განაჩენი

სისხლის სამართლის 23.03.2018
საქმის ნომერი
180100118002438650
თარიღი
23.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავ--–- ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

საქმე №1/251-17 23 მარტი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

 

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მ--- ოშხარელი,სხდომის მდივანი - თ----- ოღაძე,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-----–--–---;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ-----------–-----ე

 

ბრალდებული - გ------ი გუ-----ს ძე მი----–-–---–ი (დაბადებული 1--- წლის 18 მ---ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დასაოჯახებელი, ს-–----–ო გა--თლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები რეგისტრირებულ მისამართზე: ახალგორი, თ----- მეფის ქ. №6-, ფაქტობრივად მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელი მუ-----ი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული;

 

კვ--–-ფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვ--–-სწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2017 წლის 31 აგვისტოს, დაახლოვებით 22:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ წ--------ში ახალი დასახლების მე-1- რიგის N-3- ბინაში, გ------ი მი----–-–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი დის შვილის ა-- ხ--–-----–---–ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - მ--- მი----–-–---–ს, კერძოდ წააქცია იგი, ტახტზე დააჯდა ზევიდან, დაუჭირა ხელები და ხელებით ურტყავდა თავისა და მხრების არეში, ასევე აიღო მაგიდიდან ქოთანი და ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ამ უკა--სკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გ------ი მი----–-–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს ღამის საათებში იმყოფებოდა მცხეთის რაიონის სოფელ წ-------ის ახალ დასახლებაში, მისი მშობლების სახლში, მასთან ერთად ასევე ცხოვრობს მისი და მ--- მი----–-–---–ი და მისი 14 წლის შვილი ა-- ხ--–-----–---–ი, ასევე სტუმრად იყო მეორე დისშვილი ნ---- ო---–---–ი. გ------ი მი----–-–---–ს შელაპარაკება მოუვიდა დასთან მ--- მი----–-–---–თან კოტეჯთან დაკავშირებით, მან ვეღარ მოითმინა და ესროლა ბოთლი და ფეხსაცმელი. ცოტა ხნის შემდეგ გამოვიდა გარეთ და მოერიდა ამ კონფლიქტს, შემდეგ მოვიდა წ-------ის პოლიცია, გადაიყვანეს, დაკითხეს და დააკავეს. აღნიშნულ კონფლიქტს შეესწრო მისი არასრულწლოვანი დის შვილი ა-- ხ--–-----–---–ი. ბრალდებულ გ------ი მი----–-–---–მა განმარტა, რომ მას ყოველთვის სურდა და ახლაც თა--ხმაა, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდეს დასთან მ--- მი----–-–---–თან.

2.2. დაზარალებულ მ--- მი----–-–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ წ-------ის დევნილთა დასახლების მე-1- რიგის 3--ე ბინაში მის თოთხმეტი წლის შვილთან, ა-- ხ--–-----–---–თან ერთად, ხოლო მეუღლეს ლ---ნ ხ--–-----–---–ს გაცილებული არის 8 წელი, რომელიც ცხოვრობს წ--–---ს ახალ დასახლებაში. აღნიშნულ კოტეჯში ასევე ცხოვრობს მისი 45 წლის ძმა გ------ი მი----–-–---–ი, რომელიც პერიოდულად მიდის ახალგორის რაიონში, ასევე მისი მშობლები ვ--–-ა პ------–---–ი და გუ----- მი----–-–---–ი, რომლებიც ცხოვრობენ ახალგორის რაიონში, ისინიც ჩამოდიან პერიოდულად წ-------ის დევნილთა დასახლებაში აღნიშნულ მისამართზე, ვინაიდან მათია აღნიშნული კოტეჯი. ძმა გ------ი მი----–-–---–ი ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას იმ მიზეზით, რომ აღნიშნული კოტეჯი იყო მისი და ის თავის შვილთან ერთად წასულიყო სახლიდან. 2017 წლის 31 აგვისტოს, საღამოს დაახლოვებით 22 საათზე წ-------ის ახალ დასახლებაში სახლში იმყოფებოდნენ მისი შვილი 14 წლის ა-- ხ--–-----–---–ი, დედა ვ--–-ა პ------–---–ი, დისშვილი ნ---- ო---–---–ი და ძმა გ------ი მი----–-–---–ი. გ------ი მი----–-–---–ი იყო ფხიზელი, რა დროსაც სახლის მისაღებ ოთახში, როგორც ყოველთვის დაუწყო მუქარა, რომ წასულიყო მისი სახლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკურად გაუსწორდებოდა, მას ასევე აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც მასზე დასარტყმელად გაიწია. მათ შუაში ჩაუდგა ნ---- ო---–---–ი და ცდილობდა გ------ის დაწყნარებას. გ------ი მი----–-–---–ის დაწყნარებას ასევე ცდილობდნენ ვ--–-ა პ------–---–ი და მისი შვილი ა-- ხ--–-----–---–ი, რა დროსაც გ------ი მი----–-–---–მა აიღო იქვე დადებული ფეხსაცმელი და ესროლა მას, რომელიც აცდა, ამის შემდეგ სახლში მყოფებმა ვეღარ შეძლეს მისი შეკავება, გ------ი მი----–-–---–ი მივარდა მას, წააქცია ოთახში მდგარ ტახტზე, დაუჭირა ხელები და ხელებს ურტყამდა სახისა და მხრების არეში, რა დროსაც დაუჭირა თავი, აიღო მაგიდიდან თეთრი ფერის პატარა ზომის ყვავილების ქოთანი და ჩაარტყა თავის უკა-- არეში, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ--- მი----–-–---–მა წამიერად დაკარგა გონება. გონს რომ მოვიდა, მეზობელს ზ-----ი ჩ----------ს გ------ი უკვე გაყვანილი ჰყავდა გარეთ. არასრულწლოვანი ა-- ხ--–-----–---–ი უყურებდა ამ ყველაფერს და ცდილობდა მათ გაშველებას. მ--- მი----–-–---–ის განმარტებით, იმ საღამოს კონფლიქტის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ გ------ი მი----–-–---–ი უყურებდა ტელევიზორს, ხოლო დედამისმა ვ--–-ა პ------–---–მა უთხრა, რომ მათ დაძინება უნდოდათ და იქნებ შესულიყო საძინებელში, რაზეც მან უპასუხა, რომ თავი გაენებებინათ. საერთოდ, მასსა და მის ძმას შორის დაძაბულობის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ მ--- მი----–-–---–ს უნდოდა თავისი წილი, მას ჰქონდა 250 ლარი შემოსავ--–- და ქირით ვერ გავიდოდა, მათ შორის დაძაბულობა იყო ბინის გამო. გ------ი მი----–-–---–ი მას სთხოვდა, რომ ბინის წილი მოეთხოვა ქმრისგან და არა მისი მშობლებისგან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით ისინი შერიგებულები არიან, მას ძმის მიმართ არა--ირი პრეტენზია არ გააჩნია. მან წერილობით დაწერა იმის შესახებ, რომ შერიგდნენ და თუ რაიმე არის შემამსუბუქებელი გარემოება, ითხოვს, რომ გამოიყენონ მისი ძმის მიმართ. ამასთან, მამამისს დაემართა ინფარქტი და მას არ სურს მდგომარეობის გამძაფრება.

2.3. მოწმე მ--- მი----–-–---–ის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მთლინად დაადასტურა არასრუწლოვანმა მოწმემ, ა-- ხ--–-----–---–მა.

2.4. სოციალური მუშაკის, ნ----ა ჭ-------ის თანდასწრებით, მოწმე ა-- ხ--–-----–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ წ-------ის დევნილთა დასახლებაში მე-1- რიგის 3--ე კოტეჯში დედასთან მ--- მი----–-–---–თან ერთად. აღნიშნულ კოტეჯში ასევე ცხოვრობს დედის ძმა, ბიძა გ------ი მი----–-–---–ი, ბებია ვ--–-ა პ------–---–ი და პაპა გ-----მ მი----–-–---–ი, რომლებიც ცხოვრობენ ახალგორში და პერიოდულად ჩამოდიან ახალგორის რაიონიდან წ--------ში დევნილთა დასახლებაში აღნიშნულ მისამართზე. კოტეჯი ეკუთვნის ბებიას ვ--–-ა პ------–---–ს და პაპას გუ----- მი----–-–---–ს, ხოლო ბიძა გ------ი მი----–-–---–ი არ არის ჩაწერილი კოტეჯში და როგორც მას აქვს იქ ცხოვრების უფლება, ისე აქვთ მას და დედას, მაგრამ ბიძა გ------ი მი----–-–---–ი ხშირად აყენებს დედამისს, მ--- მი----–-–---–ს სიტყვიერ შეურაცხყოფას იმ მიზეზით, რომ აღნიშნული კოტეჯი არის მისი. 2017 წლის 29 აგვისტოს მათთან სახლში მივიდა ბიძამისი გ------ი მი----–-–---–ი, რომელიც ჩამოვიდა ახალგორიდან და რომელიც, როგორც აღნიშნა, ასევე ცხოვრობს კოტეჯში მათთან ერთად, ხოლო 2017 წლის 30 აგვისტოს ახალგორიდან ჩამოვიდა ბებიამისი ვ--–-ა პ------–---–ი, ასევე ამავე დღეს მათთან სახლში სტუმრად მივიდა მისი დეიდაშვილი, 21 წლის ნ---- ო---–---–ი, რომელიც ცხოვრობს სოფელ მუ-----ში. 2017 წლის 31 აგვისტოს, საღამოს დაახლოვებით 22:00 საათზე სახლში იყვნენ ის, დედამისი მ--- მი----–-–---–ი, ბებია ვ--–-ა პ------–---–ი, დეიდაშვილი ნ---- ო---–---–ი და ბიძამისი გ------ი მი----–-–---–ი. გ------ი მი----–-–---–ი იყო ფხიზელი, რა დროსაც გ------ი მი----–-–---–მა სახლის მისაღებ ოთახიდან დედამისს მ--- მი----–-–---–ს დაუწყო ლანძღვა გინება და თან ეუბნებოდა ,,წადი ჩემი სახლიდანო” და ემუქრებოდა თუ არ წავიდოდა ფიზიკურად გაუსწორდებოდა, რა დროსაც გაიწია მისკენ დასარტყმელად, თან აგინებდა, მათ შუაში ჩაუდგა მისი დეიდაშვილი ნ---- ო---–---–ი და ცდილობდა გ------ი მი----–-–---–ის დაწყნარებას. ნ---- ო---–---–თან ერთად ის და ბებიამისი ვ--–-ა პ------–---–იც ასევე ცდილობდნენ მის დაწყნარებას, ამ დროს გ------ი მი----–-–---–ი მივარდა მ--- მი----–-–---–ს, წააქცია ოთახში მდგარ ტახტზე დააჯდა ზემოდან, დაუჭირა ხელები და ხელებს ურტყამდა სახის და მხრების არეში. ამ დროს ბიძამისმა იქვე გვერდზე მდგარი მაგიდიდან აიღო ქოთანი და ჩაარტყა თავში. დედამისი მ--- მი----–-–---–ი ხმამაღლა ტიროდა, მათ დაიწყეს გ------ი მი----–-–---–ის დაწყნარება და გაიყვანეს გარეთ.

2.5. მოწმე ვ--–-ა პ------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს საღამოს მის შვილებს, გ------ი მი----–-–---–ს და მ--- მი----–-–---–ს მოუხდათ ჩხუბი, გ------ი მი----–-–---–ს ეძინა, მან გააღვიძა და უთხრა საძინებელში შესულიყო, რადგან მისაღებ ოთახში მათ უნდა დაეძინათ. გ------ი მი----–-–---–ი იყო ძილბურანში, გაღვიძების შემდეგ მას უთხრეს, რომ შესულიყო და ამაზე გაბრაზდა და დაიწყეს ჩხუბი, ის გახდა ცუდად, ახსოვს, რომ გ------ი მი----–-–---–მა ცარიელი პლასტმასის ბოთლი ესროლა მ--- მი----–-–---–ს. ის გაითიშა, ამიტომ ყველაფერი არ ახსოვს. მის შვილს, გ------ი მი----–-–---–ს არც ცოლი ჰყავს და არც შვილი. ყველაფერი მოხდა აღელვების ნიადაგზე. ეს ფაქტი მოხდა იმის გამო, რომ მისი შვილები, გ------ი და მ--- მი----–-–---–ები ერთად ცხოვრობენ. გ------ი მი----–-–---–ი ეუბნებოდა მ--- მი----–-–---–ს, რომ ბინის ფართი მოეთხოვა ქმრისგან. მაგრამ ქმარი არ აძლევდა ბინას და გარეთ ვერ გაუშვებდა შვილს და შვილიშვილს. მან მისცა მ--- მი----–-–---–ს თავისი ბინის წილი. მ---მ დაწერა განცხადება, რომ არ ჰქონდა პრეტენზია ძმის, გ------ი მი----–-–---–ის მიმართ. ის და თავისი მეუღლე არიან ავადმყოფები, მის მეუღლეს დაემართა ინფარქტი, მათი ერთადერთი პატრონი და მიმხედავი არის გ------ი მი----–-–---–ი, რადგან ისინი ძირითადად ცხოვრობენ ახალგორში, მ--- მი----–-–---–ს კი არა აქვს საბუთი და მას იქ არავინ შეუშვებს.

2.6. მოწმე შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს წ-------ის პოლიციის განყოფილების გამომძიებლის ი-----–ი ბ---------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 სექტემბერს დაიწყო გამოძიება მ--- მი----–-–---–ის მიმართ მისი ძმის მხრიდან ძალადობის ფაქტზე, რის შემდეგაც დაკითხული იქნენ მ--- მი----–-–---–ი, ვ--–-ა პ------–---–ი, ნ---- ო---–---–ი, დაკავებული იქნა გ------ი მი----–-–---–ი, შემდეგ დაკითხა ბრალდებულის სახით. დაათვ--–-ერეს შემთხვევის ადგილი, საიდა--ც ამოიღეს საყვავილე ვაზა, მან მთლია--დ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ასევე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს, მან დაინახა, თუ როგორ იდებდა მ--- მი----–-–---–ი თავზე ხელს და აღნიშნავდა, რომ ვაზის საყვავილის დარტყმის შემდეგ ჰქონდა კოპი. სახეზე არ ეტყობოდა არაფერი, უფრო ძირითადად თავზე იდებდა ხელს. მოწმის ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე გასვლის დროს გ------ი მი----–-–---–ი გამოირჩეოდა აგრესიით და კვლავ ჰქონდათ სიტყვიერი შეურაცხყოფა ბრალდებულსა და მ--- მი----–-–---–ს.

2.7. მოწმე შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს წ-------ის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა კ-----რ ჯ------–-–---–მა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულს გააცნო უფლება-მოვალეობები, დაკითხა მ--- მი----–-–---–ი დაზარალებულის სახით, გამოიტა-- დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დაზარალებული მ--- მი----–-–---–ი წაიყვა-- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთან ექსპერტიზის ჩასატარებლად.

2.8. მოწმე შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს წ-------ის პოლიციის განყოფილების უბნის-ინსპექტორ მ------ნ ბ------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მან გამოკითხა არასრულწლოვანი ა-- ხ--–-----–---–ი, ვინაიდან მას გავლილი აქვს არასრულწლოვნის შესაბამისი კურსები.

2.9. 2017 წლის 1 სექტემბრის შემთხვევის ადგილის ოქმით დასტურდება, რომ დათვ--–-ერებული იქნა მცხეთის რაიონის სოფელ წ-------ის ახალი დასახლების მე-1- რიგის, 3--ე ბინა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა თავად დაზარალებული მ--- მი----–-–---–ი, ექსპერტები რ----- მ--------–-ძე, ნი----–--ზ მ--------–-–---–ი დ გამომძიებელი ი-----–ი ბ---------ი. მისაღები ოთახიდან, სადაც ეგდო მოთეთრო ფერის ფაიფურის საყვავილე, ამოღებულ და დალუქული იქნა ექსპერტების მიერ.

2.10. სამედიცინო -ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თა--ხმად, მოქალაქე მ--- მი----–-–---–ს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას კეფის მიდამოში მარცხნივ აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

2.11. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა ქე-----ნ ბე-----–---–მა.

2.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თა--ხმად, ოჯახის წევრია: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. აღნიშნული და მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების (მოწმეების ნ---- ო---–---–ის დაკითხვის ოქმი, დაკავების ოქმი, ახალგორის რაიონის დაბა ახალგორში თ----- მეფის ქ. N6--ში მცხოვრების დახასიათება, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის შუამდგომლობა, დაზარალებულის განცხადება-თხოვნა და სხვა მტკიცებულებები) სათა--დო შეფასებისა და ა--ლიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს, მცხეთის რაიონის სოფელ წ-------ის ახალი დასახლების მე-1- რიგის N-3- ბინაში, გ------ი მი----–-–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი დის შვილის ა-- ხ--–-----–---–ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - მ--- მი----–-–---–ს, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს თავად დაცვის მხარე და სადავოდ არ გახადა არც ერთი მტკიცებულება.

3.2. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ი მი----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვ--–-სწინებული ქმედება - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვ--–-სწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ გ------ი მი----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს და სასამართლოს სთხოვს პატიებას, ჰყავს ავადმყოფი მამა, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო ბრალდებულ გ------ი მი----–-–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვ--–-სწინებს და--შაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, შეურიგდეს დაზარალებულს. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ი მი----–-–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვ--–-სწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა მინიმალური სასჯელის ზომით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი სასჯელად ითვ--–-სწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ი მი----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თა--ხმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. გ------ი მი----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და დამატებითი ვალდებულება (დაზარალებულთან მიახლოება) გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს გა--ჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

3. გ------ი მი----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.

4. გ------ი მი----–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: საყვავილე ქოთანი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

6. გა--ჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთა--ვე.

7. გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი