განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2018
საქმის ნომერი
080100118002312425
დავის ტიპი
137 1
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/136-18 (№057261117001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

19 მარტი 2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და---- სი-–-----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გი------ ბო-----ს ძე გუ-------- - დაბადებული 1--- წლის 2---------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ბაღდათი, სოფ. ქვ---- ზე----; ფაქტობრივად მცხოვრები: ბაღდათი, სოფ.------

 

ადვოკატი - მე---- წუ-–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: გაუპატიურება, ე.ი სექსუალური ხასიათის შეღწევა მისივე სასქესო ორგანოს გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით.

 

სხდომის სახე - დახურული

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ ქვ-----------–ი ცი--–- გუ-------- თავის საცხოვრებელ სახლში, ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა კერძოდ, დაამყარა სქესობრივი კავშირი ე.ი. სექსუალური ხასიათის შეღწევა თავისივე სასქესო ორგანოთი ჩადენილი ძალადობით, იქვე მცხოვრებმა გი------ გუ--------მ. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ცი--–- გუ--------მ მიიღო ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეთა დე----- გუ--------ს, ბო----- გუ--------ს, ქე---- გუ--------ს, გულნაზ გუ--------ს, ნანა კახიანის, მურად წა----ს, და---- გუ-------ს, ამ----- გუ--------ს, მა-- წა----ს, ქე------ ვე-------ს გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ცი--–- გუ--------ს გამოკითხვის ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, განაჩენი გი------ გუ--------ს მიმართ, ცნობა ნასამართლობის შესახებ, ნიმუშების აღების ოქმები ბიოლოგიური კვლევისათვის) ერთობლიობა გი------ გუ--------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გი------ გუ--------მ გამოიყენა დუმილის უფლება, ამასთან მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ გუ--------მ ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი სექსუალური ხასიათის შეღწევა მისივე სასქესი ორგანოს გამოყენებით ჩადენილი ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გი------ გუ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, მის პიროვნულ მახასიათებლებს და ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება გი------ გუ--------ს მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გი------ გუ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გი------ გუ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 26 ნოემბრის 19:06 საათიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება:

 

ცი--–- გუ--------საგან ამოღებული მისი კუთვნილი ტანსაცმელი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული გადასაფარებელი (ე.წ ადეალა) და ზეწარი, დაუბრუნდეს ცი--–- გუ--------ს.

 

გი------ გუ--------საგან ამოღებული მისი კუთვნილი ტანსაცმელი დაუბრუნდეს გი------ გუ--------ს.

 

ცი--–- გუ--------საგან და გი------ გუ--------საგან აღებული ნიმუშები განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა CD დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური