განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე№1/23-18
№061160118001
23 მარტი, 2018 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა---------–-ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ---------------------------------------------–-------–-–---------------------------------------------------–-------------------------------–--------
ადვოკატი: ავ--------–-----------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120 -ე მუხლით .
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ვ------------უამ ჩაიდინა - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 იანვრის საღამოს, ვ------------უა სამტრედიის რაიონის სოფელ დაბლა გომში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი. მან ალკოჰოლის მიღება გაარძელა სახლშიც, მარტომ. მთელი ღამის განმავლობაში ის ოჯახის წევრების - მეუღლისა და შვილების მიმართ იყო აგრესიული, უმიზეზოდ ეჩხუბებოდა მათ და აყენებდა სიტყვიერ შურაცხყოფას. 2018 წლის 16 იანვარს კი, დაახლოებით 08 საათზე, ვ------------უა ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ სამზარეულოში, რა დროსაც მას მისმა არასრულწლოვანმა, 2----–--–-------------------------–-–---–--------------------მ მოუწოდა, რომ დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა უმიზეზო ჩხუბი. აღნიშნულის გამო კი ვ------------უა, რომელიც იჯდა შეშის ღუმელთან, მოულოდნელად წამოდგა ფეხზე, ღუმელზე დადგმულ ჩაიდანს განზრახ ჰკრა ხელი და მასში მოთავსებული ადუღებული წყალი შეასხა, ასევე ღუმელთან მის მოპირდაპირე მხარეს მდგომ, არასრულწლოვან შვილს ვა------------ას. აღნიშნულის შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო დაზიანებები თერმული დამწვრობის სახით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1.სასამართლოს დასკვნა ვ------------უას მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ვა------------ას გამოკითხვის ოქმებს, მოწმე ლე-–--–---–--ს გამოკითხვის ოქმს დადგენილებას დაზარალებულად ცნობის შესახებ, ბრალდებულის დაკავების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ფოტოილუსტრაციით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ვ------------უას მიერ ინკრიმინირებულ დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ვ------------უას ჰქონდა განზრახვა, ჩაედინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ვ------------უამ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120 -ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ვ------------უას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვ------------უას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ------------უა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 111-120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ვ------------უას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ვ------------უას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
მსჯავრდებულ ვ------------უას სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 16 იანვრიდან 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჩაიდანი, რაც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე