განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2018
საქმის ნომერი
080100118002301580
დავის ტიპი
366 1
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/120-18 (N041141118002)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 აპრილი, 2018 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გუ------ ტა--–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბა------ რე-----ს ძე ჯა----–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2--------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- ნასამართლობის მქონე, უ-----–--- განათლების მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ფო---ს ქ №1--

 

ადვოკატი - ნა---- ჩხ-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

დისპოზიცია: სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 16:20 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბა------ ჯა----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა ბა------ ჯა----–---–მა გამოხატა უპატივცემულობა სასამართლოს მიმართ, კერძოდ, სამართალწარმოების მონაწილეს სახელმწიფო ბრალმდებელს პროკურორ ვლ-------- გე-------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (პროკურორ ვლ-------- გე-------ს მოხსენებითი ბარათი, თანდართული სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, სასამართლო სხდომის ვიდეო ჩანაწერი, მოწმეების: ვლ-------- გე-------ს, თე---- აბ--------ს, და---- ხუ----ს, ნი----–---- მა------–---–-ს, თო------ მი---------ს, იო--- ნა---–--–-–---–-ს ჩვენებები, სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერის დათვალიერების, სასამართლო სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი) ერთობლიობა ბა------ ჯა----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ დადასტურებულია, რომ ბა------ ჯა----–---–მა ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბა------ ჯა----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბა------ ჯა----–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - ბა------ ჯა----–---–ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.

 

ბა------ ჯა----–---–ის სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წესს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნების, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, მისი ნასამართლობის, გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სხვა სახის სასჯელი, გარდა თავისუფლების აღკვეთისა, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც ბა------ ჯა----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბა------ ჯა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

ბა------ ჯა----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 10 აპრილიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე დართული სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე და სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური