განაჩენი

სისხლის სამართლის 11.05.2018
საქმის ნომერი
240100118002416062
დავის ტიპი
236 2
თარიღი
11.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100118002416062 №1/30

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11.05.2018 წელი ქ.სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გ----------------

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული: ს---–------------

დაბადებული: 06.06.1--- წ.

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

პირადი ნომერი: 3----------

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული: სენაკის რაიონი სოფელი გ------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

1. ს---–------------მ 2018 წლის 14 თებერვლამდე, სენაკის რაიონის სოფელ გ------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ქარხნული წესით დამზადებული ,,ARAL 1071’’ მოდელის, 9 მმ ნომინალური კალიბრის, სროლისთვის ვარგისი და თავდაცვით ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული, გლუვლულიანი, ნომერგადაშლილი საფანტის პისტოლეტი.

 

2. ბრალდებულმა ს---–------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.

 

3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

4. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა.

 

5. 2018 წლის 14 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ს---–------------ს სახლის ეზოდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი, წარწერით ,,ARAL 1071’’ 9 mm, მჭიდი და ორი ცალი ვაზნა.

 

6. 2018 წლის 14 თებერვლის ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ს---–------------.

 

7. 2018 წლის 26 თებერვლის ექსპერტიზის N52/ბ დასკვნით დასტურდება, რომ ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის ,,ARAL 1071’’ მოდელის ნომერგადაშლილი საფანტის პისტოლეტი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება თავდაცვით ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

 

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს---–------------მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა.

 

სამართლებრივი შეფასება:

9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს---–------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ს---–------------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ს---–------------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

10. ს---–------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება.

 

11. ს---–------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

12. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

13. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

14. ბრალდებულ ს---–------------ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე.

 

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ს---–------------ს დაენიშნოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე, სსსკ-ის 81-ე, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს---–------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

2. ს---–------------ დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში, რაც დაევალოს სასამართლოს მანდატურის სამსახურს. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 მაისიდან.

 

3. ს---–------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 14 თებერვლიდან 2018 წლის 17 თებერვლის ჩათვლით.

4. გაუქმდეს მსჯავრდებულ ს---–------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო. გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გაუქმდეს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პასპორტისა და პირადობის მოწმობის საგამოძიებო ორგანოში ჩაბარების ვალდებულება.

 

5. ს---–------------ მოთავსებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაც დაევალოს შსს სენაკის რაიონული სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომლებს.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

6.1 ,,სამსუნგი’’-ს ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

6.2 9 მმ კალიბრის ,,ARAL 1071’’ ნომერგადაშლილი საფანტის პისტოლეტი მჭიდით და ექსპერტიზის კვლევის შედეგად დარჩენილი 9 მმ კალიბრის 1 ცალი ვაზნა გადაეგზავნოს შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველოს შემდგომი რეაგირების მიზნით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე