განაჩენი

სისხლის სამართლის 26.04.2018
საქმის ნომერი
080100117002071296
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/689-17.წ

გამოძიების ნომერი N061040717003

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ----- ც-------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ო---- ჩ----ე

მ---ს სახელი: გ-------

პირადი ნომერი: N3----------

დაბადების თარიღი: 09.05.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ეროვნება: ქართველი

ნასამართლობა: არმქონე

მცხოვრები: ს-----------ს რაიონი, სოფ. მ--–------

 

ადვოკატი: თ---------- მ----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 28 თებერვალს ბრალდებული ო----ი ჩ----ე და დაზარალებული მ------- ს--–----- დაქორწინდნენ. მალევე მათთვის ცნობილი გახდა, რომ მ------- ს--–----- დაორსულდა. თანაცხოვრების პერიოდში ბრალდებულ ო---- ჩ----ეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ნაყოფი ჩასახული იყო მისი და მ------- ს--–----ის შეუღლებამდე. რის გამოც 2017 წლის 3 ივლისს დაახლოებით 15:00 საათზე ს-----------ს რაიონის სოფელ მ-–---------ში ,,მ--–------“ მისივე საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა ო---- ჩ----ემ მასთან მცხოვრები არასრულწლოვანი ძმის ი-–-- კახიძის თანდასწრებით ეჭვიანობის ნიადაგზე იძალადა ორსულ მეუღლეზე-მ------- ს--–-----ზე. ხელი ჩაარტყა კეფის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დარტყმის შედეგად მ------- ს--–----- წაიქცა და მარცხენა თვალბუდის არეში ქვედა ქუთუთოზე სისხლნაჟღენთის სახით მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ო---- ჩ----ემ ჩაიდინა, სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული --ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ------- ს--–-----მ განმარტა, რომ 2017 წლის 23 ივნისს ორსულობის გამო პროფილაქტიკის მიზნით მისული იყო ექიმთან და პირველად გადაიღო ,,ეხოსკოპია“. რამაც აჩვენა, რომ ნაყოფი იყო 17 კვირის, რამაც გამოიწვია კონფლიქტი მისი დედამთილის მხრიდან. იგი ამბობდა, რომ ,,ოთხი თვის მოყვანილი ხარ და ამდენი ხნის ორსული რატომ ხარო“. ხოლო შემდეგ, 2017 წლის 3 ივლისს ისევ წავიდნენ ,,ეხოსკოპიაზე“ შესამოწმებლად, სადაც ,,ეხომ“ აჩვენა, რომ ფეხმძიმედ იყო 20 კვირის და 2 დღის, რაც შეუძლებელი იყო და არ შესაბამებოდა სიმართლეს. ეცადა დაემშვიდებინა დედამთილი, აეხსნა მისთვის, რომ არაფერს არ იტყუებოდა და ბავშვი ნამდვილად მისი მეუღლის- ო----ი ჩ----ის იყო, უხსნიდა, რომ ყველაფრის მშვიდობიანად გარკვევა შეიძლებოდა, თუმცა ამის გაკეთება მან ვერ მოახერხა. ამ დროის განმავლობაში მისმა მეუღლემ ბრალდებულმა ო----ი ჩ----ემაც გაიგო ამის შესახებ და როდესაც ,,ეხოდან“ სახლში დაბრუნდნენ მათ შორის მოხდა შელაპარაკება. დაზარალებულის განმარტებით, შელაპარაკების დროს ბრალდებულმა ო----ი ჩ----ემ ხელი კრა და იგი მუცლით დაეცა იატაკზე, ამის მიუხედავად, ისევ შეეცადა, რომ მშვიდობიანი გზით მოეგვარებინა აღნიშნული კონფლიქტი, თუმცა არაფრის თქმას აზრი არ ქონდა. ამის შემდეგ ბრალდებულმა ო---- ჩ----ემ ხელი მოკიდა კისერში და უყვიროდა ,,რატომ გააკეთე ეს რაზე ფიქრობდიო“ უბიძგა ხელი, რის გამოც, ისევ დაეცა იატაკზე და მიიღო მარცხენა თვალზე დაზიანება და ,,ჩაულურჯდა“. განმარტავს, რომ ამის შემდეგ მისმა დედამთილმა დაურეკა მის მშობლებს და უთხრა, რომ თითქოს ,,აპარატზე“ იყო შეერთებული და სასწრაფოდ მოსულიყვნენ მათთან. როდესაც მისი მშობლები მივიდნენ დედამისთან ცოტა უთანხმოება მოუხდა იმის გამო, რომ მას წამოცდა თითქოს მის გაუპატიურებას ცდილობდნენ 12 წლის ასაკში, რაც სისულელე იყო და შემთხვევით ,,წამოროშა“, რაზეც დედამისმა მსუბუქად წაავლო თმებში ხელი და ,,მოქაჩა“, ამით რაიმე ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. დაზარალებულის განმარტებით, მეუღლის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის დროს იქ იმყოფებოდა მისი დედამთილი და მეზობლები, რომლებიც არაფერს აკეთებდნენ ძალადობის შესაჩერებლად. განმარტავს, რომ მისი მშობლები შეეცადნენ, რომ ,,სიტუაცია“ უფრო მშვიდობიანი გზით მოეგვარებინათ, თუმცა არ გამოვიდა და იგი წაყვა მშობლებს სახლში. მეორე დღეს, 2017 წლის 4 ივლისს გადასამოწმებლად და საკუთარი სიმართლის უფრო მეტად დარწმუნების მიზნით ისევ წავიდა ,,ეხოსკოპიაზე“ შესამოწმებლად სადაც გამოკვლევამ უჩვენა, რომ 18 კვირის და 6 დღის ფეხმძიმე იყო.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის დედამ- ფ-------------–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 3 ივლისს დაუკავშირდნენ მობილურ ტელეფონზე და აცნობეს, რომ მისი შვილი მ------- ს--–----- იყო ცუდად და აუცილებლად უნდა მისულიყო მისი სიძის ოჯახში. დაუკავშირდა მის მეუღლეს და გადაწყვიტეს, რომ ერთად წასულიყვნენ მის შვილის სანახავად ს-----------ს რაიონ სოფელ მ-–---------ში, მათ გაჰყვნენ მეზობლებიც. მოწმის განმარტებით, იქ მისულებმა შეიტყვეს, რომ მისი შვილი მ------- ს--–----- წაყვანილი ჰყოლიათ ,,ეხოსკოპიაზე“ და გამოკვლევას დაუდგენია, რომ მ------- 20 კვირის და 2 დღის ფეხმძიმედ ყოფილა. ამაზე ,,გაბრაზებული“ დახვდათ მ-------ს დედამთილი და იძახოდა, რომ წაეყვანათ მისი რძალი სახლიდან, ,,რადგან ეს ბავშვი ჩვენი არ არისო“. განმარტავს, რომ შეეცადა მშვიდობიანად, ნორმალურად გაეგოთ შეესაბამებოდა თუ არა ეს ყველაფერი სიმართლე, მაგრამ ამაზე არავის ,,არანაირი რეაქცია არ ქონია“. მოწმის განმარტებით, იქ ყოფნის დროს კამათი მოუვიდა თავის შვილთან, იმის გამო, რომ მ-------ს შემთხვევით უთქვამს, თითქოს 12 წლის ასაკში გააუპატიურეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რის გამოც ოდნავ წაავლო თმებში ხელი მის შვილს და ,,მოქაჩა“, რითაც მოწმის განმარტებით, მ-------ს რაიმე სახის ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. ადასტურებს, რომ მის შვილს მ-------ს სახლში წამოყვანის დროს მარცხენა თვალზე ეტყობოდა ,,ჩალურჯებები რაც ნელ-ნელა უფრო იმატებდა“. მეორე დღეს, გადაწყვიტეს, რომ ისევ შეემოწმებიათ მისი შვილის ფეხმძიმობის დრო ,,ეხოსკოპიაზე“, გამოკვლევამ აჩვენა, რომ მ------- ს--–----- იყო იმ ხნის ფეხმძიმედ, რა ხნითაც გათხოვილი იყო ბრალდებულ ო----ი ჩ----ეზე.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის მამამ მ---ა ს--–-----მ განმარტა, ახლობლის ოჯახში მუშაობის დროს შეატყობინეს, რომ მისი შვილი მ------- ს--–----- ცუდად იყო და ,,აპარატზე“ არის შეერთებულიო, რის გამოც, მეუღლესთან და მეზობლებთან ერთად წავიდა მისი შვილის ოჯახში- სოფელ ,,მ-–---------ში“, სადაც იქ მისულებს სხვა სიტუაცია დახვდათ. მისი შვილის თქმით მეუღლის ოჯახი აბრალებდნენ მას, რომ ის იმაზე დიდი ხნის ფეხმძიმედ იყო ვიდრე უნდა ყოფილიყო. თან მის შვილს მ------- ს--–-----ს მარცხენა თვალზე სილურჯე ეტყობოდა. მოწმე ადასტურებს, რომ მისი შვილი მ------- ს--–----- და მისი მეუღლე ფ-------------–--ე ერთმანეთში ცოტათი წაკამათდნენ, რაღაც სულელურ საკითხთან დაკავშირებით, მათ შეკამათებას რაიმე სერიოზული სახე არ ქონია, მოწმის განმარტებით, თავისი თვალით დაინახა, თუ როგორ მოქაჩა ოდნავ თმებში მისმა მეუღლემ მის შვილს მ-------ს, რაც დაახლოებით 2-3 წამი გაგრძელდა, რის გამოც, მ-------ს ნამდვილად არ მიუღია რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება. ამის შემდეგ მ------- ს--–----- წამოიყვანეს სახლში და იგი მეორე დღესვე წაიყვანეს ისევ ,,ეხოზე“ შესამოწმებლად, რამაც აჩვენა, რომ მ------- ფეხმძიმედ იყო იმდენი ხნის რამდენი ხნის გათხოვილიც იყო ბრალდებულ ო---- ჩ----ეზე.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ბ--–---------–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 3 ივლისს დაურეკა მ------- ს--–----ის დედამთილმა ირინა პელერემანმა და აცნობა, რომ ,,მ------- არის ცუდად და მოდით აპარატზე არის შეერთებულიო, მ-------ს მშობლებსაც გააგებიეო“. როდესაც მ-------ს მშობლებს შეატყობინა, რომ მათი შვილი ცუდად იყო, გადაწყვიტეს, რომ წასულიყვნენ ს-----------ს რაიონ სოფელ მ-–---------ში მ-------ს სანახავად. განმარტავს, რომ როდესაც სოფელ მ-–---------ში ჩავიდნენ, იგი მ-------ს დედასთან ფ-------------–--ესთან, მ-------ს მამასთან მ---ა ს--–-----სთან და მ-------ს ძმასთან გ------- ს--–-----სთან ერთად შევიდა საცხოვრებელი სახლის ეზოში და გაჩერდნენ სახლის კიბესთან, რა დროსაც, სახლის მეორე სართულზე გაიღო ,,ზალის“ კარები და კიბით ჩავიდა მ------- ს--–----- და მისი დედამთილი. მ------- ს--–-----ს ,,ნამტირალევი“ სახე ქონდა, თმა ჰქონდა გაჩეჩილი და მარცხენა თვალი ქონდა ,,ჩალურჯებული“. განმარტავს, რომ მ-------ს დედამთილმა აუხსნა მათ თუ რაშიც იყო საქმე და უთხრა მათ, რომ ,, მ------- აღარ გვინდა, რადგან ,,ეხოსკოპიაზე“ გვყავდა წაყვანილი და ხუთი თვის ფეხმძიმედ აღმოჩნდაო, მ------- კი ოთხი თვის მოყვანილი გვყავსო“. განმარტავს, რომ როგორც შემდეგ მ-------მ აუხსნა მას, თვალზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო იმით, რომ მისმა მეუღლემ ო----ი ჩ----ემ მას კისერში ჩაარტყა ხელი, რის გამოც, ძირს დაეცა და მიიღო დაზიანება.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ნა----–------–--–--–---–მა დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, მეზობლის სახლიდან მოესმა ,,ჩოჩქოლის“ ხმა. ადგილზე მისულმა ნახა, რომ მ------- ს--–----ის დედა იყო ძალიან ცუდად, იქვე გაარკვია, რომ მ-------ს დედამთილს დაურეკია და უთქვამს, რომ მ------- ყოფილა ძალიან ცუდად და საავადმყოფოში ჰყოლიათ გადაყვანილი. განმარტავს, რომ მან პირადად დაურეკა მ-------ს დედამთილს და კითხა, თუ რომელ საავადმყოფოში მისულიყვნენ, რაზედაც უპასუხა ,,ჯერ სახლში მოდითო“ და გაუთიშა ტელეფონი. ამის შემდგომ წავიდნენ ს-----------ს რაიონ სოფელ მ-–---------ში მ-------ს მეუღლის ოჯახში. განმარტავს, რომ იქ მისულებმა დაინახეს, თუ როგორ ჩამოდიოდა მ------- ს--–----- მის დედამთილთან ერთად სახლის მეორე სართულიდან კიბეზე, რა დროსაც, მოწმის განმარტებით, ,,მ-------ს ნამტირალევი სახე ქონდა, მარცხენა თვალი ქონდა ჩალურჯებულ, თმები ქონდა აჩეჩილი და ბარგი ქონდა ჩალაგებული“. განმარტავს, რომ როგორც შემდეგ მ-------მ აუხსნა მას, ეს დაზიანებები იყო გამოწვეული იმით, რომ მისმა მეუღლემ ო----ი ჩ----ემ მას კისერში ჩაარტყა ხელი და ამის გამო ძირს დაეცა და მიიღო დაზიანებები. მეორე დღეს გადაწყვიტეს წასულიყვნენ ,,ეხოსკოპიაზე“ და დაედგინათ რამდენ სწორი იყო წინა ,,ეხოს“ პასუხი. როგორც ,,ეხომ“ აჩვენა მ------- ს--–----- ფეხმძიმედ იყო ზუსტად იმდენი ხნის, რა ხნითაც იყო გათხოვილი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მ----–----------–--ემ საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში. მის მეზობლად ცხოვრობს დაზარალებულ მ------- ს--–----ის ოჯახი. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 3 ივლისს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. რა დროსაც, მასთან მივიდა მის მეზობლად მცხოვრები ფ-------------–--ე. რომელმაც აცნობა, რომ მისი შვილი მ------- ს--–----- იყო ცუდად და იმყოფებოდა საავადმყოფოში. ფ-------------–--ის სახლში იმყოფებოდნენ მისი მეზობლები, რომელთან ერთადაც გადაწყვიტეს წასულიყვნენ ს-----------ს რაიონის სოფელ მ-–---------ში მ------- ს--–----ის სანახავად. გაემართნენ ორი ავტომანქანით. როდესაც მივიდნენ ს-----------ს რაიონის სოფელ მ-–---------ში, ნახა, რომ მ------- ს--–----- იმყოფებოდა მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლში და იყო ნაცემი. კერძოდ, მარცხენა თვალთან ქონდა სისხლჩაქცევა. მ-------მ უთხრა მათ, რომ საავადმყოფოდან დაბრუნების შემდგომ, როდესაც სახლში მივიდა იგი სცემა მისმა მეუღლემ ო----ი ჩ----ემ. იქვე მ------- ს--–----ის დედამთილისგან შეიტყვეს, რომ მ------- ს--–----- მიყვანილი ყოლიათ საავადმყოფოში სადაც აღმოჩნდა, რომ იგი იყო ხუთი თვის ორსულად. ეს მაშინ როდესაც მ------- ს--–----- იყო ოთხი თვის გათხოვილი. რაც იწვევდა მათ ეჭვს. საცხოვრებელი სახლის ეზოში ყოფნის დროს დაინახა, რომ მ------- ს--–-----ს თმაში მოქაჩა მისმა დედამ, იმის გამო, რომ მ-------ს უთქვამს თითქოს თორმეტი წლის ასაკში ქონდა სხვასთან სქესობრივი კავშირი. რაზედაც დედამისმა უთხრა, რომ ,,ეს სისულელე რამ გათქმევინაო“. ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მ------- წამოეყვანათ სახლში და მასთან ერთად ყველანი დაბრუნდნენ სოფელ ტყაჩირში. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის ცნობი-–-- მ-------ს დედამ იგი წაიყვანა შესამოწმებლად, სადაც აღმოჩნდა, რომ მ------- ს--–----- იყო ზუსტად იმდენი ხნის ორსულად, რამდენი ხნითაც იყო იგი გათხოვილი. ადასტურებს, რომ შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ ნახა მ------- ს--–-----, რომელმაც უთხრა, რომ ქონდა თავის ტკივილები და ეტყობოდა მარცხენა თვალთან ჩალურჯების კვალი.

 

ანალოგიურად აჩვენა, მოწმის სახით დაკითხულმა ს------- ჩ--------ემ და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2017 წლის 3 ივლისს, მის მეზობლად მცხოვრები ფ-------------–--ის თხოვნით მეუღლესთან და სხვა მეზობლებთან ერთად გაჰყვა ამ უკანასკნელს ს-----------ს რაიონის სოფელ მ-–---------ში. სადაც გათხოვილი იყო ფ-------------–--ის შვილი მ------- ს--–-----. იგი გაჰყვა მათ იმიტომ, რომ ფ-------------–--ის განმარტებით, მისი შვილი იყო ცუდად და იმყოფებოდა საავადმყოფოში. როდესაც ს-----------ს რაიონ სოფელ მ-–---------ში მივიდნენ, იმ სახლში, სადაც იყო გათხოვილი მ------- ს--–----- ეზოში შესვლის დროს დაინახა, რომ მ------- ჩამოდიოდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან და როდესაც მივიდა მათთან თქვა, რომ იგი უცემია მის მეუღლეს, რადგანაც მის ფეხმძიმობაში შეუტანია ეჭვი. იქვე მყოფ მ------- ს--–----ის დედამთილს ხელში ეკავა საბუთები და ამბობდა, რომ მ------- ს--–----ის ორსულობა იმაზე მეტი ხნის ვიდრე იყო გათხოვილი. მათ შორის იყო ურთიერთშელაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, ისინი ეზოში გაჩერდნენ დაახლოებით 45 წუთი შემდეგ ყველანი წამოვიდნენ და წამოიყვანეს მ------- ს--–-----. განმარტავს, რომ მ------- ს--–-----ს თმა ქონდა არეული, იყო აღელვებული და თვალი ქონდა ჩალურჯებული. ამბობდა, რომ სცემა მისმა მეუღლემ.

 

დაზარალებულ მ------- ს--–----ის მიერ მიცემული განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სცემა მეუღლემ ო----ი ჩ----ემ და ამის შედეგად დაუზიანდა თვალი, ასევე, დაადასტურეს, საქმის სასამართლო განხილვის დროს, ს-----------ს რაიონ სოფელ მ-–---------ში მყოფმა, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულ მ------- ს--–----ის ძმამ არასრულწლოვანმა გ------- ს--–-----მ, ასევე, ელიზბარ ჯანელიძემ, რაჟდენ ნამჩევაძემ. ხოლო მოწმის სახით დაკითხულმა ვეფხია ვარდანიძემ დაადასტურა, რომ იგი მეზობელთან ერთდ მისი კუთვნილი ავტომანქანით იმყოფებოდა ს-----------ს რაიონის სოფელ მ-–---------ში დაზარალებულ მ------- ს--–----ის დედის ფ-------------–--ის თხოვნის საფუძველზე და მისივე ავტომანქანით წამოიყვანა მ------- ს--–----- მეუღლის საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც ჩაჯდა მისი ავტომანქანის უკანა სავარძელზე და ამბობდა, რომ სცემა მეუღლემ და ცილს წამებდა მას. მოწმის განმარტებით, აღენიშნებოდა თუ არა რაიმე სახის დაზიანება სახეზე მ------- ს--–-----ს არ დაკვირვებია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ძ----------–---–მა და უ-----------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურეს, რომ როცა მათი მეზობლები დაზარალებულ მ------- ს--–-----სთან ერთად დაბრუნდნენ ს-----------ს რაიონ სოფელ მ-–---------დან. მათთვის ცნობილი გახდა, რომ მ------- ს--–----- უცემია მეუღლეს ო----ი ჩ----ეს. იმის გამო, რომ ეჭვი შეუტანია მ------- ს--–----ის ორსულობაში. ასევე, მოწმე უ-----------ემ დაადასტურა, რომ ნახა მ------- ს--–-----, რომელსაც მარცხენა თვალი ქონდა ჩალურჯებული.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ს-----------ს პოლიციის სამმართველოს გამომძიებელმა კ-----------------------მ დაადასტურა, რომ 2017 წლის 4 ივლისს სამსახურში იმყოფებოდა და იყო მორიგე. გამოძიებაში მიიღო დაზარალებულ მ------- ს--–----ის ცემის ფაქტზე არსებული მასალები. დაკითხა თავად მ------- ს--–-----. რომლის განმარტებით, 2017 წლის 3 ივლისს სცემა მეუღლემ იმის გამო, რომ ეჭვი შეიტანა მის ფეხმძიმობაში, დაარტყა ფეხი მუცლის არეში, რის გამო, წაიქცა და დაიზიანა თვალი. ოპერატიულ ჯგუფთან ერთად ოზურგეთის რაიონ სოფელ ნატანებში დააკავა ბრალდებული ო---- ჩ----ე, რომელსაც დაკავების დროს, რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია. სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნა ექსპერტიზა.

 

ანალოგიურად განმარტა, მოწმის სახით დაკითხულმა საოლქო პროკურატურის უფროსმა გამომძიებელმა თ---------- ლ-------ემ და მიუთითა, რომ მონაწილეობას იღებდა ბრალდებულ ო----ი ჩ----ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. მის მიერ იქნა გამოკითხული ბრალდებული ო----ი ჩ----ე, რომელსაც, წარუდგინა ბრალდება, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, იმის გამო, რომ ხელი მოკიდა მეუღლეს ბეჭზე, რომელსაც ფეხი აუცურდა ,,მეტლახზე“ და დაეცა ძირს მათ ეზოში არსებულ სამზარეულოსთან. ასევე, მის მიერ დაკითხული იქნენ მოწმეებიც, ჩვენებებს შორის იყო წინააღმდეგობა.

 

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.

 

საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N003882017 დასკვნის თანახმად, ,,04.07.2017წ. 220009-22:15 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე მ------- ს--–-----ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გია გობრონიძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამრთლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში გადმოცემული გარემოებები და განმარტა, რომ დასკვნა გაცემული იქნა უბნის ინსპექტორ გამომძიებლის კ-----------------------ს დადგენილების საფუძველზე კანონის შესაბამისად.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების აღწერა:

 

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ო---- ჩ----ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ საკუთარი ავტომობილით, მეუღლე მ------- ს--–----- თავისი ოჯახის წევრებთან, დედასთან ირინე პერელმანთან, ბებიასთან და ძმასთან ერთად წაყვანილი ჰყავდა ქ. ქუთაისში ,,ეხოსკოპიაზე“. მოწმის განმარტებით, გზაში მოძრაობის დროს დაზარალებულთან რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, რადგან მეუღლე იყო და ენდობოდა მას. ხოლო 10 დღის შემდეგ - 03 ივლისს, ისევ წავიდნენ ქ. ქუთაისში, კლინიკა ბომონდში ,,ეხოსკოპიაზე“, სადაც მივიდნენ დაახლოებით 14:00 საათზე. კლინიკაში შევიდნენ ი------------–---ი და მ------- ს--–-----. როდესაც კლინიკიდან წამოვიდნენ, მან ავტომანქანა გაჩერა ავტოგასამართ სადგურზე ,,გაზის ჩასატუმბად“, რომ სახლში მისულიყვნენ, ამ დროს მის მეუღლეს ხელში ეჭირა ,,ეხოსკოპიის“ პასუხი, რა დროსაც, რამოდენიმეჯერ სთხოვა მეუღლეს, რომ მიეცა მისთვის აღნიშნული საბუთი, რადგან აინტერესებდა ბავშვის სქესი. თუმცა, აღნიშნულზე მ------- ს--–-----მ თავიდან უთხრა უარი, საბოლოოდ კი მისცა მითითებული საბუთი, მაგრამ მას აღნიშნულ საბუთში არ ჩაუხედავს, ვინაიდან უკვე ავტომანქანა დაიტუმბა გაზით რას გამაც, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ სახლის მიმართულებით. ბრალდებულის განმარტებით, როდესაც სახლში მივიდნენ და გადმოვიდნენ მანქანიდან, რამდენჯერმე დაუძახა მ-------ს რომ დაეცადა მისთვის, ვინაიდან ძალიან აინტერესებდა, თუ რა ეწერა ,,ეხოსკოპიის“ პასუხში, რაზეც მან ყურადღება არ მიაქცია და ხელი აუქნია. ამ დროს სახლიდან გაისმა ყვირილის ხმა, იმის გამო, რომ ბებია იყო ცუდად და წავიდა მისი მიმართულებით. ასევე, მათ სახლში გადმოვიდნენ მეზობლები თინათინ და ფ-------–------------ეები და ქეთევან პაპავა. აღნიშნული პირები დაეხმარნენ, რომ აეყვანათ ბებია ,,ბალკონზე“ და დაეწვინათ იქ მდგარ საწოლში, სადაც აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. აღნიშნულის გამო თვითონაც ცუდად გახდა და გადავიდა მეზობელთან- თ------------------ესთან, რომელმაც გაუსინჯა წნევა და აღმოუჩინა დახმარება. მასთან სახლში დარჩნენ ქეთევან პაპავა და ფ-------–------------ე, მის ძმასთან, დედასთან და ბებიასთან ერთად. თვითონ სახლში არ გადასულა დაახლოებით 22:00 საათამდე, შესაბამისად, მისთვის უცნობია თუ რა მოხდა მის სახლში. მიუთითებს, რომ არის ავად, ემართება სპაზმები და ასეთ დროს იკეთებს ნემსებს. როდესაც დაბრუნდა სახლში იკითხა, თუ სად იყო მისი მეუღლე, ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ სახლში მისული ყოფილან მისი მეუღლის მშობლები, მოხდარა რაღაც უთანხმოება ოჯახის წევრებს შორის, რასაც მოჰყვა ჩხუბი. აღნიშნულის შემდეგ მისი მეუღლე მ------- ს--–----- წაუყვანიათ მისმა მშობლებმა, რის შემდეგაც შეეცადა მეუღლესთან დაკავშირებას, თუმცა მან არ უპასუხა. მეორე დღეს გადაწყვიტა, რომ დაფიქრებულიყო აღნიშნულ საკითხზე. სურდა მეუღლის ოჯახში მისვლა საქმის ვითარებაში გასარკვევად და გადაწყვიტა, რომ იქ მისულიყო ბიძამისთან ერთად, რის გამოც, წავიდა ბიძის ოჯახში სოფელ ნატანებში. განმარტავს, რომ მის მეუღლესთან მ------- ს--–-----სთან რაიმე სახის კონფლიქტი არ ქონია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ფ-------–------------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაადასტურა, რომ არის ბრალდებულ ო----ი ჩ----ის მეზობელი. კარგი ურთიერთობა აქვს როგორც ბრალდებულთან, ასევე, კარგი დამოკიდებულება ქონდა ამ უკანასკნელის მეუღლესთან მ------- ს--–-----სთან. 2017 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 15 საათზე, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. სადაც, მოესმა მეზობლის დაძახება, რომ ,,ციალა ბებო“ იყო ცუდად. გადავიდა მეზობელთან და მოეხმარა მათ ავადმყოფის მოვლაში. იქვე იმყოფებოდა ბრალდებული ო---- ჩ----ე და მისი მეუღლე მ------- ს--–-----ც. მაგრამ, ამ უკანასკნელს რაიმე სახის რეაქცია არ ქონია. როდესაც ავადმყოფი მომჯობინდა, იგი გადავიდა სახლში, სადაც მივიდა მისი და, რომელმაც უთხრა, რომ ო----ი ჩ----ე იყო ცუდად და იგი გადმოიყვანა მასთან სახლში. ამ ფაქტიდან დაახლოებით 1 საათში, ო----ი ჩ----ის სახლის ჭიშკართან გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა დაახლოებით ათამდე პირი. მათ შორის იყვნენ მ-------ს მშობლებიც. ეზოში იყო ხმამაღალი საუბარი, რის გამოც, გადავიდა მათთან. სადაც გაიგონა, რომ მ-------ს დედა ეუბნებოდა მის შვილს ,,რამ გათქმევინა რომ 12 წლის ასაკში გადაგაცდინესო“ და დედამისმა მ-------ს მუშტები ურტყა თავში გაშველებამდე ,,ორი მუჭი დაარტყა თვალის არეში“. ამის შემდეგაც ისინი წავიდნენ და მ-------ც წაიყვანეს. განმარტავს, რომ მ------- ს--–-----სა და ო----ი ჩ----ეს შორის რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ქონია. ისინი ერთად იდგნენ ავადმყოფ ,,ციალა ბებოსთან“ რა დროსაც, მ-------ს სახეზე არაფერი არ ეტყობოდა, ხოლო, დედამისის მხრიდან ცემის შედეგად ქონდა სიწითლე სახეზე. კერძოდ, სახის მარცხენა მხარეს. მათი წასვლის შემდგომაც ო---- ჩ----ე იმყოფებოდა მათთან სახლში. განმარტავს, რომ ეზოში ყოფნის დროს ო----ი ჩ----ის დედას რაღაც საბუთები ეკავა ხელში და მ-------ს დედას აჩვენებდა ამ საბუთებს და ეუბნებოდა ,,შენი შვილის დასკვნააო 4 თვის მოყვანილი გვყავს და ეს ფურცელი ადასტურებს, რომ 5 თვის ორსულად არისო“. მ-------ს მისმა მშობლებმა უთხრეს, რომ ჩაალაგე შენი ნივთები და წამოდიო.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ქ------------მ, საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ ბრალდებულ ო----ი ჩ----ის ოჯახთან აკავშირებს მეგობრული და მეზობლური ურთიერთობა. 2017 წლის 3 ივლისს, დაახლოებით დღის 3 საათზე გაიგონა მეზობლის ი---------–------ის ყვირილი, რომელიც მოუწოდებდა მეზობლებს დახმარებისაკენ, როდესაც გადავიდა ამ უკანასკნელის სახლში, ნახა, რომ ირინას დედა იყო ცუდად, დაეხმარა ირინას მის მოვლაში და ისევ გადავიდა ფ-------–------------ის სახლში, საიდანაც დაინახა, რომ ი---------–------ის სახლის ჭიშკართან გაჩერდა ორი ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ ი---------–------ის რძლის- მ------- ს--–----ის მშობლები და მათი თანმხლები მისთვის უცნობი დაახლოებით ათი პირი, ისინი გაჩერდნენ საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ-------ს დედის შეკითხვაზე, თუ რა დაემართა მის შვილს, ი---------–------მა უპასუხა, რომ ,,ეხოზე გვყავდა წაყვანილი და ხუთი თვის ფეხმძიმე არისო, ჩვენ კი ოთხი თვის მოყვანილი გვყავსო’’ ამის შემდეგ ი---------–------მა უთხრა მ------- ს--–-----ს ეთქვა დედისთვის თუ რა მოუვიდა თორმეტი წლის ასაკში, მ------- ს--–-----მ თქვა, რომ ,,თორმეტი წლის ასაკში გამაუპატიურესო’’, მოწმის განმარტებით, ამ სიტყვების გაგონებაზე მ------- ს--–----ის დედა გაბრაზდა, თმებში სწვდა მ-------ს და მარჯვენა ხელით დაუწყო ცემა, იგი გააშველეს მისმა თანმხლებმა პირებმა. როდესაც ჩხუბის შემდეგ მ-------მ ზემოთ ასწია თავი, ნახა, რომ მას დედამისის ცემისაგან ჩაწითლებული ქონდა სახის მარცხენა არე თვალთან, ამის შემდგომ მ-------ს დედამ, ფ-------------–--ემ და მისმა თანხმლებმა პირებმა მ------- ს--–----- წაიყვანეს თავის სახლში. როდესაც მ-------ს დედა გადადიოდა ეზოდან დაიძახა ,,მე არ ვიყო ჯანელიძის ქალი თუ ო---- ჩ----ე ყელგამოჭრილი ზალაში არ დავდოო’’, განმარტავს, რომ მ------- ს--–-----ს, სანამ მისი მშობლები და მათი თანმხლები პირები მივიდოდნენ სახეზე საერთოდ არანაირი დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, მიუთითებს, რომ მ------- ს--–-----ს სახის არეში არსებული სიწითლეები მიყენებული იყო მხოლოდ დედამისის მხრიდან მისი ცემის გამო. მ------- ს--–----ის მშობლების ოჯახში ყოფნის დროს ო----ი ჩ----ე სახლში არ იყო, იგი იმყოფებოდა მეზობლის, თ------------------ის ოჯახში, ვინაიდან შეუძლოდ გახდა ბებიის ავადმყოფობის გამო.

 

მოწმე თ------------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მასთან ერთად ეზოში იყო მისი და ფ-------–------------ე და ქ------------, რა დროსაც, შემოესმათ ი------------–---ის ხმა ,,მეზობლებო მიშველეთო“. გადავიდნენ და ნახეს, რომ ო----ი ჩ----ის ბებია იყო შეწუხებული. განმარტავს, რომ იქ ყოფნის დროს, როდესაც ო----ი ჩ----ის ბებია წნევა გაუზომეს და მოასულიერეს, მათთან ერთად იმყოფებოდა მ------- ს--–----- და ო----ი ჩ----ე, მ------- ს--–-----ს ხელი არ გაუნძრევია და არ მიხმარებია მათ ბებიის მოვლაში. განმარტავს, როდესაც ცოტათი გამოკეთდა ო----ი ჩ----ის ბებია, მას ამ დროს მისი სახლიდან შემოესმა ბავშვის ხმა და სანამ მის სახლში გადავიდოდა, ამ დროს ო----ი ჩ----ეც ცუდად გახდა და იგი თავისთან გადაიყვანა, სადაც გაუზომა სიცხე და გადაუკეთა ნემის და ო----ი ჩ----ეს ჩაეძინა. განმარტავს, რომ ამის შემდგომ გაიგონა ხმა და დაინახა, რომ ო----ი ჩ----ესთან მოვიდნენ მისთვის უცხო ხალხი და გადაწყვიტა, რომ იქ არ გადასულიყო და სახლში დარჩენილიყო ო----ისთან და მის შვილთან ერთად. განმარტავს, რომ პირველად გადასვლის დროს მ------- ს--–-----ს სახეზე არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა ი-–-- კ----ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ ბრალდებული ო---- ჩ----ე არის მისი ძმა. ხოლო, დაზარალებული მ------- ს--–----- იყო მისი რძალი. 2017 წლის 3 ივლისს მ------- ს--–----- დედამისთან ერთად წაიყვანეს საავადმყოფოში ,,ეხოსკოპიაზე“. როდესაც დაბრუნდნენ მისი ძმა ო----ი ჩ----ე ეუბნებოდა მას, რომ მიეცა მისთვის ,,ეხოსკოპიის“ პასუხი და ისინი ორივე გაემართნენ საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ,,კუხნისაკენ“. ხოლო, თვითონ კი დარჩა ეზოში, ისე, რომ მათ ვერ ხედავდა. დედამისმა დაურეკა მ-------ს მშობლებს და უთხრა მათ, რომ საქმე ქონდა და ჩამოსულიყვნენ. მათთან მივიდა ათი პიროვნება, მ-------ს დედამ იკითხა თუ რაში იყო საქმე, რაზედაც დედამისმა უპასუხა მას, რომ მ------- მოყვანილი იყო 4 თვის, ხოლო 5 თვის ფეხმძიმე იყო. იმის გამო, რომ მ-------ს ნათქვამი ქონდა, რომ თორმეტი წლის ასაკში იყო გაუპატიურებული, ამის გამო მ-------ს დედამ სცემა იგი ,,მუშტებით“. ამ დროს მათთან იყვნენ მათი მეზობლებიც. მ------- ს--–----- გაჰყვა მის მშობლებს და თან წაიღო მისი კუთვნილი ნივთები. მოწმის განმარტებით, როდესაც მ------- ს--–----- წავიდა მათი სახლიდან მას სახეზე რაიმე დაზიანების კვალი არ ქონია.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.

 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, მთლიანად გამორიცხავენ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულ მ------- ს--–----ის მიმართ განხორციელებულ ცემის ფაქტს, რაც, არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს, რის გამოც, მათ ჩვენებებში ახსნილი გარემოებები სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგანაც, ფაქტების სწორად აღქმის, დამახსოვრებისა და მათი გადმოცემის ინდივიდუალური ინტერესის გათვალისწინებით, ამ მოწმეთა ჩვენების შინაარსისათვის დამახასიათებელია სინამდვილის ბრალდებულის სასარგებლოდ ასახვა, რადგანაც, ამ გარემოებათა გათვალისწინებით მათ მიერ ასახული ინფორმაცია გარკვეულ ცვლილებებს განიცდის მათი გადმოცემისას, რის გამოც, ჩვენებებს შორის წინააღმდეგობრიობის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დაცვის მოწმეთა ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები შეფასდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, იმისათვის, რომ განისაზღვროს, რამდენად არსებითია ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა და რამდენად შეესაბამებიან მათში გადმოცემული ფაქტები საქმის სასამართლო განხილვით დადგენილ გარემოებებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასახავს თუ არა მათ ჩვენებებში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. დადგენილია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეებს ბრალდებულთან აკავშირებთ ახლო მეზობლური და მეგობრული ურთიერთობა და აქედან აფასებენ ისინი ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტის დამტკიცების შედეგად, ამ უკანასკნელის მიმართ მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. ამასთან მხარეებს უფლება აქვთ მტკიცებულებათა უტყუარობის კონტექსტში, მოწმის ჩვენების სანდოობა ეჭქვეშ დააყენოს მოწმის მიკერძოების გამო.

ამ უფლების გამოყენებით ბრალდების მხარემ არასარწმუნოდ მიიჩნია დაცვის მხარის წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები. იმის გამო, რომ ამ უკანასკნელთ აქვთ ახლო ურთიერთობა ბრალდებულთან, ცხოვრობენ ერთმანეთის გვერდით, ხშირად სტუმრობენ ბრალდებულის ოჯახს და ეხმარებიან მას, რაც ერთობლიობაში მიუთითებს დაცვის მოწმეთა მიკერძოებაზე და მცდელობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან დაიცვან ბრალდებული.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ:

 

საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ბრალდებულ ო----ი ჩ----ის მიმართ საფუძვლად დაედო მ------- ს--–----ის 2017 წლის 4 ივლისს ს-----------ს რაიონული სამმართველოს უფროსის სახელზე შედგენილი განცხადება. სადაც მ------- ს--–----- მიუთითებდა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მისმა მეუღლემ ო----ი ჩ----ემ კონფლიქტის დროს ხელი ჩაარტყა უკანა კისრის არეში. რის შედეგადაც წაიქცა და ჩალურჯებული აქვს მარცხენა თვალი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებებს და უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები რომლებიც, უშუალოდ აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს და ადასტურებენ მათ.

 

იმ საკითხის გარკვევის მიზნით, ნამდვილად მიაყენა თუ არა ბრალდებულმა ო---- ჩ----ემ სხეულის დაზიანება დაზარალებულ მ------- ს--–-----ს, მნიშვნელოვანია ერთობლიობაში შეფასდეს საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დაზარალებულმა მ------- ს--–-----მ, საქმის სასამართლო განხილვის დროს ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ბრალდებულმა ო---- ჩ----ემ ქალაქ ქუთაისიდან საცხოვრებელ სახლში მისვლისთანავე, მათ შორის მომხდარი შელაპარაკების დროს, ხელი მოკიდა კისერში და უბიძგა მას, რის შედეგადაც, წაიქცა ძირს იატაკზე და მარცხენა თვალის არეში მიიღო დაზიანება, რომელიც ,,ჩაულურჯდა“. აღნიშნული დაზიანების მიღების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის ავთენტურობის დადგენის მიზნით დაკითხული იქნა დასკვნის შემდგენი ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე შემოწმების მიზნით წარდგენილმა დაზარალებულმა განაცხადა, რომ დაზიანება მიაყენა მეუღლემ ო---- ჩ----ემ. ამასთან, განმარტა, რომ დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ასევე, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხული იქნენ ს-----------ს რაიონის სოფელ მ-–---------ში ბრალდებულ ო----ი ჩ----ის საცხოვრებელ სახლში დაზარალებულ მ------- ს--–----ის სანახავად მისული დაზარალებულის დედა და მეზობლები, რომელთაც დაადასტურეს, რომ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლის წინ არსებულ ეზოში შესვლისთანავე დაინახეს დაზარალებული მ------- ს--–-----, რომელიც ჩამოდიოდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან კიბეზე და როდესაც მივიდა მათთან, ეტყობოდა, რომ იყო აღელვებული, არეული ჰქონდა თმები და სახეზე თვალის არეში ქონდა დაზიანება, იქვე დაზარალებულისაგან შეიტყვეს, რომ დაზიანება მიაყენა მეუღლემ ო----ი ჩ----ემ, მოწმეთა ჩვენებებში მითითებული აღნიშნული გარემოებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ დაზარალებულ მ------- ს--–-----ს სახეზე არსებული დაზიანება მეუღლის ო----ი ჩ----ისაგან მიყენებული ჰქონდა სოფელ მ-–---------ში, მის სანახავად მშობლების და მეზობლების მისვლამდე, რაც გამორიცხავს დაცვის მხარის მოწმეთა მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულ მ------- ს--–-----ს სახის არეში დაზიანება მიაყენა დედამ ფ-------------–--ემ მასთან კონფლიქტის დროს, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც დაცვის მოწმეთა ჩვენებებში გადმოცემული გარემოებები არ დასტურდება საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით და არსებითად ეწინააღმდეგებიან მათ.

 

ამდენად, მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N003882017 დასკვნით, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების სასამართლო გამოკვლევით, მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ო---- ჩ----ემ ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

ქმედების, სამართლებრივი აღწერა:

 

იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ო---- ჩ----ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია, მის მიმართ, წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სისხლის სამართლისა კოდექსის 1261 მუხლის შემადგენლობისათვის აუცილებელია ძალადობა გამოხატული იყოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნაში ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ასევე ითვლება ყოფილი მეუღლე.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ძალადობა, თავისი შინაარსით გამოიხატება მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამ შემთხვევაში სახეზეა განზრახი დანაშაული, რა დროსაც, მოტივსა და მიზანს არ გააჩნია მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რომ უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი-ფიზიკური ტკივილი, რასაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი არ ექნება ამ კვალიფიკაციისათვის დამახასიათებელ დანაშაულის შემადგენლობას.

 

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ განზრახ დანაშაულს გააჩნია თავისი მოტივი და მიზანი. პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, ხასიათდება თავისთვის დამახასიათებელი ნებელობითი ხასიათით, რის გამოც, პირველ რიგში დადგენილი უნდა იქნეს, თუ რისი მიღწევა სურდა ქმედების ჩამდენს და რა მიზანი ამოძრავებდა მას, რაც, შესაძლებელს გახდის დადგინდეს ბრალდებულის განზრახვის შინაარსი და ხელს შეუწყობს სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას. საქმის სასამართლო განხილვით, დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება განხორციელდა იმის გამო, რომ მან ეჭვი შეიტანა მისი მეუღლის ერთგულებაში, რადგანაც ,,ეხოსკოპიის“ პასუხის თანახმად, მეუღლის ორსულობის ვადა არ ემთხვევოდა მათი შეუღლების დროს, სწორედ აღნიშნული გახდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთა კონფლიქტის მიზეზი, რის გამოც, დადგა მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაც, იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ბრალდებულმა ო---- ჩ----ემ ჩაიდინა ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიმართული იყო მისი მეუღლის მ------- ს--–----ის მიმართ, რადგანაც, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით დადგენი-–--, რომ დაზარალებულმა მ------- ს--–-----მ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული მიუთითებს, რომ ბრალდებულის ქმედება სრულად შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს და გამორიცხავს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც იგი მთლიანად უარყოფს მისი მხრიდან დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.

 

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ ო---- ჩ----ეს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ო---- ჩ----ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოვებული სასჯელი, რადგანაც, აღნიშნული მოცემულ შემთხვევაში კერძო და ზოგადი პრევენციის მიღწევის საშუალებაც იქნება და ასევე ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრამდე, სასამართლომ გამოიკვლია ხომ არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაწესებული შეზღუდვები და დაადგინა, რომ ო---- ჩ----ე, არ არის პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი, საპენსიო ასაკის პირი ან გაწვეული სამხედრო მოსამსახურე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული, ო---- ჩ----ე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამასორმოცდაათი) საათის ვადით.

2. ვინაიდან ო---- ჩ----ე, სასამართლო განხილვამდე, იმყოფებოდა პატიმრობაში, 2017 წლის 04 ივლისიდან - 2017 წლის 07 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ო---- ჩ----ეს ამ დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდეს 20 საათით და საბოლოოდ, ბრალდებულ ო---- ჩ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 330 (სამასოცდაათი) საათის ვადით.

3. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. მსჯავრდებულ ო---- ჩ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ი------------–---ს (პირადი N3----------) განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას

6..განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე