გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2018
საქმის ნომერი
240210018002390557
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210018002390557 №2/337-2018 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 მაისი, 2018 წელი ქ. სენაკი

სენაკის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

მოსარჩელე - ლო--------------ა

წარმომადგენელი - ნი---------ა

მოპასუხე - ელ--------------ა

დავის საგანი - საკუთრების უფლების აღიარება

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

2018 წლის 10 აპრილს სენაკის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა ლო--------------ას წარმომადგენელმა ნი---------ამ, მოპასუხე ელ--------------ას მიმართ, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის მარტის თვეში სს ,,სა--------------ი’’-ს მარტვილის ფილიალის იმდროინდელი ხელმძღვანელისგან-ელ--------------ასაგან შეიძინა ავტომობილი მ---------, სანომრე ნიშნით №ფ------, , ძრავის ნომერი - №8-----; შასის ნომერი - №2------; თუმცა მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ავტომობილი ლო--------------ას მის სახელზე არ დაურეგისტრირებია. აღნიშნული ავტომობილი მოპასუხე ელ--------------ასგან შეიძინა ლო--------------ამ და სანაცვლოდ ელ--------------ას გადაუხადა 300 ლარი. მაგრამ ვერ მოხერხდა ავტომობილის მომსახურების სააგენტოში ელ--------------ას სახელზე გადაფორმება. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელემ მწყობრიდან გამოსული ავტომანქანას ძრავი (№8-----) შეუცვალა და დაუყენა ახალი ტიპის Z-- - №1-- ტიპის №35---- ძრავი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ლო--------------ა ითხოვს, რომ ცნობილი იქნეს სატრანსპორტო საშუალება - მ---------, სანომრე ნიშნით №ფ------, ძრავის ნომერი - Z-- - №1-- ტიპის №35----, შასის ნომერი - №2------; მესაკუთრედ.

 

საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, მოპასუხეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და მათვე დაევალათ გზავნილში მითითებულ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა. ამასთან, მოპასუხეებს განემარტათ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პასუხის (შესაგებლის) არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული შესაძლო შედეგის შესახებ.

 

სარჩელი და თანდართული მასალები 2018 წლის 17 აპრილს პირადად ჩაჰბარდა მოპასუხე ელ--------------ას, (იხ. დასტურები), რაც სსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად, ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად.

 

მოპასუხეს წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა, 27.04.2018 წლის ჩათვლით, მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მოპასუხის მიერ ?? ???????? 201-? ?????? ??????? ??????? „?“ ?????????? დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. იმავე მუხლის თანახმად მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-?–78-? ???????? დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით

 

.ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, საქმეზე სასამართლო სხდომა დაინიშნა 2018 წლის 08 მაისს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხეს სხდომის დღის შესახებ ეცნობა ფოსტის საშუალებით 05 მაისს რომელიც ჩაბარდა მოპასუხის მეუღლეს - რო---------–--ს პ/ნ 2----------, (იხ. დასტურები), რაც სსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად, ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად, მაგრამ მოპასუხე არც დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.

 

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

 

სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ/ვერ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დგინდება ავტომანქანის შეცვლილ ძარვაზე მოპასუხე ელ--------------ას კუთვნილების უფლება. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ელ--------------ასაგან შეძენის მომენტისათვის ავტომობილს გააჩნდა კუთვნილი სხვა ძრავა და არა ის, რის საკუთრების აღიარებას თხოვს მოსარჩელე მოპასუხეს. რაც უდაოდ მოწმობს სარჩელის უსაფუძვლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 247-249-ე, 250-ე 257-ე, 364-ე 369-ემუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ლო--------------ს სარჩელი ელ--------------ას მიმართ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლოობის გამო.

 

2. მოსარჩელე ლო--------------ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე