გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №040310518002270082
3/1-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 აპრილი, 2018 წელი ქ. ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნანა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - ჯ------ ს--–-----
მოპასუხე --–---------------–----–--------------------------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–--------------------------
წარმომადგენელი - ია--------------–----
დავის საგანი- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. 2018 წლის 23 იანვარს, ცაგერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ჯ------ ს--–-----მ ც------- მ----–----–------–- აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მ-–---- ს------------ უ---–---- ა---------- კ-------- მიმართ და ითხოვა:
ა) ბათილად იქნეს ცნობილი აღნიშნული კ-------- 2017 წლის 24 ოქტომბრის #3-, #3-, #3- და #3- გადაწყვეტილებები, რომლითაც ჯ------ ს--–-----ს უარი ეთქვა ც-----–-, სოფელ გ-----–--–- მდებარე 1120.00 კვ.მ, 2200 კვ.მ, 2422,00 კვ.მ და 1270 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
ბ)დაევალოს აღნიშნულ კომისიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:
2017 წლის 15 მაისს, ჯ------ ს--–-----მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უ---–---- რეგისტრაცია 1120.00 კვ.მ, 2200 კვ.მ, 2422,00 კვ.მ და 1270 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე-მდებარე ც------- მ----–----–-------- სოფელ გ-----–--–-. აღნიშნული განცხადება და საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია 2017 წლის 26 ივლისს გადაეგზავნა ც------- მ----–----–-------- გ------------- არსებულ თვითნებურად დაკავებულ მ-–---- ს------------ უ---–---- ა---------- კ--------. კომისიამ იმსჯელა და 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებებით, არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ც-----–-, სოფელ გ-----–--–- მდებარე 1120.00 კვ.მ, 2200 კვ.მ, 2422,00 კვ.მ და 1270 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე -ც------- მ----–----–-------- გ------------- არსებულ თვითნებურად დაკავებულ მ-–---- ს------------ უ---–---- ა---------- კომისიამ სარჩელი არ ცნო, რადგან მოსარჩელის მიერ არ დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ამდენად, ც------- მ----–----–-------- გ------------- არსებულ თვითნებურად დაკავებულ მ-–---- ს------------ უ---–---- ა---------- კომისიამ 2017 წლის 24 ოქტომბრის #3-, #3-, #3- და #3- განკარგულებებით მოსარჩელე მხარეს კანონის სრული დაცვით უთხრა უარი მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების მოთხოვნაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ჯ------ ს--–----- ცხოვრობს ც------- მ----–----–-------- სოფელ ლ------–-, სადაც საკუთრების უფლებით გააჩნია საცხოვრებელი სახლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
- სარჩელი
3.2. 2017 წლის 15 მაისს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლების რეგისტრაცია 1120.00 კვ.მ, 2200 კვ.მ, 2422,00 კვ.მ და 1270 კვ.მ ნაკვეთებზე-მდებარე ც------- მ----–----–-------- სოფელ გ-----–--–-. აღნიშნული განცხადება და საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია 2017 წლის 26 ივლისს გადაეგზავნა ც------- მ----–----–-------- გ------------- არსებულ თვითნებურად დაკავებულ მ-–---- ს------------ უ---–---- ა---------- კ--------. კომისიამ იმსჯელა და 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებებით, არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ც-----–-, სოფელ გ-----–--–- მდებარე 1120.00 კვ.მ, 2200 კვ.მ, 2422,00 კვ.მ და 1270 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- კ-------- 2017 წლის 24 ოქტომბრის #3-, #3-, #3-, #3- განკარგულებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ჯ------ ს--–------ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტი ც------- მ----–----–-------- გ------------- არსებულ თვითნებურად დაკავებულ მ-–---- ს------------ უ---–---- ა---------- კ-------- გადაწყვეტილებები ჯ------ ს--–------ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირების ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების პირველი მუხლის მიხედვით, ამ ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა
აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, აღიარებას ექვემდებარება კანონის ამოქმედებამდე, (2007 წლის 15 სექტემბერამდე) ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. აგრეთვე, კანონის ამოქმედებამდე, ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
ასევე, კანონის ამოქმედებამდე, დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული და კანონის ამოქმედებამდე, კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ჯ------ ს--–----- კ--------აგან ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას, არ მდებარეობს ჯ------ ს--–------ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ.
ასევე დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე,რაიმე შენობა-ნაგებობა განთავსებული არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთებს, თვითნებურად დაკავებულის სტატუსი გააჩნია, თუ ის იგი მდებარეობს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან, შესაბამისად არამომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება კანონის მიხედვით არ ექვემდებარება აღიარებას, ვინაიდან მას არ გააჩნია თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის სტატუსი.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით.
კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის მიერ შესწავლილი და გამოკვლეული იქნა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებასა და სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხი, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ (წარმოდგენილი დოკუმენტაციით და ადგილზე დათვალიერების შედეგით) არ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით, განსაზღვრულ პირობებს, აქედან გამომდინარე კომისიამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მიიღო 2017 წლის 24 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის მომზადება–გამოცემისას დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი. ამასთანავე არ დასტურდება, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ------ ს--–------ სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას- ც------- მ----–----–-------- გ--------- ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულებას ახალი აქტის გამოცემის შესახებ, აღნიშნული მოთხოვნა პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შეთხვევაში წარმოადგენდა მის თანმდევ შედეგს, შესაბამისად, რადგან პირველი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ძალაშია მოპასუხის მიერ 2017 წლის 24 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებები, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეც.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 22-23-ე, 32-33-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჯ------ ს--–------ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.32) ცაგერის რაიონული სასამართლოს (ქ.ცაგერი, ასათიანის ქ.14) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი