განაჩენი

სისხლის სამართლის 09.05.2018
საქმის ნომერი
080100118002260838
დავის ტიპი
362 1
თარიღი
09.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/45-18

№069051217001

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 თებერვალი 2018 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი გიორგი ესაძე

 

პროკურორ - მა----- ჩუ-----ის

ბრალდებულ -ზუ---- ფხ----ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზუ---- ფხ----ის, დაბადებულის 1--- წლის 1---------------, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქის, ს-–----–-- განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების წყ--–-------- რაიონის სოფელ ფა--–---------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:

ზუ---- ფხ----ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 5 დეკემბერს, ქალაქ წყ--–-------ში რუ-------–-ს ქუჩაზე, დაახლოებით 21 საათსა და 55 წუთზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ტა-----– ტყ---–--ის მიერ შეჩერებული იქნა ზუ---- ფხ----ის მართვის ქვეშ მოძრავი „ოპელ ვექტრა“-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით X-------- ავტომანქანა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლმა ზუ---- ფხ----ემ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს წარუდგინა და გამოიყენა ყალბი მართვის მოწმობა.

 

ბრალდებულმა ზუ---- ფხ----ემ სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ზუ---- ფხ----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2017 წლის 5 დეკემბერს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ტა-----– ტყ---–--ის მიერ შეჩერებული იქნა ზუ---- ფხ----ის მართვის ქვეშ მოძრავი „ოპელ ვექტრა“-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით X-------- ავტომანქანა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლმა ზუ---- ფხ----ემ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს წარუდგინა და გამოიყენა ყალბი მართვის მოწმობა.

 

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, მოწმე ტა-----– ტყ---–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე თე--------- ნა-----ას გამოკითხვის ოქმით, მართვის მოწმობის ამოღების ოქმით, საზღვრის გადაკვეთის შესახებ ცნობით, ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ზუ---- ფხ----ის გამოკითხვის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დასტურდება ზუ---- ფხ----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ზუ---- ფხ----ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ზუ---- ფხ----ემ აღიარა ჩადენილი დანაშული, რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ზუ---- ფხ----ის მიმართ სასჯელის ზომად გამოყენებული უნდა იქნეს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს: დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზუ---- ფხ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

2. გაუქმდეს ზუ---- ფხ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო;

 

4. ყალბი მართვის მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე : თათია გოგოლაური