გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.05.2018
საქმის ნომერი
120210018002381447
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2381447-2/288-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

 

მოსარჩელე - ფ------ ა------–---–ი

წარმომადგენელი - ე---------ა ა--–---

 

მოპასუხე - ზ----- დ--------ე

წარმომადგენელი - ი----- ხ-------–---–ი

 

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის N2/088 გადაწყვეტილებით ზ----- დ--------ისათვის არასრულწლოვანი შვილის გ------- დ--------ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტი 100 ლარი, გაიზარდოს 300 ლარამდე.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

ფ------ ა------–---–ი და მოპასუხე ზ----- დ--------ე რეგისტრირებული ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2007 წლის 06 ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე. ქორწინების პერიოდში, 2----–-–---------------ს შეეძინათ შვილი გ------- დ--------ე.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეწყდა ქორწინება, ამავე გადაწყვეტილებით ზ----- დ--------ეს მისი არასრულწლოვანი შვილის - გ------- დ--------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 100 ლარის ყოველთვიურად გადახდა.

დღეის მდგომარეობით მოპასუხე ზ----- დ--------ე დასაქმებულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვისის ცენტრში და მას აქვს ყოველთვიურად შემოსავალი ხელფასის სახით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ზ----- დ--------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 400 ლარს. აქვს ვალდებულებები საბანკო დაწესებულებებთან, ასევე მის კმაყოფაზე არიან მისი პენსიონერი მშობლები, დედა ც----- დ--------ეს მუდმივად ესაჭიროება მკურნალობა და მედიკამენტები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ფ------ ა------–---–ი და მოპასუხე ზ----- დ--------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2007 წლის 6 ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე.

3.1.2. ფ------ ა------–---–ს და ზ----- დ--------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–--------------ს დაბადებული გ------- დ--------ე.

3.1.3. ფ------ ა------–---–ი და ზ----- დ--------ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი გ------- დ--------ე ცხოვრობს მოსარჩელესთან ფ------ ა------–---–თან ერთად;

 

3.1.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის N1----------------წ. გადაწყვეტილებით ზ----- დ--------ეს არასრულწლოვანი შვილის გ------- დ--------ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2014 წლის 18 მარტიდან.

3.1.5. მოპასუხე, სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროისათვის არ იყო დასაქმებული.

 

3.1.6. მოსარჩელე ფ------ ა------–---–ი დასაქმებულია, კოლეჯში მუშაობს პედაგოგად და აქვს შემოსავალი.

 

3.1.7. შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ დირექტორის გ------- კ--------ის 30.--.2017 წლის Nპ----- ბრძანებით დადგენილია, რომ ზ----- დ--------ეს შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ ახალციხის სერვისცენტრის ტექნიკური განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე გაუგრძელდა შრომითი ურთიერთობა 2017 წლის 10 ივნისიდან 2018 წლის 10 ივნისამდე და მისი შრომის ანაზღაურების (ხელფასის) ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით.

3.1.8. ზ----- დ--------ის მშობლები ც----- და ტ------– დ--------ე ცხოვრობენ მოპასუხესთან ერთად, არიან ასაკით პენსიონერები და იღებენ პენსიას 180 ლარს ყოველთვიურად. დედა ც----- დ--------ეს აქვს ქრონიკული დაავადება დიაგნოზით ჰიპეთირეოზი, ჰიპოკალცემია და დისლიპიდემია.

3.1.9. ზ----- დ--------ეს გააჩნია სასესხო დავალიანება 3928.66 ლარი სს ,,ს----------–---------ს’’ წინაშე.

3.1.10. მოპასუხე ზ----- დ--------ის მამის - ტ------– დ--------ის საკუთრებაშია ა---–-–------------ სოფელი ა-----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ს/კ 6----.--.1--; 6----.--.1--; 6----.--.1--; 6----.56.0--.

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა ნრ N1-----;

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 14.04.2014წ. გადაწყვეტილება;

- 23.03.2018წ. N3771/1 მომართვა შპს „ს----------–-------------------–-------–---–----------------------იდან“.

-13.04.2018წ. ცნობა სს ,,ს----------–---------ს’’ წინაშე არსებული ფინანსური დავალიანების შესახებ.

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახენ ფორმა N100/ა N1031

- დაბადების მოწმობა I------------

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ზ----- დ--------ეს უნდა გაეზარდოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილის გ------- დ--------ის სარჩენად დაკისრებული ალიმენტი 40 ლარით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე მუხლი, 1214-ე მუხლი, 1221-ე მუხლი, 1222-ე მუხლი, 1234-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. მოსარჩელე ფ------ ა------–---–მა ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზედ მითითებით, რომ სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ, გაუმჯობესდა მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობა.

 

დადგენილია, რომ ფ------ ა------–---–ს და ზ----- დ--------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–--------------ს დაბადებული გ------- დ--------ე. (3.1.2). მხარეები, ფ------ ა------–---–ი და ზ----- დ--------ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი გ------- დ--------ე ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად (3.1.3).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არაერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის N1----------------წ. გადაწყვეტილებით ზ----- დ--------ეს არასრულწლოვანი შვილის გ------- დ--------ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2014 წლის 18 მარტიდან (3.1.4).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ,ან შვილებმა - შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ.

 

საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ფ------ ა------–---–ი დასაქმებულია, მუშაობს კოლეჯში პედაგოგად და აქვს ყოველთვიური შემოსავალი (3.1.6).

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ზ----- დ--------ე სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროისათვის არ იყო დასაქმებული. ალიმენტის დაკისრების შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა. ზ----- დ--------ე დასაქმებულია შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ ახალციხის სერვისცენტრის ტექნიკური განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე და მისი თანამდებობრივი სარგო თვეში შეადგენს 500 ლარს. (3.1.5).

 

დადგენილია, რომ არ შეცვლილა მოპასუხის ოჯახური მდგომარეობა. მოპასუხე ზ----- დ--------ე ცხოვრობს მის პენსიონერ მშობლებთან ერთად. დედა ც----- დ--------ეს აქვს ქრონიკული დაავადება დიაგნოზით ჰიპეთირეოზი, ჰიპოკალცემია და დისლიპიდემია (3.1.8).

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. სასამართლო აღნიშნავს, რომ პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. მშობლის სტაბილური შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს.

 

არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ,,ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ყოველთვიური 300 (სამასი) ლარის ოდენობის თანხა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის, მისთვის ნორმალური პირობების უზრუნველყოფისათვის საკმარისი იქნებოდა. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე, და თუკი მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა საკმარისია ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის, ეს თანხა სრულად არ უნდა გადახდეს მოპასუხეს. იგი თანაბრად უნდა იყოს განაწილებული მხარეთა შორის. ბავშვების რჩენის მშობელთა თანაბრობის პრინციპს კი სასამართლომ შეიძლება გადაუხვიოს მხარეთა მატერიალური/ოჯახური მდგომარეობის გათავალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, ფ------ ა------–---–ს, რომელიც შრომისუნარიანია, მოპასუხის თანაბრად აქვს შვილებზე მატერიალური ზრუნვის ვალდებულება.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდგომ პერიოდში შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და დაკისრებული ფულადი თანხის მსყიდველთუნარიანობა, ასევე, ბავშვების ასაკის ზრდაც თავის მხრივ იწვევს მათ აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების ზრდას. ასევე, გაიზარდა ქვეყანაში საშუალო მომხმარებლისათის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 04.--.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2017 წლის დეკემბრის თვისათვის - 153,7 ლარს და 2018 წლის იანვრის თვისათვის - 155 ლარს, თებერვლის თვისათვის - 155,3 ლარს, მარტის თვისათვის - 156,7 ლარს და აპრილის თვისათვის - 156,7 ლარს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ შეინიშნება საარსებო მინიმუმის ზრდის და არა კლების ტენდენცია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლებმა სულ მცირე საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყონ არასრულწლოვანი, და ეს ვალდებულება თანაბრად გაიყონ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 02 აპრილიდან უნდა განისაზღვროს 140 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ფ------ დ--------ე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოპასუხე ზვაიდ დ--------ემ არ ცნო სარჩელი, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც ზ----- დ--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ფ------ ა------–---–ის მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის გაზრდის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის №1----------------წ. გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გაიზარდოს 40 ლარით და საბოლოოდ მოპასუხე ზ----- დ--------ეს (პ/ნ 4----------) მისი არასრულწლოვანი შვილის - გ------- დ--------ის სასარგებლოდ, მისი სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე დაეკისროს 140 ლარის ყოველთვიურად გადახდა – 2018 წლის 2 აპრილიდან.

3. ზ----- დ--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი