განაჩენი

სისხლის სამართლის 11.05.2018
საქმის ნომერი
190100118002409007
თარიღი
11.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/263-18

(№012050418008)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 მაისი, 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

სტაჟიორ-პროკურორი: გაგა გელაშვილი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებულები:

 

ფ------------------ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------- ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული მისამართზე: თ------------------------------------------------ და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ----------------–--------------------;

 

ჯ----------------ი, დაბადებული 1----–-–------------ს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული მისამართზე: თ------------------------------------------------ და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ----------------–--------------------

 

ადვოკატი: მაკა რევია,თარჯიმანი: ნინო მაწონაძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი, სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 05 აპრილს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ.რუსთავში, თ---–----–-----–------------------–--------ზე, სოკარის ბენზოგასამართი სადგურის გვერდით არსებული რესტორნის წინ ჯიჰან და ფ------------------ებმა, შელაპარაკებისას, მ----------–---ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა მასში, რომ მათ მუშტები თითოჯერ დაარტყეს სახეში მ----------–---ს, რომელსაც ჯ----------------მა ხელი ჰკრა და წააქცია ასფალტზე, რითაც მ----------–---მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა, ჯ----------------ის და ფ------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებებს; მ----------–---ის გამოკითხვის ოქმებს; ჯ---------------ქის გამოკითხვის ოქმს; ფ------------------ის გამოკითხვის ოქმს; ო-------------------ის გამოკითხვის ოქმს; კ----–------------ას გამოკითხვის ოქმს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; ა----–-----------ის გამოკითხვის ოქმს; მ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმს; მ----------–---ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ფ------------------ის ამოცნობის ოქმს, ჯ----------------ის ამოცნობის ოქმს და სხვა მტკლიცებულებეს, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2018 წლის 2 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით პასუხისმგებლობაა დაწესებული ცემის ან სხვაგვარი ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მითითებული ნორმით დაცულია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან დაზიანებას. პირმა ცემა შეიძლება ჩაიდინოს არაერთჯერადი დარტყმით ან სხვაგვარი მოქმედებით, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრების, სისხლნაჟღენთების, ზედაპირული დაჟეჟილობანის, მცირე ჭრილობების არსებობა,) მაგრამ შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც მეტწილად ერთჯერადი ძალადობრივი ქმედებით ხასიათდება (მაგალითად: ხელის გარტყმა, ყურის, თმის მოქაჩვა და სხვა.) ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერადად ან არაერთჯერადად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 13 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: მ----------–---ს ამბოლატორიულად დაესვა დიაგნოზი: სისხლჩაქცევა და ექსკორაციები სახის მიდამოში, ექსკორაცია მარცხენა ქვედა კიდურზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა მისი მორფოლოგიური აღწერილობის არარსებობის გამო ვერ დგინდება.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

ჯ----------------ის და ფ------------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, არ არიან ნასამართლევები, დაზარალებულს აუნაზღაურეს ზიანი და მას პრეტენზია არ გააჩნია, ასევე შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო დაზარალებული. ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობა გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ ქმედებას, არ არიან ნასამართლევები, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, დაზარალებულს აუნაზღაურეს ზიანი და მას ბრალდებულების მიმართ არ აქვს პრეტენზია, კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი იყო დაზარალებულის მხრიდან არაეთიკური მიმართვა და სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ----------------ის და ფ------------------ის რესოციალიზაცია შესაძლებელი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის პირობებში. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის სიმძიმეს, ბრალდებულები არ არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში იმყოფებიან სამუშაოდ, არ აქვთ სტაბილური შემოსავალი და მიაჩნია, რომ ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს მინიმალური 500-500 ლარით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ჯ----------------ის და ფ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.

 

2. ფ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.

 

3. ჯ----------------ის და ფ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე