განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002414940
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე #1/34-18
შესავალი ნაწილი
14 მაისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გუ------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გე--------------------------ი (დაბადებული - 1--- წლის 2------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #3---------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ნი---–-----ის რაიონის გო----–-----ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ.
ადვოკატი - ზა----------ძე
თარჯიმანი - გა-–----------------–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 1261 -ე მუხლის 12 ნაწილი
დისპოზიცია:
ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორის მიმართ, სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , ან 118-? ან ?????? გათვალისწინებული შედეგი, −
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 27 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, ნი---–-----ის რაიონის სოფელ გო----–-----ში, საცხოვრებელ სახლში, გე--------------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს- ფლ-------------ს, კერძოდ ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც ფლ-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ ფაქტამდეც, გე--------------ი მეუღლეს- ფლ-------------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ 2018 წლის იანვრის თვიდან მოყოლებული, გევორგ აღაინმა რამოდენიმეჯერ სცემა მისი მეუღლე- ფლ-------------ი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ ხელს ურტყავდა სახეში და აგინებდა. აღნიშნული ქმედებების შედეგად ფლ-------------მა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. გე--------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ფლ-------------ის, სათ------------ის, სო----------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციას, ფლ-------------ის სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნას ასევე, ბრალდებულ გე--------------ის აღიარებასა (აღიარებს ჩადენილ ქმედებას) და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გე--------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 111 - 126-ე მუხლის 12 ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ, სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.2. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად კი, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.3. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 111 - 126 მუხლის 12 ნაწილი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფსიქიკური ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. (აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N403აპ-16 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სასამართლომ განმარტა, რომ „მოძალადე“ და „ძალადობის მსხვერპლი“ უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები და არა, ზოგადად - „არასრულწლოვანი და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრი“).
3.4. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულისა და მოწმეების - მოწმეების - მოწმეების - ფლ-------------ის, სათ------------ის, სო----------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციას, ფლ-------------ის სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნას ასევე, ბრალდებულ გე--------------ის აღიარებასა (აღიარებს ჩადენილ ქმედებას) არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 27 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, ნი---–-----ის რაიონის სოფელ გო----–-----ში, საცხოვრებელ სახლში, გე--------------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს- ფლ-------------ს, კერძოდ ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც ფლ-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ ფაქტამდეც, გე--------------ი მეუღლეს- ფლ-------------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ 2018 წლის იანვრის თვიდან მოყოლებული, გევორგ აღაინმა რამოდენიმეჯერ სცემა მისი მეუღლე- ფლ-------------ი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ ხელს ურტყავდა სახეში და აგინებდა. აღნიშნული ქმედებების შედეგად ფლ-------------მა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.
3.5. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მიხაილ გონჩაროვმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ-ს 111 - 126 მუხლის 12 ნაწილი) ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 - ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
4.5. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გე--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალის მიხედვით არ მოიპოვება.
4.6. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გე--------------ის უნდა დაენიშნოს მითითებული მუხლებით გათვალისწინებული სასჯელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 126 მუხლის 12 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელად დაუდგინდეს 1 (ერთი) წლის ვადა. რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
4.7. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
4.8. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ გე--------------ის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას შერიგებულია დაზარალებულთან, გე--------------ის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
4.9. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულ გე--------------ის ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მას უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გე--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 126 მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელად დაუდგინდეს 1 (ერთი) წლის ვადა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გე--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 29 მარტის ჩათვლით (2 დღე) .
4. გე--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6 განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან