განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/39-18
№046251117001
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
პროკურორ - და---- სი-–-----ს
ბრალდებულ - გე----- დე----------ს
ადვოკატ - თე--------- ბუ–--------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე: გე----- ჯა-----–-ს ძე დე----------ს, დაბადებულის 1--- წლის 2-----------, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №6----------), ნასა----თლობის არ მქონის, ს-–----–-- გა--თლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ. ქუთაისში, ჭა-------- ქუჩა №1, ბინა №8-ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ტყიბულის რაიონის სოფელ ხრ----–ში გამავალ საავტომობილო გზაზე მოძრაობისას ერთმანეთს შეეჯახნენ მერსედესის მოდელის მსუბუქი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით Y------ , რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გე----- დე---------- და ფორდ ტრანზიტის მიკროავტობუსი სახელმწიფო ნომრით G------- რომელსაც მართავდა გი------ მა-----–---–-- ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით გე----- დე---------მა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რასაც შედეგად მოჰყვა გი------ მა-----–---–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
გე----- დე----------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობა: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების ეკ--------- მე------–---ს, ნი--- ჭე-–-–---–ის, ხა------ გა---–-–---–ის, ნა-- გა-------ს, მა-- სო---------ე-გვ--–------ს, თა---- ბა---------ს, ნა-- ფო-------ს, თა---- ბა--------ს ჩვენებები, დაზარალებულ გი------ მა-----–---–ის ჩვენება, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გე----- დე----------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გე----- დე---------მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გე----- დე----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, შემთხვევის მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ, გე----- დე---------- აღიარებს და ინანიებს გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გე----- დე---------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს, მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი ჩაუთვალოს პირობითად. ასევე ბრალდებულის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ დამატებით სასჯელად მართვის უფლების ჩამორთმევა ექვსი თვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გე----- დე---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე გე----- დე---------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის და უფლების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
გე----- დე----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ყადაღა მოეხსნას ქ. ქუთაისი, ი. ჭა-------- N1ა, ავტოსადგომი N10 (საკადასტრო კოდი 0------------------) მდებარე უძრავ ქონებას.
მსჯავრდებულ გე----- დე----------ს ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გე----- დე---------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ავტომანქანები (მოთავსებულია, ზესტაფონის სპეციალური ავტოსადგომი) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური