განაჩენი

სისხლის სამართლის 09.05.2018
საქმის ნომერი
080100117002207062
დავის ტიპი
276 3
თარიღი
09.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/934-17

№046271017002

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი 2018 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თათია გოგოლაური

 

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

პროკურორ - და---- სი-–----ის,ბრალდებულ - შო----- ბო------–---–ის,მონაწილეობით ღია სასა----თლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე შო----- ბო------–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 9-----------ს, პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქის, ს-–----–-- განათლების მქონის, ქვრივის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქალაქი ტყიბული, ტყ-------–-ს N2-, ბინა N3-–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:

 

შო----- ბო------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 27 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათზე, ქალაქ ტყიბულში გა------------- ქუჩა №- საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, შო----- ბო------–---–ი თავისი კუთვნილი და მართვის ქვეშ არსებული „ნისან ტეანას“ მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით N--------, შეეჯახა გზის გადაკვეთის დროს ქვეითად მოსიარულე ლა----- რო------ს, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

ბრალდებულმა შო----- ბო------–---–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს შო----- ბო------–---–ი თავისი კუთვნილი და მისი მართვის ქვეშ არსებული „ნისან ტეანა“-ს მოდელის N-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანით, შეეჯახა გზის გადაკვეთის დროს ქვეითად მოსიარულე ლა----- რო------ს, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებებით - დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, მოწმეების ი--- ბუ---ს, მა----- გო---–-–---–ის, ირ-- სო----------ს, მე---- გო–------–---ის, დაზარალებულ ლა----- რო-----ის, თავად შო----- ბო------–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დასტურდება შო----- ბო------–---–ის მიერ, ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შო----- ბო------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ შო----- ბო------–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშული, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ არის სამი შვილის დედა, ქვრივი, ამასთან დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შო----- ბო------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს და არ არის ნასამართლევი, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი ჩაუთვალოს პირობითად. ასევე ბრალდებულის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ დამატებით სასჯელად მართვის უფლების ჩამორთმევა ერთი წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შო----- ბო------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი) წელი;

 

2. მსჯავრდებულ შო----- ბო------–---–ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

3. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ შო----- ბო------–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

4. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის და უფლების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური