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
7. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნინო ბერიაშვილი და ვანო ზირაქაშვილი მიხეილ კალაჩიანის კუთვნილ ბინაში შევიდნენ მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ, რითაც დაარღვიეს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2. მოწმე დაზარალებულ მიხეილ კალაჩიანის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ არის სახლის მეპატრონე, დაზარალებული. პირველად სახლი ნახა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, როდესაც ქალბატონმა ოფელია ბედინოვამ , რომელიც არის იპოთეკარის დიანა ბაღდასაროვის წარმომადგენელი, სოფელ ველისციხეში წაყვანა და დახმარება სთხოვა მიხეილ კალაჩიანს. მიხეილ კალაჩიანმა ოფელია ბედინოვა პირველად პოლიციაში წამოიყვანა აღნიშულ სახლთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ გამოსახლებაში დასახმარებლად. გზად საუბრისას, კალაჩიანმა აზრი გამოიტანა, რომ სახლის მეპატრონემ ვერ გადაიხადა სესხის ფული და ოფელია ბედინოვას, როგორც იპოთეკარის წარმომადგენელს, უნდა გამოესახლებინა. გამოსახლების პროცესში, ნივთების გამოტანაში თავად იღებდა მონაწილეობას მიხეილ კალაჩიანი, ვანო ზირაქაშვლი არ უნახავს იმ დროს სახლში, მაგრამ იყო დედამისი, რომელსაც თავად გამოჰქონდა ტელევიზორი. გამოსახლების პროცესის დასრულების შემდეგ, ოფელია ბედინოვამ მიხეილ კალაჩიანი შეახვედრა სახლის მეპატრონეს, რომელსაც სჭირდებოდა ფული. მიხეილ კალაჩიანმა გადაუხადა მეპატრონეს, დიანა ბაღდასაროვს, 12 000 ათასი ევრო და იყიდა სახლი. მეპატრონემ განუცხადა კალაჩიანს, რომ ოფელიაზე ჰქონდა მინდობილობა გაკეთებული და როცა მოახერხებდა შეეძლო გადაეფორმებინა სახლი. მიხეილ კალაჩიანმა სახლი გადაიფორმა იანვარში. როდესაც სახლი გადაიფორმა, არავინ არ ცხოვრობდა იმ სახლში, გამოსახებულები იყვნენ. თებერვლის თვეში მიხეილ კალაჩიანი იმყოფებოდა სავადმყოფოში, რა დროსაც დაურეკა ვანო ზირაქაშვილმა, აგინა, სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა და მისი და მისი შვილების მოკვლით ემუქრებოდა მიხეილ კალაჩიანს, რის გამოც გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგი ითხოვდა ბინის დაბრუნებას. როდესაც მიხეილ კალაჩიანი ჩავიდა სოფელში ადვოკატთან ერთად, ნახა, რომ ბერიაშვილი და ზირაქაშვილი შესულები იყვნენ მის სახლში, რომელიც 2016 წლის იანვრიდან მის სახელზეა გაფორმებული, ხოლო ნინო ბერიაშვილი და ვანო ზირაქაშვილი წელიწადნახევარია მის სახლში ცხოვრობენ და ეზოში არსებული ხილის მოსავალს თვითონ იღებენ. დღეის მდგომარეობით ის ვერ სარგებლობს თავისი სახლით, მიხეილ კალაჩიანი ითხოვს ბინის დაცლას სასწრაფოდ და ბრალდებულების დასჯა ჩადენილი ქმედების გამო.
2. მოწმე ოფელია ბედინოვას მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ცხოვრობს ქალაქ თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე. მასთან მივიდნენ თორნიკე და ზურა, ზურამ უთხრა, რომ იგი იყო ქალაბატონი ნინოს ძმისშვილი და უნდოდა სესხი, სანაცვლოდ ჩადებნენ ბინას. როდესაც სახლი დაათვალიერა ოფელია ბადინოვამ სოფელ ველისციხეში, სახლში ასევე იყო ნინო ზირაქაშვილი. ზურამ ოფელია ბედინოვას განუცხადა, რომ აღნიშნული თანხა სჭირდებოდა ნინოს შვილს ვანოს, რომელსაც იგი დაეხმარა საბუთების მომზადებაში და ვანო დაჰპირდა ზურას ფულის მიცემას. თბილისში ოფელია ბედინოვასთან ჩავიდნენ, ზურა, თავისი დედა-მარინა და თორნიკეს დედა ნანა. როდესაც ოფელია ბედინოვამ ნინო მოიკითხა, უთხრეს რომ ჰქონდათ მისი მინდობილობა. ვინაიდან ოფელია ბედინოვამ ფული არ მისცათ მინდობილობის საფუძველზე, მეორედ ჩასვლისას, ნანამ და ზურამ ჩაიყვანეს ნინო. ნინომ განაცხადა, რომ ჭირდებოდა ფული, ხოლო ზურა და ნანა მისი ახლობლები იყვნენ. ნოტარიუსმა ხმამაღლა წაიკითხა ხელშეკრულება და ამის შემდეგ ოფელია ბედინოვამ ფული გადასცა ნინოს, რომელმაც ნოტარიუსის თანდასწრებით დაითვალა ფული და მოაწერა ხელი ხელშეკრულებას 7500 ევროს გადაცემის თაობაზე. ნინოს ვადა მიეცა 5 თვე, რის შესაძლებლობაც ექნებოდ დაებრუებინა ნაწილ-ნაწილ თანხა. თანხა უნდა დაბრუნებულიყო დიანა ბაღდასაროვისთვის. როდესაც 2-3 თვის გასვლის შემდეგ, ნინო არ პასუხობდა ოფელია ბედინოვას სატელეფონო ზარებს, იგი ჩავიდა ველისციხეში ამბის გასაგებად. იქ დახვდა მას, ნინო, ვანო, რომელსაც არ იცნობდა და ბებო. ნინომ ოფელია ბედინოვას დაუდასტურა, რომ ფული მისცა თორნიკეს და ზურას. ოფელია ბედინოვამ გაიგო, რომ ზურა ნინოს ძმის შვილი არ ყოფილა, ხოლო ნინომ დაუდასტურა , რომ ნანა იყო მათი ნაცნობი. ოფელია ბედინოვას განცხადებით, მან სამჯერ შეაჩერა გამოსახლება, ასევე, ვანომ და ნინომაც სთხოვეს გამოსახლების გადავადება 3 თვით. ვინაიდან ფული არ გადაიხადეს, მოხდა გამოსახლება, რის შემდეგაც ბინა მიჰყიდა მიხეილს. როდესაც ოფელია ბედინოვამ ზურას ჰკითხა ფული სად წაიღეს, მან უპასუხა, რომ როდესაც ვანოსთან სახლში მივიდნენ, ვანოს მისცეს ფული, რამდენიც მას სჭრიდებოდა, დანარჩენი თვითონ აიღეს, როდესაც ოფელია ბედინოვამ სახლი მიხეილ კალაჩიანს გადაუფორმა, მან არ იცოდა, რომ იმ სახლში ცხოვრობდნენ ვანო ზირაქაშვილი და ნინო ბერიაშვილი, ეს მან გაიგო მიხეილ კალაჩიანისგან. დღეის მდგომარეობით ბინა არის მიხეილ კალაჩიანის სახელზე და ცხოვრობენ ვანო ზირაქაშვილი და ნინო ბერიაშვილი.
3.მოწმე ზაზა ჭურღულაშვილის , გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებებლის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მის წარმოებაში იყო აღნიშნული საქმე . 2016 წლის 12 ივლისს გურჯაანის რაიონულ სამმართველოს მიმართა ქ. თბილისში, ნავთლუღის დასახლება, მათიაშვილის ქ.N12-ში მცხოვრებმა მიხეილ კალაჩიანის ადვოკატმა განცხადებით, რომლის მიხედვითაც, მიხეილ კალაჩიანმა დიანა ბაღდასაროვისაგან შეიძინა უძრავი ქონება , გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში. იგი ვერ ახერხებს საკუთარ სახლში ცხოვრებას , რადგან იქ ცხოვრობენ ძველი მეპატრონეები. როდესაც ადგილზე მივიდნენ პოლიციელები, მათ სახლში დახვდა ნინო ბერიაშვილი, მისი შვილი ვანო ზირაქაშვილი და მისი დედამთილი ნინო ზირაქაშვილი, რომელიც დაკითხვის დროს იყო უკეთ, ხოლო შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. რაც შეეხება 2015 წლის 22 ოქტომბრის ფაქტს, მოწმემ განაცხადა, რომ იმყოფებოდა გამოსახლების საქმეზე, როგორც ჯგუფის წევრი, მაგრამ დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია. მეორე სართული მთლიანად დაცალეს და გასაღები გადასცეს დიანა ბაღდასაროვის წარმომადგენელს, ხოლო ნივთების ნაწილი, დარჩა სახლის პირველ სართულზე, რაზედაც შეთანხმდნენ მხარეები, რომ რამდენიმე დღეში, დაახლოებით 20 დღეში უნდა გაეტანათ დარჩენილი ნივთებიც.
4.მოწმე ფირუზი გიქორაშვილის , გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებებლის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2015 წლის მარტის თვეში შესასრულებლად დაეწერა დიანა ბაღდასაროვის განცხადება, რომელშიც იგი მოითხოვდა მისი უძრავი ქონებიდან ძველი მეპატრონეების გამოსახლებას. განცხადების მიხედვით იქ ცხოვრობდა ყოფილი მეპატრონე ნინო ბერიაშვილი და მისი ოჯახის წევრები. მონაწილეობა აქვს მიღებული გამოსახლებაში. გამოსახლება მოხდა საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, რომელიც განცხადებით წარადგინა დიანა ბაღდასაროვმა და მესაკუთრედ მითითებული იყო თვითონ დიანა ბაღდასაროვი. 15 აპრილს ნინო ბერიაშვილის მიმართ შედგა დანართი 1-ი. 2015 წლის 22 ოქტომბერს მოხდა ნინო ბერიაშვილისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახელება, რადგან სახლი სადაც ისინი ცხოვრობდნენ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო დიანა ბაღდასაროვზე. ნაწილი პირადი ნივთებისა გამოიტანეს, ხოლო ნაწილზე ნინო ბერიაშვილი და ოფელია ბედინოვა შეთანხმდნენ, რომ ნინო ბერიაშვილი გამოიტანდა ერთი თვის ვადაში. გამოსახლებისას შედგა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მოხდა ნინო ბერიაშვილის, ვანო ზირაქაშვილისა და დედამთილის ნინო ზირაქაშვილის გამოსახლება. გამოსახლების შემდეგ უძრავი საკუთრება ჩაბარდა დიანა ბაღდასაროვის წარმომადგენელს, ოფელია ბედინოვას. მოწმის განმარტებით, გამოსახლების დღეს სახლში იმყოფებოდნენ ნინო ბერიშვილი და ნინო ზირაქაშვილი, ვანო ზირაქაშვილი არ იმყოფებოდა სახლში.
8. მოწმე ირმა ამოზაშვილის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი ცხოვრობს სოფელ ველისციხეში ბრალდებულების მეზობლად. განმარტა, რომ ისინი გამოსახლებულები იყვნენ თავიანთი ბინიდან და დაახლოებით 2 თვეში უკან დაბრუნდნენ და დღეის მდგომარეობით იქ ცხოვრობენ ავადმყოფ მოხუცთან ერთად, რადგან წასასვლელი არ აქვთ.
9. მოწმე ეკატერინე მათიაშვილის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ბრლადებულების მეზობლად და მათ იცნობს კარგად. იცის, რომ იყვნენ გამოსახლებულები თავიანთი ბინიდან, დაახლოებით 2 თვე იყვნენ წასულები, მაგრამ დაახლოებით დეკემბერში დაბრუნდნენ და დღესაც იქ ცხოვრობენ, რადგან სხვაგან წასავლელი არ აქვთ, ჰყავთ 90 წლის ავადმყოფი მოხუცი.
მხარეთა მიერ არსებით სასამართლო სხდომაზე შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით და მოწმეების: თავად ვანო ზირაქაშვილის და ნინო ბერიაშვილის ჩვენებებით, ქუდით და ქუდის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მიხეილ კალაჩიანი ნამდვილად საკუთრების უფლებით ფლობს გურჯაანის რაიონის მდებარე სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო) ნაკვეთს. 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, ვანო ზირაქაშვილი თავისი ოჯახის წევრებთან , ნინო ზირაქაშვილთან და ნინო ბერიაშვილთან ერთად, უკანონოდ შევიდა მიხეილ კალაჩიანის საკუთრებაში მყოფ საცხოვრებელ სახლში, სადაც დღემდე აგრძელებს უკანონოდ ცხოვრებას, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
10.სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნინო ბერიაშვილი და ვანო ზირაქაშვილი მიხეილ კალაჩიანის კუთვნილ ბინაში შევიდნენ მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ, რითაც დაარღვიეს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა. მიხეილ კალაჩიანს მიდგა მნიშვნელოვანი ზიანი, ვინაიდან ვერ სარგებლობს საკუთარი ქონებით, რომელშიც 12 000 (თორმეტი ათასი) ევრო აქვს გადახდილი.
ჯგუფურად
3. მოწმე დაზარალებულ მიხეილ კალაჩიანის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ არის სახლის მეპატრონე, დაზარალებული. პირველად სახლი ნახა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, როდესაც ქალბატონმა ოფელია ბედინოვამ , რომელიც არის იპოთეკარის დიანა ბაღდასაროვის წარმომადგენელი, სოფელ ველისციხეში წაყვანა და დახმარება სთხოვა მიხეილ კალაჩიანს. მიხეილ კალაჩიანმა ოფელია ბედინოვა პირველად პოლიციაში წამოიყვანა აღნიშულ სახლთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ გამოსახლებაში დასახმარებლად. გზად საუბრისას, კალაჩიანმა აზრი გამოიტანა, რომ სახლის მეპატრონემ ვერ გადაიხადა სესხის ფული და ოფელია ბედინოვას, როგორც იპოთეკარის წარმომადგენელს, უნდა გამოესახლებინა. გამოსახლების პროცესში, ნივთების გამოტანაში თავად იღებდა მონაწილეობას მიხეილ კალაჩიანი, ვანო ზირაქაშვლი არ უნახავს იმ დროს სახლში, მაგრამ იყო დედამისი, რომელსაც თავად გამოჰქონდა ტელევიზორი. გამოსახლების პროცესის დასრულების შემდეგ, ოფელია ბედინოვამ მიხეილ კალაჩიანი შეახვედრა სახლის მეპატრონეს, რომელსაც სჭირდებოდა ფული. მიხეილ კალაჩიანმა გადაუხადა მეპატრონეს, დიანა ბაღდასაროვს, 12 000 ათასი ევრო და იყიდა სახლი. მეპატრონემ განუცხადა კალაჩიანს, რომ ოფელიაზე ჰქონდა მინდობილობა გაკეთებული და როცა მოახერხებდა შეეძლო გადაეფორმებინა სახლი. მიხეილ კალაჩიანმა სახლი გადაიფორმა იანვარში. როდესაც სახლი გადაიფორმა, არავინ არ ცხოვრობდა იმ სახლში, გამოსახებულები იყვნენ. თებერვლის თვეში მიხეილ კალაჩიანი იმყოფებოდა სავადმყოფოში, რა დროსაც დაურეკა ვანო ზირაქაშვილმა, აგინა, სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა და მისი და მისი შვილების მოკვლით ემუქრებოდა მიხეილ კალაჩიანს, რის გამოც გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგი ითხოვდა ბინის დაბრუნებას. როდესაც მიხეილ კალაჩიანი ჩავიდა სოფელში ადვოკატთან ერთად, ნახა, რომ ბერიაშვილი და ზირაქაშვილი შესულები იყვნენ მის სახლში, რომელიც 2016 წლის იანვრიდან მის სახელზეა გაფორმებული, ხოლო ნინო ბერიაშვილი და ვანო ზირაქაშვილი წელიწადნახევარია მის სახლში ცხოვრობენ და ეზოში არსებული ხილის მოსავალს თვითონ იღებენ. დღეის მდგომარეობით ის ვერ სარგებლობს თავისი სახლით, მიხეილ კალაჩიანი ითხოვს ბინის დაცლას სასწრაფოდ და ბრალდებულების დასჯა ჩადენილი ქმედების გამო.
2. მოწმე ოფელია ბედინოვას მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ცხოვრობს ქალაქ თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე. მასთან მივიდნენ თორნიკე და ზურა, ზურამ უთხრა, რომ იგი იყო ქალაბატონი ნინოს ძმისშვილი და უნდოდა სესხი, სანაცვლოდ ჩადებნენ ბინას. როდესაც სახლი დაათვალიერა ოფელია ბადინოვამ სოფელ ველისციხეში, სახლში ასევე იყო ნინო ზირაქაშვილი. ზურამ ოფელია ბედინოვას განუცხადა, რომ აღნიშნული თანხა სჭირდებოდა ნინოს შვილს ვანოს, რომელსაც იგი დაეხმარა საბუთების მომზადებაში და ვანო დაჰპირდა ზურას ფულის მიცემას. თბილისში ოფელია ბედინოვასთან ჩავიდნენ, ზურა, თავისი დედა-მარინა და თორნიკეს დედა ნანა. როდესაც ოფელია ბედინოვამ ნინო მოიკითხა, უთხრეს რომ ჰქონდათ მისი მინდობილობა. ვინაიდან ოფელია ბედინოვამ ფული არ მისცათ მინდობილობის საფუძველზე, მეორედ ჩასვლისას, ნანამ და ზურამ ჩაიყვანეს ნინო. ნინომ განაცხადა, რომ ჭირდებოდა ფული, ხოლო ზურა და ნანა მისი ახლობლები იყვნენ. ნოტარიუსმა ხმამაღლა წაიკითხა ხელშეკრულება და ამის შემდეგ ოფელია ბედინოვამ ფული გადასცა ნინოს, რომელმაც ნოტარიუსის თანდასწრებით დაითვალა ფული და მოაწერა ხელი ხელშეკრულებას 7500 ევროს გადაცემის თაობაზე. ნინოს ვადა მიეცა 5 თვე, რის შესაძლებლობაც ექნებოდ დაებრუებინა ნაწილ-ნაწილ თანხა. თანხა უნდა დაბრუნებულიყო დიანა ბაღდასაროვისთვის. როდესაც 2-3 თვის გასვლის შემდეგ, ნინო არ პასუხობდა ოფელია ბედინოვას სატელეფონო ზარებს, იგი ჩავიდა ველისციხეში ამბის გასაგებად. იქ დახვდა მას, ნინო, ვანო, რომელსაც არ იცნობდა და ბებო. ნინომ ოფელია ბედინოვას დაუდასტურა, რომ ფული მისცა თორნიკეს და ზურას. ოფელია ბედინოვამ გაიგო, რომ ზურა ნინოს ძმის შვილი არ ყოფილა, ხოლო ნინომ დაუდასტურა , რომ ნანა იყო მათი ნაცნობი. ოფელია ბედინოვას განცხადებით, მან სამჯერ შეაჩერა გამოსახლება, ასევე, ვანომ და ნინომაც სთხოვეს გამოსახლების გადავადება 3 თვით. ვინაიდან ფული არ გადაიხადეს, მოხდა გამოსახლება, რის შემდეგაც ბინა მიჰყიდა მიხეილს. როდესაც ოფელია ბედინოვამ ზურას ჰკითხა ფული სად წაიღეს, მან უპასუხა, რომ როდესაც ვანოსთან სახლში მივიდნენ, ვანოს მისცეს ფული, რამდენიც მას სჭრიდებოდა, დანარჩენი თვითონ აიღეს, როდესაც ოფელია ბედინოვამ სახლი მიხეილ კალაჩიანს გადაუფორმა, მან არ იცოდა, რომ იმ სახლში ცხოვრობდნენ ვანო ზირაქაშვილი და ნინო ბერიაშვილი, ეს მან გაიგო მიხეილ კალაჩიანისგან. დღეის მდგომარეობით ბინა არის მიხეილ კალაჩიანის სახელზე და ცხოვრობენ ვანო ზირაქაშვილი და ნინო ბერიაშვილი.
3.მოწმე ზაზა ჭურღულაშვილის , გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებებლის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მის წარმოებაში იყო აღნიშნული საქმე . 2016 წლის 12 ივლისს გურჯაანის რაიონულ სამმართველოს მიმართა ქ. თბილისში, ნავთლუღის დასახლება, მათიაშვილის ქ.N12-ში მცხოვრებმა მიხეილ კალაჩიანის ადვოკატმა განცხადებით, რომლის მიხედვითაც, მიხეილ კალაჩიანმა დიანა ბაღდასაროვისაგან შეიძინა უძრავი ქონება , გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში. იგი ვერ ახერხებს საკუთარ სახლში ცხოვრებას , რადგან იქ ცხოვრობენ ძველი მეპატრონეები. როდესაც ადგილზე მივიდნენ პოლიციელები, მათ სახლში დახვდა ნინო ბერიაშვილი, მისი შვილი ვანო ზირაქაშვილი და მისი დედამთილი ნინო ზირაქაშვილი, რომელიც დაკითხვის დროს იყო უკეთ, ხოლო შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. რაც შეეხება 2015 წლის 22 ოქტომბრის ფაქტს, მოწმემ განაცხადა, რომ იმყოფებოდა გამოსახლების საქმეზე, როგორც ჯგუფის წევრი, მაგრამ დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია. მეორე სართული მთლიანად დაცალეს და გასაღები გადასცეს დიანა ბაღდასაროვის წარმომადგენელს, ხოლო ნივთების ნაწილი, დარჩა სახლის პირველ სართულზე, რაზედაც შეთანხმდნენ მხარეები, რომ რამდენიმე დღეში, დაახლოებით 20 დღეში უნდა გაეტანათ დარჩენილი ნივთებიც.
4.მოწმე ფირუზი გიქორაშვილის , გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებებლის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2015 წლის მარტის თვეში შესასრულებლად დაეწერა დიანა ბაღდასაროვის განცხადება, რომელშიც იგი მოითხოვდა მისი უძრავი ქონებიდან ძველი მეპატრონეების გამოსახლებას. განცხადების მიხედვით იქ ცხოვრობდა ყოფილი მეპატრონე ნინო ბერიაშვილი და მისი ოჯახის წევრები. მონაწილეობა აქვს მიღებული გამოსახლებაში. გამოსახლება მოხდა საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, რომელიც განცხადებით წარადგინა დიანა ბაღდასაროვმა და მესაკუთრედ მითითებული იყო თვითონ დიანა ბაღდასაროვი. 15 აპრილს ნინო ბერიაშვილის მიმართ შედგა დანართი 1-ი. 2015 წლის 22 ოქტომბერს მოხდა ნინო ბერიაშვილისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახელება, რადგან სახლი სადაც ისინი ცხოვრობდნენ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო დიანა ბაღდასაროვზე. ნაწილი პირადი ნივთებისა გამოიტანეს, ხოლო ნაწილზე ნინო ბერიაშვილი და ოფელია ბედინოვა შეთანხმდნენ, რომ ნინო ბერიაშვილი გამოიტანდა ერთი თვის ვადაში. გამოსახლებისას შედგა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მოხდა ნინო ბერიაშვილის, ვანო ზირაქაშვილისა და დედამთილის ნინო ზირაქაშვილის გამოსახლება. გამოსახლების შემდეგ უძრავი საკუთრება ჩაბარდა დიანა ბაღდასაროვის წარმომადგენელს, ოფელია ბედინოვას. მოწმის განმარტებით, გამოსახლების დღეს სახლში იმყოფებოდნენ ნინო ბერიშვილი და ნინო ზირაქაშვილი, ვანო ზირაქაშვილი არ იმყოფებოდა სახლში.
10. მოწმე ირმა ამოზაშვილის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი ცხოვრობს სოფელ ველისციხეში ბრალდებულების მეზობლად. განმარტა, რომ ისინი გამოსახლებულები იყვნენ თავიანთი ბინიდან და დაახლოებით 2 თვეში უკან დაბრუნდნენ და დღეის მდგომარეობით იქ ცხოვრობენ ავადმყოფ მოხუცთან ერთად, რადგან წასასვლელი არ აქვთ.
11. მოწმე ეკატერინე მათიაშვილის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ბრლადებულების მეზობლად და მათ იცნობს კარგად. იცის, რომ იყვნენ გამოსახლებულები თავიანთი ბინიდან, დაახლოებით 2 თვე იყვნენ წასულები, მაგრამ დაახლოებით დეკემბერში დაბრუნდნენ და დღესაც იქ ცხოვრობენ, რადგან სხვაგან წასავლელი არ აქვთ, ჰყავთ 90 წლის ავადმყოფი მოხუცი.
მხარეთა მიერ არსებით სასამართლო სხდომაზე შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით და მოწმეების: თავად ვანო ზირაქაშვილის და ნინო ბერიაშვილის ჩვენებებით, ქუდით და ქუდის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მიხეილ კალაჩიანი ნამდვილად საკუთრების უფლებით ფლობს გურჯაანის რაიონის მდებარე სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო) ნაკვეთს. 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, ვანო ზირაქაშვილი თავისი ოჯახის წევრებთან , ნინო ზირაქაშვილთან და ნინო ბერიაშვილთან ერთად, უკანონოდ შევიდა მიხეილ კალაჩიანის საკუთრებაში მყოფ საცხოვრებელ სახლში, სადაც დღემდე აგრძელებს უკანონოდ ცხოვრებას, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
12. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნინო ბერიაშვილი და ვანო ზირაქაშვილი მიხეილ კალაჩიანის კუთვნილ ბინაში შევიდნენ მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ, რითაც დაარღვიეს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.
5. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნინო ბერიაშვილი და ვანო ზირაქაშვილი, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით ჯგუფურად.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნინო ბერიაშვილმა და ვანო ზირაქაშვილემ ჩაიდინეს ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეღწევა გამოიხატება ბრალდებულების მიერ იმგვარი ქმედების განხორციელებაში, რაც არ იყო ბინის მფლობელის ნებით განპირობებული. ბინაში შეღწევა უკანონოა, როდესაც არ არსებობს მფლობელის ნებართვა. ამასთანავე, აუცილებელია, რომ ამგვარმა ქმედებამ გამოიწვიოს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა. ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც კონკრეტული პირის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ ბინაში ხდება მისი ნების საწინააღმდეგოდ შეღწევა.
დანაშაული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
რაც შეეხება მნიშვნელოვან ზიანს, იგი სასამართლოს მიერ დგინდება საქმის ყველა გარემოების შესწავლისა და შეფასების შემდეგ.
სასამართლოში წარმოდგენილი მასალების ერთობლიობით, კერძოდ, მოწმე დაზარალებულ მიხეილ კალაჩიანის, მოწმე ოფელია ბედნოვას, ფირუზი გიქორაშვილის,ზაზა ჭურღულაშვილის, ეკატერინე მათიაშვილის, ირმა ამოზაშვილის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებებით და სასამართლოს არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებით და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ ნინო ბერიაშვილმა და ვანო ზირაქაშვილმა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
1. ნინო ბერიაშვილს საქმის მასალების მიხედვით პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
2. ვანო ზირაქაშვილის საქმის მასალების მიხედვით პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედებისთვის ბრალდებულები ნინო ბერიაშვილი და ვანო ზირაქაშვილი ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მათ მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი. სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულების შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულია სასჯელის სახე - რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე, რომელთა ზომაც ბრალდებულების პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს და დაენიშნოთ სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ნინო ბერიაშვილი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2( ორი) წელი.
2.ვანო ზირაქაშვილი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2( ორი) წელი.
3. მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ პირობით მსჯავრდებულებმა.
4.განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
5.მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე