განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/051-18 11 აპრილი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივა-- - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-----–--–--ე;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ზ----------–---ი;
ბრალდებული - ვა-–---ი გი------ს ძე ბა-----–---–ი (დაბადებული 1--- წლის 13 თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელი წ-------ის ახალი დასახლება, მე-1- რიგი, ბინა N8---ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია:
საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.118-ე მუხლის პირველი ნაწილი-ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 9 დეკემბერს, დაახლოვებით 1-:30 საათზე, ვა-–---ი ბა-----–---–მა ,მცხეთის რაიონის სოფელ წ-------ის ახალ დასახლებაში, ქუჩა N-1-, ბინა N9---ში, ფ----ია კ-----–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, მის ყოფილ მეუღლეს თ-- ხ--------ს მუშტი დაარტყა სახის, ცხვირის და შუბლის არეში, ხოლო შემდეგ მეორე ხელის მუშტი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც თ-- ხ--------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება:
2.1. სასამართლო პროცესზე ვა-–---ი ბა-----–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ თ-- ხ--------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს თ-- ხ--------ი შვილთან 12 წლის ა-- ბა-----–---–თან ერთად სტუმრად იმყოფებოდა მცხეთის რაიონის სოფელ წ-------ის ახალი დასახლების მე-1- რიგში, მისი ყოფილი ქმრის ვა-–---ი ბა-----–---–ის სახლის წინ მცხოვრებ მის მეგობართან ფ----ია კ-----–-–---–თან. დაახლოვებით 1-:30 საათზე თ-- ხ--------ი იდგა ფ----ია კ-----–-–---–ის აივანზე, რა დროსაც მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვა-–---ი ბა-----–---–ი და უთხრა მას, თუ რატომ დადიოდა მის ქუჩაზე, ამის შემდეგ მთელი ძალით და გამეტებით მუშტი დაარტყა სახის, კერძოდ, ცხვირის და შუბლის არეში, შემდეგ მეორე მუშტი დაარტყა თავის არეში, რა დროსაც თ-- ხ--------მა გა--ცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვა-- ა-- ბა-----–---–ი და ფ----ია კ-----–-–---–ი, რომლის დაყვირებაზეც დაანება ვა-–---ი ბა-----–---–მა თავი და წავიდა გაურკვეველი მიმართულებით. ამის შემდეგ დაზარალებულმა დარეკა 112-ში და შეატყობინა აღნიშნული. დაზარალებული თ-- ხ--------ი ითხოვს ვა-–---ი ბა-----–---–ის მკაცრად დასჯას, ვინაიდან მსგავს შემთხვევებს ხშირად ჰქონია ადგილი, ვა-–---ი ბა-----–---–ი გასამართლებული იქნა 2016 წელს მისი ცემისთვის, ხოლო 2017 წელს მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოცემული იქნა დამცავი ორდერი.
2.3. მოწმე ფ----ია კ-----–-–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელი წ-------ის ახალი დასახლების მე-1- რიგში ოჯახთან ერთად. 2017 წლის 9 დეკემბერს მასთან სტუმრად იყო თ-- ხ--------ი მის 14 წლის შვილთან ა-- ბა-----–---–თან ერთად, დაახლოებით 1-:30 საათზე მათთან მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი მეზობელი და თ-- ხ--------ის ყოფილი მეუღლე ვა-–---ი ბა-----–---–ი, რომელმაც თ-- ხ--------ს გაბრაზებული ტონით უთხრა, თუ რატომ დადიოდა მის ქუჩაზე, რა დროსაც ვა-–---ი ბა-----–---–მა მოულოდნელად მუშტი დაარტყა სახისა და ცხვირის არეში მის ყოფილ მეუღლეს, შვილის ა-- ბა-----–---–ის თანდასწრებით. ანა ბა-----–---–მა შიშზე დაიწყო ტირილი, ფ----ია კ-----–-–---–მა კი დაუწყო ყვირილი, რომ შეეწყვიტა მისი მეუღლის ცემა. ვა-–---ი ბა-----–---–ი ამის შემდეგ წავიდა გაურკვეველი მიმართულებით, თ-- ხ--------მა კი აღნიშნული ფაქტის გამო დარეკა 112-ში.
2.4. არასრულწლოვა-- ა-- ბა-----–---–ის გამოკითხვისას, მან დაადასტურა 2017 წლის 9 დეკემბრის ინციდენტი, კერძოდ, იგი დედასთან თ-- ხ--------თან ერთად სტუმრად იმყოფებოდა მცხეთის რაიონის სოფელ წ-------ის ახალი დასახლების რიგი N1--ში დედის მეგობართან ფ----ია კ-----–-–---–თან. აღნიშნულ რიგში ასევე ცხოვრობს მისი მამა ვა-–---ი ბა-----–---–ი, იგი ნასვამ მდომარეობაში მყოფი მივიდა თ-- ხ--------თან, რომელიც იდგა აივანზე და დედას უთხრა, თუ რატომ დადიოდა მის საცხოვრებელ ქუჩაზე. ვა-–---ი ბა-----–---–მა მოულოდნელად მის თვალწინ დედას მუშტი დაარტყა სახის, კერძოდ ცხვირის და შუბლის არეში. ა-- ბა-----–---–ს შეეშინდა და დაიწყო ტირილი, ხოლო ფ----ია კ-----–-–---–ის დაძახილზე ვა-–---ი ბა-----–---–მა შეწყვიტა თ-- ხ--------ის ცემა და წავიდა გაურკვევლი მიმართულებით.
2.5. მოწმე ი--- ყ-----------ს გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადასტურებულია, რომ იგი არის სს ქ-------ს სასწრაფო დახმარების ექიმი. 2017 წლის 9 დეკემბერს გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა შსს წ-------ის პოლიციის განყოფილებაში, ადგილზე მისვლისას მის მიერ დათვალიერებული იქნა პაციენტი თ-- ხ--------ი, რომელსაც აღენიშნებოდა თავის უკანა მხარეს თხემის მიდამოში ჰემატომა, შუბლის მიდამოში წარბებს შუა ჰემატომა და ცხვირის შეშუპება, ასევე პაციენტი უჩივოდა თავის ტკივილს, შემდგომი გამოკვლევის მიზნით იგი გადაყვა--ლი იქნა მცხეთის ჯეოჰოსპიტალსში.
2.6. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის’’ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N4----ის, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით (მკურნალობას იტარებდა 09.12.2017წ-11.12.2017 წ) თ-- ხ--------ს დაუდგინდა დიაგნოზი: ინტრაკრა--ალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, შუბლის ძვლის მოტეხილობა, ცხვირის ფუძესთან, შუბლის შუა ნაწილში და თხემის არეში აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა, შუბლის არეში ექსკორიაცია. ხოლო სდ დისკის მიხედვით არსებულ გამოსახულებაზე ფიქსირდება შუბლის ძვლის წიაღის გარეთა ფირფიტის იმპრესიული მოტეხილობა მარჯვნივ; ამავე მიდამოში კანქვეშა რბილი ქსოვილების შეშუპება. დაზიანების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (09.12.2017 წ) წინააღმდეგობაში არ არის. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
2.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლი ნიშნავს ოჯახურ დანაშაულს: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 11--ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1-11, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და სხვა მტკიცებულებების (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოსურათებით, დაკავების ოქმი, ოქმი ბინაზე გამოცხადების შესახებ, დაზარალებულ თ-- ხ--------ის სამედიცინო ისტორია, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, ამავე სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განაჩენის ასლი) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვა-–---ი ბა-----–---–მა 2017 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 1-:30 საათზე მუშტის სახისა და თავის არეში დარტყმით ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს თ-- ხ--------ს.
3.2. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვა-–---ი ბა-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ ვა-–---ი ბა-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინა--ებს ჩადენილს, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. სასამართლო ბრალდებულ ვა-–---ი ბა-----–---–ის მიმართ სასჯელის და--შვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მი---ნს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, შეურიგდეს დაზარალებულს. ამდენად, დამნაშავის რესოციალი---ციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვა-–---ი ბა-----–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად სასჯელის ნახევარი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში, ხოლო ნახევარი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოს ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვა-–---ი ბა-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რომლიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღვეთა 1 (ერთი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცადელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. ვა-–---ი ბა-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 11 დეკემბრიდან.
3. ვა-–---ი ბა-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. ვა-–---ი ბა-----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: სდ დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი