გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.03.2018
საქმის ნომერი
820310017002219508
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
20.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310017002219508 ( 3-186/17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 მარტი. 2018 წელი. ქ. ბათუმი.

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე: ზვ---- დი-----ძე

წარმომადგენელი: ნარგიზ დი-----ძე

მოპასუხე: ქედის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: სუ-–-----------ძე

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. აქტის გამოცემის დავალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქედის მინიციპალიტეტის გამგეობის (ამჟამად მერიის) 2017 წლის 6 ნოემბრის N 03/4988 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

1.2. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება გამოუყოს ზვ---- დი-----ძეს დაბა ქედაში მდებარე უძრავი ქონება (მის.: დაბა ქედა ყ-------–-----–-----------------) უსასყიდლო პრივატიზაციის გზით.

 

თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ზვ---- დი-----ძე არის როსხეთ დი-----ძის ქონების მინდობილი მესაკუთრე. აღნიშნული გარემოება დადსტურდება ნოტარიუსის 2017 წლის 10 თებერვლის რწმუნებულებით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია ნომერი N170134259) მათი მიზანია პრივატიზაციის გზით საკუთრების უფლება გადაეცეს ქედის რაიონში ყ-------–-----–------------. N2--ში მდებარე უძრავ ქონებაზე. როსხეთ დი-----ძეს 1981 წლის 14 ივლისს აჭარის საყრდენი პუნქტის საცხოვრებლი ბინების გამანაწილებელი კომისიისა და მუშა-მოსამსახურეთა პროფკავშირის გადაწყვეტილებით გადაეცა აღნიშნული ბინა, ხსენებულ ქონებაზე ჰქონდათ საბინაო ორდერიც, მაგრამ ის დაიკარგა და მისი მოძებნა ვერ მოხერხდა, თუმცა მოიძებნა კონკრეტული გადაწყვეტილება, მათ შორის რ------- დი-----ძისთვის ბინის გადაცემის თაობაზე.

2017 წლის 07 ივლისს განცხადებით მიმართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმის გამოსარკვევად, რ------- დი-----ძის კანონიერ სარგებლობაში არსებული ქონება იყო თუ არა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, თუმცა საპასუხოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის 2017 წლის 17 ივლისის N MOD 117 00683264 წერილობითი კორესპონდენციით განემარტათ, რომ მათთვის საინტერესო მისამართზე უძრავი ქონება, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხება.

ამდენად ერთადერთი ორგანო, რომელიც უფლებამოსილი იყო მიეღო კონკრეტული გადაწყვეტილება, უსასყიდლოდ პრივატიზაციის გზით საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ გახლდათ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო - ქედის მუნიციპალიტეტის მერია. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 6 ნოემბრის N03/49/68 წერილობითი კორეპონდენციით მათ მიერ შეტანილი განცხადება დარჩა განუხილველი. გამომდინარე აქედან დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით იძულებული გახდნენ მიემართათ სასამართლოსათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

1981 წლის 14 ივლისის საყრდენი პუნქტის საცხოვრებელი ბინების გამანაწილებელი კომისიისა და მუშა-მოსამსახურეთა პროფკავშრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბინათ მთხოვნელთა მოთხოვნა რ------- დი-----ძის მიმართ და მას ერთ ოთახიანი ბინა გამოეყო და გადაეცა სასტუმროდ დროებით. შესაბამისად მასზე სხვა სახის რაიმე დოკუმენტი ( ხელშეკრულება, ორდერი და სხვა ) არ გაცემულა. შესაბამისად არ არსებობს იმის სამართლებრივი საფუძველი და არსებითად შემცველი გარემოებები, რომლის საფუძველზე მუნიციპალიტეტი შეძლებს სამართლებრივი აქტის გამოცემას, რითაც განხორციელდება მოსარჩელის საკუთრებაშ აღნიშნული ფართის (ბინის) გადაცემა, რადგან აღნიშნულ განცხადებაზე თანდართლი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. განცხადებას არ ერთვის არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებული დოკუმენტი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. საქმეზე მესამე პირი არ არის ჩართული.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. აჭარის საყრდენი პუნქტის საცხოვრებლი ბინების გამანაწილებელი კომისიისა და მუშა-მოსამსახურეთა პროფკავშირის საერთო კრების 1981 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბინათა მთხოვნელების მოთხოვნა ბინების გადაცემის თაობაზე, სადაც სიით მეთხუთმეტე არის რ------- დი-----ძე. გადაწყვეტილების საფუძველზე რ------- დი-----ძეს გადაეცა 34.91 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი მდებარე დაბა ქედა, ყე------–-----–---ს ქუჩა N10. ბ-----2-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-1981 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება. (ს.ფ. 21)

-აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 22)

-მხარეთა ახსნა განმარტებები

 

4.1.2.ზვ---- დი-----ძე არის რ------- დი-----ძის ქონების მინდობილი მესაკუთრე. აღნიშნული გარემოება დასტურდება ნოტარიუსის 2017 წლის 10 თებერვლის რწმუნებულებით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია ნომერი N170134259)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნოტარიუსის 2017 წლის 10 თებერვლის რწმუნებულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია ნომერი N170134259)(ს.ფ. 23-24)

 

4.1.3. 2017 წლის 7 სექტემბერს ზვ---- დი-----ძემ განცხადებით მიმართა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მოეხდინათ რ------- დი-----ძის მფოლბელობაში არსებული, დაბა ქედაში ყე------–-----–---ს ქ. N 10ბ. N2-- ში მდებარე საცხოვრებელი ფართის გადმოცემა უსასყიდლოდ პრივატიზაციის გზით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2017 წლის 7 სექტემბერის ზვ---- დი-----ძის განცხადება.

 

4.1.4. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 06 ნოემბრის N03/4988 პასუხის თანახმად, ზვ---- დი-----ძის მოთხოვნა დარჩა განუხილველი იმ მიზეზით, რომ არ იყო წარმოდგენილი ბინის სათანადო ორდერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 06 ნოემბრის N03/4988 წერილი.

 

4.1.5. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 1981 წლიდან დღემდე საცხოვრებელ ბინას მდებარე დაბა ქედაში ყე------–-----–---ს ქ. N 10ბ. N2-, ფლობს და სარგებლობს რ------- დი-----ძე და ზვ---- დი-----ძე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტებები

-მოწმეთა ჩვენებები.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. მოპასუხე მხარე სადავიდ ხდის რ------- დი-----ძეზე ბინის საკუთრებაში გადაცემის საკითხს. მისი მტკიცებით, რ------- დი-----ძეს ბინა გდაეცა სასატუმროდ, რაც არ ნიშნავს მასზე სრული სარგებლობისათვის გადაცემას შესაბამისად ამტკიცებს რომ მოთხოვნა არ შეესაბამებაკანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N189 დადგენილების პირობებს.

 

მოსარჩელე მხარე საწინააღმდეგოს ამტკიცებს და განმარტავს, რომ 1981 წელს რ------- დი-----ძეს ბინა გადაეცა სახლის სხვა მობინადრეებთან ერთად, გაიცა ორდერებიც, თუმცა ორდერი რ------- დი-----ძეს დაეკარგა. ბინა გაიცა მუდმივ საცხოვრებლად და აღნიშნულ სახლს არასოდეს ჰქონია სასტუმროს დანიშნულება.

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის პოზიციას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი განმარტების სიზუსტის დასადასტურებლად მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე 1981 წლის 14 ივლისი აჭარის საყრდენი პუნქტისადმი გაცემული ბრძანების პირველი პუნქტის ბოლო ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ აგრეთვე კომისიისა და პროფკავშირის საერთო კრების გადაწყვეტილებით გამოიყოს ერთ ოთახიანი ბინა სასტუმროდ.

 

მოსარჩელე მხარემ გარდა თავისი ახსნა განმარტებისა, წარმოადგინა მტკიცებულებები: საარქივო ცნობა, ცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, რომ აღნიშნული ბინა არ ირიცხება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, მიუთითა 1981 წლის 14 ივლისის აჭარის საყრდენი პუნქტისადმი გაცემულ ბრძანებაზე და განმარტა, რომ რ------- დი-----ძეს გამოეყო საცხოვრებელი ბინა და აღნიშნულ ბრძანებაში ბოლო ნაწილში არსებული ჩანაწერი, რომ ერთ- ოთახიანი ბინა გამოიყოს სასტუმროდ არ ეხება რ------- დი-----ძის ბინას და ამ სახლში პროფკავშირების კრებამ სხვა ბინა დატოვა თავისუფალი. ასევე მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა გე---------------მ და სუ-–---------------ემ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურეს, რომ რ------- დი-----ძემ, როგორც ამ სახლის სხვა მობინადრეებმა 1981 წელს მიიღეს საცხოვრებელი ბინები. მათგან უმეტესობამ ადრევე მოახერხა პრივატიზება და დაირეგისტრირეს საკუთრებაში. ბევრმა უკვე გაასხვისა ბინები და ახლა სხვები ცხოვრობენ. თვითონ ცხოვრობენ ამ სახლში, რ------- დი-----ძე იყო მათი მეზობელი, ბოლო პერიოდში ავადმყოფობის გამო გადასულია სოფელში ზვ---- დი-----ძის სახლში და ბინას უვლის და პატრონობს ზვ---- დი-----ძე. აღნიშნული ბინა არასოდეს ყოფილა სასტუმრო და წარმოადგენდა რ------- დი-----ძის საკუთრებას.

 

ზემო დასახელებულ გარემოებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტები არ არის დასაბუთებული და არ შეიძლება ყოფილიყო ზვ---- დი-----ძის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მოპასუხე მიუთითებს ბრძანებაში აღნიშნულ გარემოებაზე, რომ პროფკავშირის საერთო კრების გადაწყვეტილებით გამოიყოს ერთ ოთახიანი ბინა სასტუმროდ. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ერთ ოთახიანი ბინა გამოიყო ცალკე და არ ეხება იმ 15 პიროვნებას, რომელთა მოთხოვნები ბინის გამოყოფაზე დაკმაყოფილდა, მათ შორის რ------- დი-----ძის.

სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარის ახსნა განმარტება

-მოწმეთა ჩვენები

-საარქივო ცნობა.

-1981 წლის 14 ივლისის ბრძანება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი და უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №189 ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 6 ნოემბრის N03/4988 წერილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №189 დადგენილებასა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან. ამასთანავე გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც, უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა ზვ---- დი-----ძეზე ორდერის წარუდგენლობის გამო ბინის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

დადგენილია, რომ აჭარის საყრდენი პუნქტის საცხოვრებლი ბინების გამანაწილებელი კომისიისა და მუშა-მოსამსახურეთა პროფკავშირის საერთო კრების 1981 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბინათა მთხოვნელების მოთხოვნა ბინების გადაცემის თაობაზე, სადაც სიით მეთხუთმეტე არის რ------- დი-----ძე. გადაწყვეტილების საფუძველზე რ------- დი-----ძეს გადაეცა 34.91 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი მდებარე დაბა ქედა, ყე------–-----–---ს ქუჩა N10. ბ-----2-. არსებობს ადმნისტრაციული აქტი - ბრძანება, რომლის საფუძვლზეც გადეცა ბინა რ------- დი-----ძეს. მას შემდეგ იგი უწყვეტად, სხვისი შეცილების გარეშე ფლობს და სარგებლობს აღნიშნულ ბინას.

 

7.4. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის “ მეორე მუხლის ,,ე“ პუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით.

 

ამავე წესის მეოთხე მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. განცხადება უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:

ა) იმ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;

დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას.

3. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

 

აღნიშნული დადგენილების მეხუთე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 7 სექტემბერს ზვ---- დი-----ძემ განცხადებით მიმართა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მოეხდინათ რ------- დი-----ძის მფოლბელობაში არსებული, დაბა ქედაში ყე------–-----–---ს ქ. N 10ბ. N2-- ში მდებარე საცხოვრებელი ფართის გადმოცემა უსასყიდლოდ პრივატიზაციის გზით. განცხადებას ტან ერთვოდა რქმუნებულება, განცხადება ინფორმაციის მრების თაობაზე, 1981 წლის 14 ივლისის ბრძანება, საარქივო ცნობა, ბინის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რ------- დი-----ძისა და ზვ---- დი-----ძის პირადობის მოწმობების ასლები.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 06 ნოემბრის N03/4988 პასუხის თანახმად, ზვ---- დი-----ძის მოთხოვნა დარჩა განუხილველი იმ მიზეზით, რომ არ იყო წარმოდგენილი ბინის სათანადო ორდერი. მოსარჩელის მტკიცებით, ორდერი დაიკარგა და ამჟამად უდავოა, რომ მისი აღდგენის ან შემცვლელი დოკუმენტის მიღება შეუძლებელია.

ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იმსჯელა და სათანადო შეფასება არ მისცა მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და მოითხოვა ორდერი, რომელის წარდგენის შეუძლებლობა იმთავითვე ცხადი იყო მოპასუხისათვის.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა საფუძვლიანად დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიჩნეული უარის თქმის საფუძვლად ბრძანებაში აღნიშნული ჩანაწერი სახლიდან ერთ ოთახიანი ბინის სასატუმროდ გამოყოფის შესახებ. უშუალოდ ორდერის ბინაში რეგისტრირებული ყველა პირის გარდაცვალება მაშინ, როცა კანონი, კანონიერი მოთხოვნა კი არ იყო აუცილებელი, რადაგანაც კანონი გარდა ორდერისა ითვალისწინებს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, საბინაო წიგნი ან სხვა დოკუმენტის წარდგენასაც.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ზვ---- დი-----ძის სასარჩელო მოთხოვნა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 6 ნოემბრის N03/4988 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და მერიის დავალდებულებაზე უსასყიდლო პრივატიზაციის გზით ზვ---- დი-----ძეს გადასცეს დაბა ქედაში ყე------–-----–---ს ქ. N10 ბინა 2-, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელე ზვიად დი-----ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ზვ---- დი-----ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

ბათილად იქნეს ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 6 ნოემბრის N03/4988 გადაწყვეტილება.

 

2. დაევალოს ქედის მუნიციპალიტეტის მერიას უსასყიდლო პრივატიზაციის გზით ზვ---- დი-----ძეს გადასცეს დაბა ქედაში ყე------–-----–---ს ქ. N10 ბინა 2-.

 

3. მოპასუხე მხარეს - ქედის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელე ზვ---- დი-----ძის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N 358/.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე